ჩაღირნესის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაღირნესი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0,055×0,040 კმ²
მასალა კირი

ჩაღირნესი, ჩარნესი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ერზურუმის პროვინციაში, თორთომის რაიონის სოფელ ახჩირიქში; ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ნაგებია კირით. ძირითადი კონსტრუქციის კედლის სიმაღლე 8-10 მეტრია.

მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მთის კლდოვან ფერდობზე. მასიური თავდაცვითი ნაგებობის ძირითადი ნაწილი გვიან შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა შეინიშნება უფრო ძველი ფენაც. კედლებზე შემორჩენილია სათოფურები და ქონგურები. ყველაზე საინტერესო ნაგებობაა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორსართულიანი ეკლესია. ციხის ქვემოთ, კლდეში ნაკვეთია რამდენიმე მოზრდილი მღვიმე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 285, თბ., 2017.