შინაარსზე გადასვლა

ჩერეპოვეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩერეპოვეცი
Череповец
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი ვოლოგდის ოლქი
კოორდინატები 59°07′00″ ჩ. გ. 37°54′00″ ა. გ. / 59.11667° ჩ. გ. 37.90000° ა. გ. / 59.11667; 37.90000
მერი ვადიმ გერმანოვი
პირველი ხსენება 1362
ამჟამინდელი სტატუსი 1777
ფართობი 122 კმ²
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 314 834 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 2632,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8202
საფოსტო ინდექსი 162600–162606, 162608–162612, 162614–162616, 162618, 162620, 162622–162627
ოფიციალური საიტი cherinfo.ru
300
300
ჩერეპოვეცი — ვოლოგდის ოლქი
ჩერეპოვეცი

ჩერეპოვეცი (რუს. Черепове́ц) — ქალაქი ვოლოგდის ოლქში, რუსეთის ფედერაცია, ჩერეპოვეცის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იაგორბისა და შექსენის (ვოლგის მარცხენა შენაკადი) შეერთების ადგილზე, რიბინსკის წყალსაცავის სიახლოვეს, ქალაქ ვოლოგდიდან 126 კილომეტრში.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებულია, რომ უძველეს დროში თანამედროვე ქალაქის ტერიტორია დასახლებული იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმჩენილია მეზოლითის ეპოქის ერთ-ერთი ძველი სადგომი.

XX საუკუნიდან თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა, რამდენიმე მუდმივი დასახლება. ძირითადი მოსახლეები იყვნენ ჯერ ვეფსები, ხოლო შემდეგ დასახლდნენ სლავები. მოსახლეობა დაკავებული იყო ნადირობით, მეთევზეობითა და ვაჭრობით. აქ აღმოჩენილი ვერცხლის აღმოსავლური მონეტები მიუთითებს ამ ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობაზე.

ჩერეპოვეცმა, რომელმაც ქალაქის სტატუსი მიიღო 1767 წლის 4 ნოემბერს, თავისი ისტორია დაიწყო XIV საუკუნიდან, როდესაც დაარსდა აღდგომის მონასტერი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1362 წელს.

1777 წლის საქალაქო რეფორმის ფარგლებში ჩერეპოვეცს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ჩერეპოვეცის გუბერნიის ცენტრად გამოცხადდა. გუბერნია გაუქმდა 1927 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს, ქალაქი საევაკუაციო ზონა იყო. აქ განთავსდა საავადმყოფოები, რომლებიც იღებდნენ პაციენტებს ლენინგრადიდან.

2016 წლის 12 ივნისს ჩერეპოვეცი გახდა შრომის სიმამაცისა და დიდების ქალაქი.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ჩერეპოვეცი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში, ვოლოგდის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩერეპოვეცი თანაბრადაა დაშორებული (530 კმ-ით) როგორც მოსკოვიდან, ისე სანქტ-პეტერბურგიდან. ვოლოგდიდან დაშორებულია 126 კმ-ით. ქალაქის ცენტრიდან 21 კილომეტში მდებარეობს აეროპორტი, საიდანაც ხორციელდება რეგულარულ რეისებს დედაქალაქში და საზღვარგარეთ.

ქალაქის კლიმატი განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ხასიათდება მცირე რაოდენობით მზის გამოსხივებით. ჩერეპოვეცი მდებარეობს ზომიერი კლიმატურ ზონაში.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
  2. 2.0 2.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-15. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
  3. 3.0 3.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
  4. 4.0 4.1 Новость. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
  5. Забудь про кризис, сталевар! Бери метлу, мети бульвар! // KP.RU
  6. Медиа-Центр: У Череповца появился новый побратим
  7. Справка დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.