შინაარსზე გადასვლა

ჩებონენკოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩებონენკოს სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულება 1866
Map

ჩებონენკოს სახლი (რუს. Дом Чебоненко) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1866 წელს. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 71.

ორსართულიანი სახლი ქალაქ ტაგანროგში, რომელიც მდებარეობს ბერძნების ქუჩა № 71-ში, აგებულია 1866 წელს, მარიუპოლელი ვაჭრის ივან ჩებონენკოს დაფინანსებით. თავის დროზე ჩებონენკო ვაჭრობდა კანაფის ზეთით, ფლობდა მაკარონის ფაბრიკას.

ლამაზი, ორსართულიანი და ექვს ფანჯრიანი შენობა აგებულია 1866 წლის პროექტით. შესასვლილის მიშენება მარცხენა მხარეს განხორციელდა 1876 წლის პროექტით.

ტაგანროგში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სახლი ეკუთვნოდათ პალასოვების ოჯახს, თავდაპირველად ვაჭარ სავლეს, ხოლო შემდეგ მის შთამომავლობას. 1897 წლიდან კი გიორრგი სავლეს ძე პალასოვის ცოლს ოლღა იულიანეს ასულს.

პალასოვების ოჯახი ვაჭრობდა თამბაქოს საბითუმო გასაღებით. სახლის ქვედა სართულზე თავისი ოჯახით ცხოვრობდა ვილენის ოკრუგის გამომძიებელი, შტაბს-კაპიტანი, ნიკოლაი არაკინი. მოსამართლე იყო მორწუნე ადამიანი და ოჯახთან ერთად დადიოდა ეკლესიაში. იგი 1901 წელს 38 წლის ასაკში იყო, როცა დაქორწინდა 21 წლის მარია ლეონუტოვასთან.

1918 წელს შენობაში განთავსებული იყო წითელი არმიის საარტილერიო შტაბი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქალაქის გერმანელთაგან გათავისუფლების შემდეგ შენობაში გაიხსნა სპეციალური ბავშვების სახლი 100 ადგილზე. სადაც სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ წითელი არმიის იმ მებრძოლების, მეორე მსოფლიო ომის იმ მონაწილეების ბავშვები, რომლებიც დაიღუპნენ საომარო მოქმედებების დროს.

ამჟამად ჩებონენკოს სახლი იკავია ბანკს „ტაგანროგი“.

შენობის ფასადი ამჟამად გაფორმებულია კლასიციზმის არქიტექტურული სტილის შესაბამისად. მთავარი შესასვლელი სახლის მარცხენა ნაწილშია. შენობა გაფორმებულია ატიკით. დამაგვირგვინებელ კარნიზზე სკულპტურული ფიგურებია გამოსახული. მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ სწორკუთხა ნიშებია. შენობა შეღებილია ღია მწვანე ფერში, გარკვეული დეტალები კი თეთრაად.

შენობა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]