შინაარსზე გადასვლა

ჩერნოიაროვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნოიაროვის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულება XIX საუკუნის მეორე ნახევარი
Map

ჩერნოიაროვის სახლი (რუს. Дом Чернояровой) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 30.

ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 30-ში ააშენეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, დაწყებული ამ სახლიდან სასახლის შესახვევამდე ბერძნების ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყო კაპიტალური განაშენიანება[2].

ცნობილია სახლის მფლობელები და მაცხოვრებლები. ჩერნოიაროვის სახლი ოქტომბრის რევოლუციამდე იყო თავადის ცოლის ოლღა ჩერნოიაროვის კუთვნილება. მისი ქმარი ალექსი თევდორეს ძე, გადამდგარი გენერალ-მაიორი გარდაიცვალა 1910 წლის 20 მაისს, 80 წლის ასაკში ნაწლავის ანთებისაგან.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად სახლი გათავისუფლებულია მაცხოვრებლებისაგან და იყიდება.

ბერძნების ქუჩა ნომერ 30-ში მდებარე სახლს ფასადზე აქვს ხუთი ფანჯარა. სახლი აგურისგანაა ნაგები და აქვს ასიმეტრიული კონსტრუქცია. აქვს ორფერდა სახურავი. გვერდით კედელზე აქვს ფანჯარა. შენობის ცოკოლი შეღებილია მუქ ყავისფრად, პირველი სართული ღია ყავისფრად. გარკვეული არქიტექტურული ელემენტები კი შეღებილია თეთრად. სამ მარჯვენა ფანჯარას აქვს პილასტრები და სწორკუთხა სანდრიკები.

მთავარ შესასვლელზე ასევე დამონტაჟებულია სანდრიკები. ეზოში შესასვლელი მეტალის ჭიშკრით, ფასადის მარცხენა მხარესაა[3].

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
  2. Собрание фасадов Его Императорского Величества, высочайше апробированных для частных строений в городах Российской империи. Ч. 1-4. СПб., 1809–1812.
  3. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.