ჩეთან ბაგატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩეთან ბაგატი
Chetan Bhagat.jpg
ბაგატი 2012 წელს
სრული სახელი ჩეთან პრაკაშ ბაგატი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1974 (1974-04-22) (46 წლის)
დაბადების ადგილი დელი, ინდოეთი
საქმიანობა მწერალი და სცენარისტი
ენა ინგლისური, ჰინდი
ეროვნება ინდოელი
მოქალაქეობა Flag of India.svg ინდოეთი
ალმა-მატერი ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტი
ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი
პერიოდი 2004-დღემდე
ჟანრი რომანტიკული, რეალისტური ფანტასტიკა, არამხატვრული
Magnum opus Five Point Someone და 2 States: The Story of My Marriage
ჯილდოები CNN-News18 Indian of the Year
საიტი chetanbhagat.com

ჩეთან პრაკაშ ბაგატი[1] (ჰინ. जन्म २२ अप्रैल १९७४; დ. 22 აპრილი, 1974)[2] — ინდოელი ავტორი და მიმომხილველი. 2010 წელს ჟურნალ ტაიმსმა დაასახელა მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის.[3]

მექანიკური ინჟინერია შეისწავლა ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ხოლო ბიზნეს ადმინისტრირება ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტში. ინვესტორად მუშაობა დაიწყო ბანკში, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, სამწერლო კარიერის განვითარების მიზნით დატოვა აღნიშნული თანამდებობა. მთლიანობაში დაწერილი აქვს 8 ნოველა და სამი არამხატვრული ჟანრის წიგნი. მისი პირველი ნოველაა „Five Point Someone“, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა. მისი ნოველების უმრავლესობა საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერების სიაშია.

ბაგატის 5 ნოველა ადაპტირებულია ბოლივუდის ფილმებში, მათ შორისაა, 2008 წლის ინდური ტრილერი „Hello“, რომელიც ბაგატის ერთ-ერთი ნოველის მიხედვით გადაიღეს. მისი ნოველების მიხედვით გადაღებულია სხვა ფილმებიც: 2009 წლის ინდური დრამატული კომედია „3 იდიოტი“, 2013 წლის დრამა „Kai Po Che!“, 2014 წლის რომანტიკული-კომედიური დრამა „ორი მდგომარეობა“ და „ნახევრად შეყვარებული“ (2017). ავტორია რამდენიმე ბოლივუდის ფილმის სცენარის, მათ შორისაა 2014 წლის ინდური ფილმი „წიხლი“, ასევე სცენარისტია მისი ნოველების მიხედვით შექმნილი ფილმებისა, „Kai Po Che!“ და „ნახევრად შეყვარებული“.[4] 2014 წელს, ფილმის, „Kai Po Che!“-ს სცენარისთვის დაჯილდოვდა „Filmfare“ ნომინაციით.[5]

ბაგატს ხშირად იწვევენ ინდოეთის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში სიტყვით გამოსასვლელად. აქტიურია სოციალურ ქსელებშიც. არის რამდენიმე გაზეთის მიმომხილველი, ეს გაზეთებია: „The Guardian“, „The Times of India“ და სხვა. მისი მიმოხილვები ეხება ახალგაზრდობას, კარიერას, ლიდერობას, პოლიტიკას და სხვა არსებულ პრობლემებს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეთან ბაგატი დაიბადა 1974 წლის 22 აპრილს, დასავლეთ დელიში. გაიზარდა ტრადიციულ საშუალო კლასის ინდურ ოჯახში. მამამისი მსახურობდა ინდოეთის არმიაში, ხოლო დედამისი მთავრობაში სოფლის მეურნეობის განყოფილებაში მუშაობდა. სწავლობდა „არმიის საჯარო სკოლაში“.[6] ბაგატი აღნიშნავს რომ 15 წლის ასაკში საშუალო დონის მოსწავლე იყო.[7][8]

როდესაც მეხუთე კლასში მისი მცირე ხუმრობა დაიბეჭდა ჟურნალში, მისი სახელის დაბეჭდვამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.[9]

1995 წელს დაამთავრა ინდოეთის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, მექანიკური ინჟინერიის განხრით. მოგვიანებით, მარკეტინგის სწავლა გადაწყვიტა ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტში. ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრანტი გახდა 1997 წელს. 2018 წელს, ხელოვნების და გართობის კატეგორიაში, ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტმა ბაგატი დააჯილდოვა „ახალგაზრდა წარმატებულ კურსდამთავრებულთა პრიზით“.[10]

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინდურ კინო-სამყაროში. არის რამდენიმე ბოლივუდის ფილმის სცენარის ავტორი. მისი ხუთი ნოველის მიხედვით გადაღებულია ფილმები.

2008 წლის ინდური ფილმისთვის, „Hello“, რომელიც მისი მეორე ნოველის მიხედვით არის გადაღებული, მან მიიღო ორი კინო კრედიტი — „დამატებითი დიალოგი“ და „წიგნი“.

2009 წელს მისი ნოველის მიხედვით, გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „3 იდიოტი“, რომელთან დაკავშირებითაც ბაგატმა განაცხადა, რომ ფილმის შემქმნელებმა მასთან „ითამაშეს“ და მას არ მიანიჭეს სათანადო დამსახურება. მან აღნიშნა რომ ფილმის 70% მისი ნოველის მიხედვით არის გადაღებული, როცა მას თავდაპირველად უთხრეს რომ წიგნის მხოლოდ 2-5% იქნებოდა გამოყენებული ფილმში.[11]

მისი ნოველის, „ჩემი ცხოვრების 3 შეცდომის“ ადაპტაცია Kai Po Che!ს სახელითაა ცნობილი. ბაგატი ფილმის ოთხი სცენარისტიდან ერთ-ერთი იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა წიგნის ადაპტირებაში.[12] ამ ფილმში მონაწილეობა მიიღო თავისმა 8 წლის უმცროსმა ვაჟმა.[13] სცენარის დაწერისთვის მას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა.[14]

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The New York Times-ის თანახმად, ბაგატი მოხსენიებულია, როგორც „ინდოეთში ყველაზე გაყიდვადი ინგლისურენოვანი წიგნების ავტორი“.[15] თუმცა, მისი წერის უნარები ხშირად გაკრიტიკებულა.[16] მას ბრალიც დასდეს, წიგნის, „ერთი ინდოელი გოგოს“ პლაგიატში, რომელიც ბაგატმა უარყო.[17][18]

2017 წელს, დელის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, რომ ბაგატის ერთ-ერთი ნოველა „Five Point Someone“ შეეტანათ ინგლისურ ლიტერატურაში გააკრიტიკეს.[19][20][21] 2017 წელს, უნივერსიტეტმა გამოაცხადა რომ მათი ეს გადაწყვეტილება განუხორციელებული დარჩებოდა.[22][23]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Five Point Someone (2004)
  • One Night @ the Call Center (2005)
  • ჩემი ცხოვრების სამი შეცდომა (2008)
  • ორი მდგომარეობა (2009)
  • რევოლუცია 2020 (2011)
  • ნახევრად შეყვარებული (2014)
  • ერთი ინდოელი გოგო (2016)
  • გოგონა 105-ე ოთახში (2018)
  • ერთი მოწყობილი მკვლელობა (2020)

არა-მხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რა სურს ახალგაზრდა ინდოეთს (2012)
  • ვქმნით ინდოეთს გასაოცარს (2015)
  • პოზიტიური ინდოეთი (2019)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trial court told to hear Chetan Bhagat’s plea in plagiarism case (6 May 2017). ციტირების თარიღი: 2020-07-25
  2. Kalita, S. Mitra. (2008-05-17) Chetan Bhagat | The five-point formula: keep it simple. ციტირების თარიღი: 2020-07-25
  3. The 2010 TIME 100. ციტირების თარიღი: 26 November 2019.
  4. Every time Chetan Bhagat made it to Bollywood – A Bollywood Hit!. ციტირების თარიღი: 23 May 2020
  5. Filmfare Awards Winners From 1953 to 2020. ციტირების თარიღი: 2020-05-30
  6. An Interview With Chetan Bhagat. ციტირების თარიღი: 24 May 2020
  7. Chetan Bhagat tweets his CBSE Class 10 mark-sheet – shares how an aggregate 76% cannot define your future. ციტირების თარიღი: 24 May 2020
  8. Marks Don't Matter: Ex IIT, IIM Graduate, Author Chetan Bhagat Shows Class X Marksheet With 76% (5 August 2019). ციტირების თარიღი: 24 May 2020
  9. People | Q & A with Chetan Bhagat. ციტირების თარიღი: 24 May 2020
  10. HILARIOUS: Here's Chetan Bhagat big takeaway after receiving an award at IIM Ahmedabad. ციტირების თარიღი: 24 May 2020
  11. Chetan Bhagat miffed with 3 Idiots makers (2010-01-01). ციტირების თარიღი: 2020-06-08
  12. Chetan Bhagat talks about Kai Po Che, the film based on his book en. ციტირების თარიღი: 2020-06-15
  13. Chetan Bhagat's son makes movie debut with Kai Po Che! (22 February 2013). ციტირების თარიღი: 2020-06-15
  14. 'Kai Po Che' is a real film without frills: Chetan Bhagat. ციტირების თარიღი: 2020-06-15
  15. Greenlees, Donald (14 March 2008). „Investment banker becomes best-selling author in India“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 28 May 2020.
  16. Why I gave Chetan Bhagat the 'nastiest review'. ციტირების თარიღი: 23 May 2020
  17. Chetan Bhagat accused of plagiarising his latest bestseller, One Indian Girl (25 April 2017). ციტირების თარიღი: 23 May 2020
  18. Sales of Chetan Bhagat’s ‘One Indian Girl’ stopped by injunction, on plagiarism charges. ციტირების თარიღი: 23 May 2020
  19. Chetan Bhagat’s Five Point Someone in Delhi University English literature syllabus (24 April 2017). ციტირების თარიღი: 23 May 2020
  20. Chetan Bhagat's Five Point Someone To Be Part Of DU's English Literature Syllabus. ციტირების თარიღი: 23 May 2020
  21. Five Point Someone in DU syllabus: Let’s stop blaming Chetan Bhagat and start rueing the state of Indian readership (25 April 2017). ციტირების თარიღი: 23 May 2020
  22. MP, Team. (24 September 2017) 'Five Point Someone' not part of DU curriculum this session. ციტირების თარიღი: 23 May 2020
  23. Malavikka. (25 September 2017) DU’s Proposal To Add 'Five Point Someone' in Curriculum Reconsidered. ციტირების თარიღი: 23 May 2020