ჩემი ცოლი და სიდედრი
„ჩემი ცოლი და სიდედრი“ (ინგლ. My Wife and My Mother-in-Law) — ორაზროვანი გამოსახულება, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც გოგონა ან მოხუცი ქალი („ცოლი“ და „სიდედრი“ შესაბამისად).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკელმა კარიკატურისტმა უილიამ ჰილმა (William Ely Hill; 1887–1962) 1915 წლის 6 ნოემბერს ამერიკულ იუმორისტულ ჟურნალ „Puck“-ში გამოაქვეყნა „ჩემი ცოლისა და დედამთილის“ ორაზროვანი გამოსახულება წარწერით: „ამ სურათზე ორივეა — იპოვეთ ისინი“ («They are both in this picture — find them»).[1][2] თუმცა, ასეთი გამოსახულების უძველესი ცნობილი მაგალითია 1888 წლის გერმანული ღია ბარათი.[3]
1930 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ედვინ ბორინგმა ეს ფიგურა სხვა ფსიქოლოგებს გააცნო სტატიაში სახელწოდებით „ახალი ორაზროვანი ფიგურა“ («A new ambiguous figure») და მას შემდეგ ეს გამოსახულება გამოჩნდა სახელმძღვანელოებსა და ექსპერიმენტულ კვლევებში.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ink-Slinger Profiles by Alex Jay: W.E. Hill. The Stripper's Guide blog. Alex Jay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-12. ციტირების თარიღი: 2020-03-12.
- ↑ My wife and my mother-in-law. They are both in this picture – find them. Prints & Photographs Online Catalog. Library of Congress. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2011-10-09.
- ↑ Weisstein, Eric W.. Young Girl-Old Woman Illusion. MathWorld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-20. ციტირების თარიღი: 2011-10-09.
- ↑ Botwinick, Jack (June 1961). „Husband and Father-in-Law—A Reversible Figure“. The American Journal of Psychology. 74 (2): 312–313. doi:10.2307/1419424. JSTOR 1419424.
- ↑ Nicholls, Mike; Churches, Owen; Loetscher, Tobias (23 August 2018). „Perception of an ambiguous figure is affected by own-age social biases“. Scientific Reports. 8 (1): 12661. doi:10.1038/s41598-018-31129-7. PMC 6107502. PMID 30139950.