ჩემო ძმაო (სიმღერა)
„ჩემო ძმაო“ | |
---|---|
სიმღერა — ბერა, ზაზა ნოზაძე | |
ენა | ქართული |
გამოსვლის თარიღი | 2018 |
ჟანრი | ჰიპ-ჰოპი, რეპი |
ხანგრძლივობა | 4:42 |
„ჩემო ძმაო“ — ბერა ივანიშვილის და ზაზა ნოზაძის ჰიპ-ჰოპ სინგლი, რომელიც გამოიცა 2018 წლის 8 მაისს[1]. სიმღერას გამოქვეყნებისთანავე მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა და იუთუბზე მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. „ჩემო ძმაო“ შეაფასეს მუსიკალურმა კრიტიკოსებმაც ნიკო ნერგაძემ და ჯიმშერ რეხვიაშვილმა[2]. კრიტიკოსების აზრით, სიგნლი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯების მატარებელია, სინგლის გამოქვეყნებიდან მალევე გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სინგლს წინ უძღვოდა უთანხმოება რეპერებს ბერასა და sf-x-ს (ზაზა ნოზაძე) შორის. 2018 წლის 2 აპრილს ზაზა ნოზაძემ საჯარო მიმართვით ბოდიში მოუხადა ბერას[3]. სიმღერის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი სწორედ ამ შემსრულებლების შერიგებაა და ხაზს უსვამს რეპერების ერთნაირ წარმომავლობასა და მეგობრობაზე.
სიმღერის ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება](ბერა)
ვუსმენ ბასტას, ოღონდ რუსს არა, სნუპს ოღონდ გუფს არა
გამიგია კასტა, მაგრამ ჩემი კასტა სულ სხვაა
23-ის მაგრამ ამ დარგში ვარ ბიძა
ქართულ ჰიპ-ჰოპს აღარ სძინავს, ის ჩემმა შედეგმა გააღვიძა.
იცი ვინც ვარ, ნული სიბრალური მტრების მიმართ
მე მთელ ქვეყანას შევუცვალე აზრი რეპის მიმართ
სიმღერებს ვიწერდი ტელეფონში დაწყების დროს
დღეს ვისმინები როგორც ტელეფონი ნაცების დროს.
ტრეკებს ვყიდი ბევრს, არასდროს ვყიდი ძმებს
იცი შენც - თავმდაბლობა ზომავს კაცის სიდიდეს
ყველანი საუბრობთ ფულზე, მე გეტყვით მარტივი ენით
ჯერ არავინ გამდიდრებულა კომენტარების წერით.
თავში ბიტები, რითმები, მეგაჰიტები მაქვს
ვისვრი ზუსტად იმედია ფორტნაითის ბინტები გაქვს
მე სხვას არ მივყვები, ჩემი გზები და მიზნები მაქვს
როცა არ ვიქნები აქ, მაინც ვიქნები აქ.
ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე,
ვინც მატყუებენ ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე
როგორ იზრუნონ შენზე, არ ფიქრობენ თავის შვილებზე
ისტორია არ ლაპარაკობს გამოგონილ გმირებზე.
ვებრძოდი სისტემას, ვიყავი 16 წლის
დღეს პროტესტი ადვილია ყოველი შემდეგისთვის
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ყველასთან
თქვით სად იყავით მაშინ, როცა თქვენ საკუთარ ძმებს აწამებდნენ თქვეს ქვეყანაში.
ნუთუ სიტყვის თავისუფლება მაშინ არ გიყვარდა?!
ნუთუ იმ ყველაფრის გჯეროდა რაც ეკრანიდან ჩანდა?!
ნუთუ ჩადებები არ იყო ბირჟა მაფიას გარდა?!
ენა ჩაგივარდა, ქვეყანას მაფია რომ მართავდა.
მეტ ეშმაკს ნახავ შიგნით, ვიდრე გარეთ.
მე არ ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით ვინც შენს საიდუმლოს იბარებს,
ვინც ჩემს გამო ეწამა, მხოლოდ მისას ვიწამებ
ჩემი ღმერთი ჩემში არის, მას არ ვეძებ გარეთ.
ვლოცულობ ორ ადამიანზე
არ ვიცი ვინ მყავს მათ გარდა
ერთმა მატარა ცხრა თვე
მეორემ კაცად გამზარდა.
ცოტა ახლობელი დამრჩა, რაც წავედი შორს
ახსენებ ჩემებს, მე მოგიხსენიებ აღსარების დროს.
(მისამღერი)
სამყარო სავსეა ბოღმით ჩემთან მოდი ჩემო ძმაო
ძმას ვეფარებოდი მისი ტყვიით მოვკვდი ჩემო ძმაო
საქართველომ მითხრა უფალს თხოვე შენდობაო
ჩემი შვილების დაღვილი სისხლი მეყოფაო.
ჩემო ძმაო! ჩემო ძმაო! ჩემო ძმაო!
ჩვენი წინაპრები ერთი გობით სვამდნენ მეგობარო!
საერთო მტერი გვყვავს ჩემთან დადექი მეომარო
და ამ სიტყვას ნუ დაუკარგა ფასს, ჩემო ძმაო!
ნიშანი ერთი არა, ნიშანი არაერთი
ერთი წარმოშობა - ზემო იმერეთი
დაბადების დღე და რიცხვი - თავისით მოვა ზავი
ოცდასამჯერ გეტყვით - დეკემბრის ოცდასამი.
რომელი მიწის, წყალის, მთის და ბარის შვილი
ხომ კარგას მნიშვნელობას თუ შენი ძმაა შენი
მისი კი არ დაანგრიო, შენი ააშენე
და აღმშენებლობაში გვერდში ნახავ მარტო შენებს.
მე-ჩემი, სხვამ-თავის, შენ-შენი წილი
ძვიფრასო მე ვარ კარგად, როცა შენ იცინი
სამშობლო, აქ ვარ უკვე, უკვე დაგიბრუნდი
და არა ერთადერთი - ერთიანი გუნდით.
ვეტყვით ყველა ქალაქს, რომ ქართულად წერონ
და თანამოძმის კალამს, კი არ გადაემტერონ
არამედ დაუფასონ, დაუფასონ ლექსი
თუ მასზე მეტი იცი შენ დაუდექი გვერდში.
ბიჭობა ძმობა არის, შენ აქ ხედავ ბიჭებს
სულ სხვა გრძნობა არის ძმა რომ გულით გირჩევს
ძმა რომ გაგიგებს და დაივიწყებს წყენას
ვიმეორებ ნამდვილები ივიწყებენ წყენას!
ჰოდა რა დაყოფა, გაყოფა გვეყოფა
კოსტავა გვიბარებს, შექმენით ეპოქა
ჰოდა ეს არ არის ჰიტი - ეს არის შესავალი
ეს არის ძმობის ხიდი - ჩვენი თავშესაფარი.
ეს ლექსიც ერთად ვწერეთ, ჩვენ ჩვენი წილი
მერე ერთად ვიმღერეთ, ძველ წყენაზე ვიცინით
ჩვენ არ ვწერეთ ლექსი, ლექსმა თვითონ გვწერა
მთელი ღამე ვწერდი, მკარნახობდა ყველა.
რა მჭირდება არა, რა გვჭირდება ყველას
ლექსში ბოღმა კმარა, მერე ვნახავთ შვებას
თქვენ კი ნახეთ ყველამ, ერთად რა დავწერეთ ხალხმა
ჩვენით არ დაგვიწერია, ისტორიამ გვიკარნახა.
და თუ ესალმები ზაზას, მე გესალმებით ყველას
თუ ესლამებით ჩემს ძმას, მიესალმეთ ბერას
მოვდივართ ნამდვილები, ნამდვილს თუ ენდობით
ერთი მამულით და რწმენით, ქართული ერთობით.
ჩემს საძმაკაცოს ვეტყვი, რომ ბიჭი გავიცანი
ჩემს ერთგულ მსმენელს და კაცი ვინც არის
ყველას ვინც კი სადმე ჩვენი სახელი დაიცავით
ჩემო ძმაო აქ ვართ, მოვდივართ დავიძარით!
და თუ შენც მიხვდი, რომ დროა გამოფხიზლდე
ჯერ სიყვარული მტრობას დაუმიზნე
ერთი ერთობა ერთვება ერთობისთვის
ხომ კარგად გესმის?! ხომ კარგად ისმის?!
(მისამღერი)
სამყარო სავსეა ბოღმით ჩემთან მოდი ჩემო ძმაო
ძმას ვეფარებოდი მისი ტყვიით მოვკვდი ჩემო ძმაო
საქართველომ მითხრა უფალს თხოვე შენდობაო
ჩემი შვილების დაღვილი სისხლი მეყოფაო.
ჩემო ძმაო! ჩემო ძმაო! ჩემო ძმაო!
ჩვენი წინაპრები ერთი გობით სვამდნენ მეგობარო!
საერთო მტერი გვყვავს ჩემთან დადექი მეომარო
და ამ სიტყვას ნუ დაუკარგა ფასს, ჩემო ძმაო!
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სიმღერის ლინკი იუთუბზე. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 2019-01-27.
- ↑ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და მუსიკის კრიტიკოსები, ნიკო ნერგაძე და ჯიმშერ რეხვიაშვილი, მიმოიხილავენ სიმღერას ჩემო ძმაო. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2019-01-27.
- ↑ ზაზა ნოზაძე საჯარო ბოდიშს უხდის ბერა ივანიშვილს. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 2019-01-27.