ჩაქუჩი
იერსახე

ჩაქუჩი — დარტყმითი სამუშაოების შესასრულებელი ხელის იარაღი. შედგება საკუთრივ ჩაქუჩისა (თავისა) და სახელურისაგან. ჩაქუჩს ამზადებენ ნახშირბადოვანი ფოლადისაგან (0.4-0.6% C), თავის ორივე ბოლოს (საცემს) აწრთობენ. არსებობს მრავალი კონსტრუქციის ჩაქუჩი.
ჩაქუჩის ტიპებია: საზეინკლო კვადრატულ-საცემელიანი და მრგვალსაცემელიანი, სამჭედლო, სადურგლო, საკასრო, ხისა (ფურცლოვანი ლითონის გასასწორებლად), კითნის სფერულსაცემელიანი (ფურცლიდან მოცულობითი ნაკეთობების საკვერი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 87.