ჩერნობილელების მემორიალი (არმავირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩერნობილელების მემორიალი
Памятник чернобыльцам
კოორდინატები 44°59′57″ ჩ. გ. 41°06′54″ ა. გ. / 44.99917° ჩ. გ. 41.11500° ა. გ. / 44.99917; 41.11500
მდებარეობა არმავირი, რუსეთი
არქიტექტორი ნიკოლოზ სამბუროვი (პირველი მემორიალი)
სერგეი კამიშინი (მეორე მემორიალი)
ტიპი მემორიალი
გახსნის თარიღი 12 ივლისი, 1996
20 სექტემბერი, 2014[1]

ჩერნობილელების მემორიალი (რუს. Памятник чернобыльцам) — მემორიალი რუსეთში. წარმოადგენს ქალაქ არმავირის ერთ-ერთ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას. მდებარეობს თემატურ ჩერნობილელების პარკში. ჩერნობილელების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი მემორიალი 1996 წელს დაიდგა. 2013 წელს მისი დემონტაჟი განხორციელდა, ხოლო მის ადგილას 2014 წელს ჩერნობილელების ახალი მემორიალი აღიმართა.

პირველი მემორიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალის დადგმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი არმავირის კაზაკთა წრის ესაული ალექსანდრე ივანოვი იყო. ხოლო პროექტი არქიტექტორმა ნიკოლოზ სამბუროვმა, მოქანდაკე ვ. ბატრაკოვმა და მხატვარმა ნატალია ბერეზოვსკაიამ შეასრულეს[2][3]. მემორიალის ექვსტონიანი საძირკველი 1996 წლის 26 ივნისს ჩაასხეს, ხოლო 1996 წლის 12 ივლისს მემორიალი უკვე გაიხსნა[2][3]. თავისი შესახედაობის გამო მემორიალმა არაოფიციალური სახელი „ხის მემორიალი“ მიიღო.

მემორიალი წარმოადგენს ორ 9-ტონიან მარმარილოს სვეტს. 3,5 მეტრის სიმაღლის ვერტიკალურ და ოდნავ გადახრილ სვეტზე ამოკვეთილია ხე, რომლიდანაც სისხლი წვეთავს და კავშირ „ჩერნობილის“ ემბლემა. სისხლიდან ალფა, ბეტა და გამა რადიაციული დასხივების სიმბოლოები „ცვივა“. ეს გამოხატავს მსოფლიოს მწუხარებას და „გაუცხოების ზონაში“ რადიაციისგან მრავალი ცოცხალი არსების მუტაციას[3]. ხის ცოტა ზევით ამოკვეთილია მართლმადიდებლური ჯვარი.

2010 წლის დასაწყისში გადაწყდა, რომ „ხის მემორიალი“ თავისი იდეითა და დანიშნულებით სრულად ვერ შეესაბამებოდა ჩერნობილელების მემორიალს[1]. ამიტომ, 2013 წელს მონუმენტის დემონტაჟი განხორციელდა, ხოლო მის ადგილზე ახალი მემორიალი აღიმართა.

მეორე მემორიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მემორიალის მშენებლობა 2013-2014 წლებში მიმდინარეობდა. მისი გახსნა 2014 წლის 20 სექტემბერს შედგა. მემორიალი წარმოადგენს გისოსებიან გლობუსს, რომლის შიგნითაც ატომია გამომწყვდეული (ასახიერებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის საფრთხეს მთელი მსოფლიოსათვის). ხუთი მამაკაცი გლობუსს საკუთარი სხეულით ეღობება (ხუთი მამაკაცი გამოხატავს კონტინენტების რაოდენობას, მოხალისეები, რომლებიც „მსოფლიოს კატასტროფისაგან დასაცავად“ გადაეღობნენ). ახალი მემორიალის ავტორი — არმავირელი მოქანდაკე სერგეი კამიშიანია[1].

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]