ჩედო ვუკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩედო ვუკოვიჩი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1920(1920-09-28)[1]
დაბადების ადგილი დულიჩი
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 2014(2014-04-07)[1] (93 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბუდვა[2]
საქმიანობა მწერალი, საბავშვო მწერალი, პოეტი[3] , დრამატურგი[3] და პუბლიცისტი[3]
მოქალაქეობა  მონტენეგრო

ჩედო ვუკოვიჩი (Čedo Vuković დ. 28 სექტემბერი, 1920 — გ. 7 აპრილი, 2014) — მონტენეგროელი მწერალი.[4]

ვუკოვიჩი დაიბადა ჩრდილო-აღმოსავლეთ მონტენეგროში, ანდრიევიცაში.[5] მისი ნოველა "Mrtvo duboko" აღწერს იუგოსლავი პარტიზანების ამბავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეტნიკებისგან სოფელ მრტვო დუბოკოში (ითარგმნება როგორც „ღრმა სიკვდილი“.) იმალებოდნენ. მის სხვა ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საბავშვო წიგნები: "Svemoćno oko" („ყოვლისშემძლე თვალი“), "Letjelica profesora Bistrouma" („პროფესორ ბრწყინვალეგონების საფრენი მანქანა“) და "Tim Lavlje srce" („ლომგული გუნდი“). მას ასევე დაწერილი აქვს: მრავალი ნოველა, დრამატული ნაწარმოებები და მოკლე ისტორიები. ის ძირითადად ცხოვრობდა პოდგორიცასა და ბუდვაში[5] და იყო ჩერნოგორიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი.[6] ის 2014 წელს ბუდვაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Freebase Data DumpsGoogle.
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. Mitska građa i piščev "apokrif" Serbian. Pobjeda (July 22, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-28.
  5. 5.0 5.1 Zastupljenost i recepcija djela Serbian. Pobjeda (November 22, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-28.
  6. Glas harmonije Serbian. Pobjeda (July 18, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-28.
  7. Letter of condolence on the occasion of death of academician, Mr Čedo Vuković. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2015-05-28.