ჩარხმშენებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩარხმშენებელი— შეიქმნა 1993 წელს, თბილისის საწაარმო გაერთიანების „ჩარხმშენებლის“ ბაზაზე. 1923 წელს თბილისის განაპირას, რკინიგზის სადგირ „დიდუბის“ ახლოს საძირკველი ჩაეყარა ახალი მექანიკური ქარხნის მშენებლობას, რომელიც 1934 ამუშავდა.

1960 წელს ქარხანაში ჩამოყალიბდა ჩარხმშენებლობის სპეციალური საკუნტრუქტურო ბიურო, რომელიც საბჭოთა კავშირის მთლიან ტერიტორიაზე უმთავრეს როლს თამაშობდა. 1976 წელს შეიქმნა თბილისის სააწარმოო გაერთიანება „ჩარხმშენებელი“. 1991 წელს მოხდა სტრუქტურული გაერთიანების ცვლილებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 937