შინაარსზე გადასვლა

ჩაძირული (თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაძირული — კვლევაზე დაფუძნებული პოსტ-აპოკალიფსური თამაში, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა Uppercut Games-მა Microsoft Windows-ისთვის, PlayStation 4-ისთვის, და Xbox One-ისთვის 2015 წელს. თამაშის გაგრძელება „ჩაძირულები: დამალული სიღრმეები“ გამოიცა 2020 წლის 3 დეკემბერს, რომელსაც მოჰყვა Microsoft Windows-ის, PlayStation 4-ის, PlayStation 5-ის, Xbox One-ის და Xbox Series X/S-ის ვერსიები 2022 წლის 10 მარტს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟ, მიკუს. იგი იკვლევს ნახევრად ჩაძირულ შენობებს, ცოცავს ნანგრევებზე და გადაადგილდება ნავით. თამაში ფოკუსირებულია კვლევაზე; თამაში არ შეიცავს მონსტრებს ან ბრძოლას და მიკუს მოკვლა შეუძლებელია.

ამბავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში ვითარდება მომავალში, როდესაც გლობალურმა დათბობამ მსოფლიო წყლით დატბორა. მიკუ და მისი უმცროსი ძმა, ტაკუ მიდიან წყლის ქვეშ ნაწილობრივ ჩაძირულ ქალაქში. ისინი გაექცნენ მამამისს რადგან იგი გალოთდა მისი ცოლის სამწუხარო სიკვდილის შემდეგ. მისმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია ტაკუს მძიმედ დაზიანება. საათის კოშკის თავზე თავშესაფრის გაკეთების შემდეგ, მიკუ იწყებს ქალაქის შესწავლას თავისი მოტორიანი თევზსაჭერი ნავით, რათა მოიძიოს წამლები ტაკუს სამკურნალოდ. ის ათვალიერებს შენიბებს და ეძებს დახმარების ყუთებს რომლებიც გამოაგზავნეს კრიზისის დროს. მთელი ამ დროის მანძილზე მას აკვირდებოდნენ წყლის არსებები რომლბიც არიან ჩაძირული ქალაქის არსებები რომლებმაც მუტაცია განიცადეს თავიანთი ახალი საცხოვრებელი გარემოს გამო. მიკუ აცნობიერებს რომ ისიც ნელნელა მუტაციას განიცდის. ის აღმოაჩენს დახმარების ყუთს და უმკურნალებს ტაკუს. შემდეგ მათთან მიდიან მუტანტები, რომლებიც ასრულებენ რაღაც რიტუალს, რომელიც მიკუს მუტაციას უარყოფს და მას ისევ ადამიანად აქცევს. ამის შემდეგ და-ძმა ქალაქიდან გადადიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]