ჩეთინ ალთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეთინ ალთანი
დაიბადა22 ივნისი, 1927
კონსტანტინოპოლი, თურქეთი
გარდაიცვალა22 ოქტომბერი, 2015 (88 წლის)
სტამბული, თურქეთი
ჯილდოებიორხან ქემალის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი

ჩეთინ ალთანი ( თურქ. Çetin Altan ; დ. 22 ივნისი, 1927 სტამბული — გ. 22 ოქტომბერი,2015, სტამბოლი ) — თურქი მწერალი, ჟურნალისტი და მემარცხენე პოლიტიკოსი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეთინ ალთანი დაიბადა 1927 წლის 22 ივნისს სტამბულში. მამა ჰალითი ადვოკატი იყო, ხოლო დედა — წარმოშობით ყირიმელი. შვიდ წლამდე მომავალ მწერალს ალთანი ერქვა. 1934 წელს თურქეთმა მიიღო კანონი გვარების შესახებ, რომლის მიხედვით, ყველას უნდა ეტარებინა გვარი. ამიტომ, ჩეთინის მშობლებმა ალთანი გვარად დაიტოვეს, ხოლო შვილს ჩეთინი დაარქვეს.

რვა წლის ასაკში იგი შევიდა გალათასარაის ლიცეუმში, როგორც თავად მოგვიანებით იხსენებდა, სწავლის პერიოდში ალთანი მარტოობას განიცდიდა. შემდეგ შევიდა ანკარის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წერა დაიწყო. ალთანის თქმით, მან არჩია გამხდარიყო მწერალი და არა დიპლომატი, როგორც მამას სურდა, რადგან მას სურდა „მარტოობა აეცილებინა თავიდან“.[2]

ჩეთინი ლექსებსა და მოთხრობებს აქვეყნებდა გამოცემებში „Çınaraltı“, „Varlık“, „İstanbul“ და „Kaynak“. მისი პირველი წიგნი „Üçüncü Mevki“ 1946 წელს გამოიცა. ის ასევე მუშაობდა ჟურნალისტად, აქვეყნებდა სტატიებს გამოცემებში "Halkçı", "Tan", " Akşam ", " Milliyet ", "Yeni Ortam", " Hürriyet ", " Güneş " და "Çarşaf" .

1959 წელს, აბდი იფექჩის შეთავაზებით, დაიწყო სტატიების წერა Milliyet- ში.[3]

როდესაც მმართველი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ დემონსტრაციების და 1960 წელს თურქეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს სტუდენტი თურან ემექსიზი, ჩეთინ ალთანმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. 1965 წელს ის მუშათა პარტიის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩიეს.

ჩეთინ ალთანი განთქმული იყო თავისი ბასრი, სარკასტული ენით. 300-ზე მეტჯერ სცადეს მისი პასუხისგებაში მიცემა სტატიების გამო, სამჯერ დააპატიმრეს და ორჯერ ციხეში ჩასვეს. სულეიმან დემირელის სამართლიანობის პარტიის დეპუტატებმა სცემეს კიდეც.[4]

2015 წლის სექტემბერში იგი გადაიყვანეს ფატიჰის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც დაუსვეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, სუნთქვის უკმარისობაის, სეფსისის, ბრონქოექტაზიის და პნევმონიის დიაგნოზი. ჩეთინ ალთანი გარდაიცვალა 2015 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 11:05 საათზე, პნევმონიის და სეპტიური შოკით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით.[5]

დაკრძალეს 2015 წლის 23 ოქტომბერს ზინცირლიკიუს სასაფლაოზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეთინ ალთანი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე იყო ერაყელი გოგონა ქერიმე. ჩეთინს და ქერიმეს შეეძინათ სამი შვილი: აჰმედი (დაიბადა 1950 წელს), მეჰმედი (დაიბადა 1953 წელს) და ქალიშვილი ზეინეპი (გარდაიცვალა 1991 წელს) .

1969 წელს ჩეთინ ალთანი მეორედ დაქორწინდა. მისი მეორე მეუღლე იყო 41 წლის სოლმაზ კამურანი, მისთვისაც ასევე მეორე ქორწინება იყო. კამურანი ალთანის რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. წყვილი დაშორდა ჩეთინ ალთანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.[6]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეთინ ალთანი თავის ნამუშევრებში აკრიტიკებდა იმ დროს თურქეთში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას. მისი მრავალი ნამუშევარი შეიცავს ავტობიოგრაფიულ ელემენტებს.

ავტორის არაერთი ნაწარმოები ითარგმნა ფრანგულ ენაზე .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biyografi.net - Biography of Çetin Altan (თურქ.)
  2. Oğhan, Şehriban (2015-10-22). "Çetin Altan hayal ettiği ülkeyi göremedi". Hürriyet (თურქ.). Retrieved 2015-10-23.
  3. Çiçek, Nevzat (2014-08-17). "Irak Cumhurbaşkanı Fuat Masum bakın hangi yazarın akrabası" დაარქივებული 2022-09-25 საიტზე Wayback Machine. . Timeturk (თურქ.). Retrieved 2015-10-26.
  4. "Altan, Cetin" (ფრანგ.) Librairie Compagnie. Retrieved 2015-10-27.
  5. "Renowned Turkish columnist Cetin Altan dies". Anadolu Agency. Retrieved 2015-10-22.
  6. Gokay, Bulent (2006-11-22). Soviet Eastern Policy and Turkey, 1920-1991: Soviet Foreign Policy, Turkey and Communism. Routledge. p. 93. ISBN 978-1-134-27549-6.