შინაარსზე გადასვლა

ჩენ-დე-პუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩენ-დე-პუი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საფრანგეთის დროშა საფრანგეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საფრანგეთის დროშა საფრანგეთი | variant = | size =

}}
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1434
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1434
ინგლ.რუს.ფრ.

ჩენ-დე-პუი (ფრანგ. Chaîne des Puys) — ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების ფერფლის კონუსების, ლავის გუმბათებისა და მაარების ჯაჭვი საფრანგეთის ცენტრალურ მასივში. ჯაჭვი დაახლოებით 40 კმ სიგრძისაა და იდენტიფიცირებულია ვულკანური ფორმაციები,[1] რომლებიც ქმნიან ვულკანურ ველს, მოიცავს 48 ფერფლის კონუსს, 8 ლავის გუმბათს და 15 მაარსა და აფეთქების კრატერს.[2] მისი უმაღლესი წერტილია ლავის გუმბათი პუი-დე-დომი, რომელიც მდებარეობს ჯაჭვის შუა ნაწილში და სიმაღლით 1 465 მ-ს აღწევს. ქედის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული ტერმინიდან „პუი“, რომელიც აღნიშნავს მომრგვალებული პროფილის მქონე ვულკანურ მთას. ჩენ-დე-პუის ვულკანის ბოლო ამოფრქვევის თარიღად ჩვეულებრივ სახელდება ძვ. წ. 4040 წელი.[3]

ტექტონიკური ფილების მოძრაობისა და კონტინენტური რიფტინგის გამორჩეული მაგალითის გამო, ჩენ-დე-პუის რეგიონი 2018 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადეს.[4]

  1. Jouannic, G.; Walter-Simonnet, A.V.; Bossuet, G.; Cubizolle, H.; Boivin, P.; Devidal, J.-L.; Oberlin, C. (2014). „Occurrence of an unknown Atlantic eruption in the Chaîne des Puys volcanic field (Massif Central, France)“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 283: 94–100. doi:10.1016/j.jvolgeores.2014.06.007.
  2. (1980) Natural Wonders of the World. United States of America: Reader's Digest Association, Inc, გვ. 306–307. ISBN 0-89577-087-3. 
  3. Chaine des Puys. Oregon State University. ციტირების თარიღი: 18 February 2016
  4. Chaîne des Puys - Limagne fault tectonic arena. United Nations Educational, Scientific, and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 16 Jan 2022