ჩებანენკოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩებანენკოს სახლი
რუს. Дом Чебаненко
კოორდინატები 47°12′43″N 38°56′16″E / 47.211873° ჩ. გ. 38.937818° ა. გ. / 47.211873; 38.937818
მდებარეობა რუსეთი, ტაგანროგი
გახსნის თარიღი 1869

ჩებანენკოს სახლი (რუს. Дом Чебаненко) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1869 წელს.

მისამართი: როსტოვის ოლქი, ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 69.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნების ქუჩა 69-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი აგებულია 1869 წელს მეორე გილდიის ვაჭარ ივანე ჩებანენკოს სახსრებით. 1872 წელს ის დაქორწინდა საელმწიფო მრჩევლის 27 წლის ქალიშვილ ამალია ორემზე. ვაჭრის ოჯახში ბევრი ბავშვი დაიბადა. ძმები ჩებანენკოები ვაჭრობდნენ ზეთით, ასევე ჰქონდათ მაკარონის ფაბრიკა.

1870-იანი წლების ბოლოს სახლის მფლობელი გახდა კოლეჟის ასესორი პეტრე დიმიტროვი და იგი მას ფლობდა 1910 წლამდე. ამის შემდეგ სახლის მფლობელი გახდა თამბაქოს ვაჭარი გიორგი ქრისტეფორეს ძე მარდიროსოვი. მარდიროსოვის მარაზია მუშაობდა სასტუმრო „ლონდონის“პირველ სართულზე. იგი ვაჭრობდა საბჭოტა პერიოდში ლენინის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპ-ის) დროსაც.

მარდიროსოვის სახლში ბინა იქირავა გზათა სამინისტროს ინჟინერმა იაკობ ფელდმანმა. საბჭოტა წყობილების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჯამად ჩებანენკოს სახლი საცხოვრებელი შენობაა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩებანენკოს სახლი ერთსართულიანია, ნაგებია აგურით. შენობის მთავარი შესასვლელი სახლის მარჯვენა ნაწილშია. სახლს გააჩნია რკინის ოთხფერდა სახურავი. მარჯვნიდან ხუთ ფანჯარას აქვს დეკორატიული სანდრიკები. სახლი შეღებილია ყვითლად, ხოლო ცალკეული არქიტექტურული ელემენტები თეთრად. სახლი დგას რელიეფურად დახრილ ადგილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0.
  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]