ჩერნიშიოვის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნიშიოვის აგარაკი
Чернышёва дача
კოორდინატები 59°50′43″N 30°13′13″E / 59.845311° ჩ. გ. 30.220335° ა. გ. / 59.845311; 30.220335
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ჟან-ბატისტ ვალენ-დელამოტი
თარიღდება 1714
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810238001

ჩერნიშიოვის აგარაკი (რუს. Чернышёва дача) — გრაფი ჩერნიშიოვების აგარაკი პეტერგოფის გზაზე, ამჟამად მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის საზღვრებში. ძეგლის გარშემო განლაგებულია პარკი ალექსანდრინო, რომელსაც სახელი ეწოდა უკანასკნელი რევოლუციამდელი მფლობელის ალექსანდრე შერემეტიევის პატივსაცემად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც გზის პირას მდებარე მიწის ნაკვეთები განაწილდა მშენებლობისათვის, ამჟამინდელი პარკ ალექსანდრინოს ადგილზე მდებარეობდა პეტრე I-ის უმცროსი დის ნატალია ალექსის ასულის კარ-მიდამო, რომელიც მას ეკუთვნოდა 1714 წლიდან. XVII საუკუნის ბოლოს აქ განთავსებული იყო ორი ხუტორის მიწები საერთო სახელით პიატკელე. 1716 წელს პრინცესა ნატალია გარდაიცვალა და მიწის ნაკვეთი ორად გაიყო.

პირველი, აღმოსავლეთით მდებარე, გადაეცა ზაქარია მიშუკოვს. ეს კარ-მიდამო შემონახული იყო ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე.

მეორე, დასავლეთი ნაწილი გადაეცა სენატორს, ყოფილ ელჩს კონსტანტინოპოლში პეტრე ტოლსტოის. 1760-იან წლებში ამ ნაწილის მფლობელი გახდა ივან ჩერნიშიოვი. მან თავისი ქალაქგარე სახლის ასაშენებლად მიმართა ფრანგ არქიტექტორს ჟან-ბატისტ ვალენ-დელამოტს, რუსული კლასიციზმისათვის ახალ წარმომადგენელს. ეს სასახლე შემონახულია დღევანდელ დღემდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერნიშიოვის აგარაკი ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობდა და ძლიერ დაზიანდა. 1960-იან წლებში მთავარი შენობა შეაკეთეს მიხეილ პლოტნიკოვის პროექტის მიხედვით. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია ბავშვთა სამხატვრო სკოლა.

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების დასაწყისში აქ გადაიღეს საშინელებათა ფილმი „სისხლისმსმელი“, ალექსი ტოლსტოის მოთხრობის, „ვამპირის“ მიხედვით[1]. 2000-იანი წლების დასაწყისში კი აქ მიმდინარეობდა ტელესერლ „საბრალო ნასტიას“ გადაღება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]