ჩერნეცოვის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერნეცოვის სამების ეკლესია
ჩერნეცოვის სამების ეკლესია — რუსეთი
ჩერნეცოვის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ჩერნეცოვი
სასულიერო სტატუსი მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1882

ჩერნეცოვის სამების ეკლესია (რუს. Троицкая церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ ჩერნეცოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ამჟამად არ ფუნქციონირებს და იმყოფება ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში. ტაძრის თავდაპირველი სახით აღდგენა შესაძლებელია საარქივო მასალებზე დაყრდნობით.

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, ხუტორი ჩერნეცოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია თანამედროვე ჩერნეცოვში ააგეს ჯერ კიდევ 1877 წელს, როდესაც მიწათმფლობელმა სემიონ დანიელის ძე სოკოლოვმა ჩერნეცოვის სასოფლო თემის მოსახლეობის თხოვნით შეადგინა და გააგზავნა პეტიცია დონის ეპარქიაში ამ სოფელში „ეკლესიის აშენების ნებართვის შესახებ“. პასუხის თანახმად, რომელის შედგენილი იყო კამენსკის სამღვდელოების წარმომადგენლის ი. პაშინსკის მიერ, ეკლესიის შენებლობის თხოვნაზე თავდაპირველად უარი მიიღეს. მიუხედავად ამისა, ოთხი წლის შემდეგ 1882 წელს წმინდა სამების სახელობის ეკლესია მაინც ააშენეს მრევლის შემოწირული თანხებით. აღსანიშნავია, რომ ეკლესია იყო შენობა იყო ქვის და ეკლესიას გააჩნდა ასევე სამრეკლო (სამრეკლოს მეორე სართული აშენებული იყო ხისგან). სახურავი შეკრეს ხისგან და გადახურეს თუნუქის ფირფიტებით[1]. 1882 წლის ოქტომბერში წმინდა სინოდმა დაამტკიცა ეკლესიის სასულიერო შტატი: მღვდელი და მეფსალმუნე. 1885 წლიდან დაიწყო საეკლესიო სამრევლო სკოლის მშენებლობა[2].

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესიის სამრეკლო დაანგრიეს, გუმბათი მოხსნეს და დიდი ხნის განმავლობაში შენობა გამოიყენებოდა ხორბლის შესანახი საწყობი. ეკელსიის მოპირდაპირე მხარეს 1980-იან წლების ბოლოს ააგეს ჩერნეცოვის სასოფლო კულტურის სახლი, რომლის ფანჯრებიც დღევანდელ დღემდე გადის წმინდა სამების ეკლესიაში[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кудрявцев, В. Троицкая церковь поселка Чернецевского / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. — Ростов н/Д., 1999. — С.143-146.
  • Мякинченко, В. Троицкая церковь поселка Чернецовского / В. А. Мякинченко // Сулин и сулинцы: слов. — справ. — Красный Сулин, 2002. — С.99.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]