ჩარლზ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩარლზ II (ინგლისი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ II

ჩარლზ II სტიუარტი (ინგლ. Charles II Stuart; დ. 29 მაისი 1630, სენტ-ჯეიმსის სასახლე, ლონდონი — გ. 6 თებერვალი 1685, უაიტჰოლის სასახლე, ლონდონი) — ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე.

შოტლანდიის პარლამენტმა ედინბურგში ჩარლზი 1649 წლის 5 თებერვალს შოტების მეფედ გამოაცხადა. 1951 წლის 1 იანვარს იგი სკონში მეფედ ეკურთხა. ხოლო 1661 წლის 23 აპრილს კი ინგლისისა და ირლანდიის მეფედ ეკურთხა უესტმინსტერის სააბატოში.

ადრეული ცხოვრება, სამოქალაქო ომი და დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლ II 1630 წელს
უილიამ დობსონის მიერ დახატული პორტრეტი. 1642 ან 1643 წელი

ჩარლზი დაიბადა სენტ-ჯეიმსის სასახლეში, 1630 წლის 29 მაისს. მისი მშობლები იყვნენ ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ I და ჰენრიეტა მარია (საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის და. ჩარლზი მშობლებისთვის მეორე შვილი და მეორე ვაჟი იყო. მისი უფროსი ძმა მასზე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაიბადა, მაგრამ ჩვილი გარდაიცვალა.[1] იმ დროისთვის სამეფოში სამი რელიგიის მიმდევარნი იყვნენ. პრინცი ჩარლზი ანგლიკანად მოინათლა ჩაპელ როიალში. მისი აღმზრდელი იყო ედუარდ საკვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ორივე ბებია კათოლიკე იყო.[2] დაბადებიდან ჩარლზი ავტომატურად გახდა როთსეის ჰერცოგი და უელსის პრინცი და აგრეთვე მიიღო სხვა ტიტულები, რასაც ტახტის მემკვიდრეები ატარებდნენ.[1]

1640-იანი წლებში, როცა ჩარლზი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მამამისს პრობლემები შეექმნა პარლამენტთან, მას აუმხედრდნენ პურიტანები და დაიწყო ინგლისის სამოქალაქო ომი. თავდაპირველად, ჩარლზი მამის გვერდით იყო, მაგრამ 1646 წელს ჩარლზ I-მა ომი წააგო და იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.[3] თხუთმეტი წლის ჩარლზი კი საბოლოოდ დედის სამშობლოში, საფრანგეთში, რვა წლის ბიძაშვილ ლუი XIV-სთან ჩავიდა.[4]

1648 წელს, მეორე სამოქალაქო ომის დროს, ჩარლზი გადავიდა ჰააგაში, სადაც მისმა დამ მერიმ და მისმა ქმარმა უილიამ II-მ ის კარგად მიიღეს.[5] ჩარლზმა ვერ გამოიყენა ფლოტის ვერანაირი უპირატესობა და ვერ მოასწრო მიხმარებოდა ჰერცოგი ჰამილტონის არმიას, სანამ იგი პრესტონის ბრძოლაში დამარცხდებოდა პარლამენტარებთან.[6]

ჰააგაში ჩარლზს ცოტა ხნით ურთიერთობა ჰქონდა ლუსი უოლტერთან, რომელიც შემდგომში ამტკიცებდა, რომ ისინი მალულად დაქორწინდნენ.[7] ლუსის შვილი ჯეიმზ კროფტსი (მომავალში მომმაუთის და ბაჩელუჩის ჰერცოგი) იყო ერთ-ერთი ჩარლზის მრავალრიცხოვანი არალეგალური შვილებიდან, რომლებიც ცნობილნი გახდნენ ბრიტანეთის საზოგადოებაში.[1]

ჩარლზ I დაიჭირეს 1646 წელს. ამის მიუხედავად, მან გაქცევა მოახერხა, თუმცა 1648 წელს კვლავ ჩაბარდა. მიუხედავად, პრინცი ჩარლზის დიდი ძალისხმევისა მამა გადაერჩინა, 1649 წლის 30 იანვარს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს. ინგლისი რესპუბლიკად იქცა. 5 თებერვალს შოტლანდიის პარლამენტმა ჩარლზ II „დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და საფრანგეთის მეფედ“ გამოაცხადა,[8] თუმცა ამას არ დაეთანხმა ინგლისის პარლამენტი და ოფიციალურად დაემხო მონარქია.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩარლზს მაინც სურდა ტახტი დაებრუნებინა. მან ჯეიმზ გრეჰემს სთხოვა, რომ მისთვის მცირეოდენი არმია გამოეყო და ტახტისთვის ებრძოლა. მაგრამ გენერალი გრეჰემი შიშობდა, რომ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდებოდა. ასეც მოხდა: გრეჰემი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ, ჩარლზმა პირობა დადო, რომ აღარ დაარღვევდა მასსა და შოტლანდიელებს შორის არსებულ ხელშეკრულებას. ჩარლზი 1650 წელს შოტლანდიაში იყო და ფორმალურად დაადასტურა ყველაფერი. ამის შემდეგ, მან დიდი პოპულარობა მოიპოვა შოტლანდიაში, მაგრამ შესძულდათ ინგლისში და „თვალთმაქცს“ ეძახდნენ.[9]

ჩარლზ II დაახლ. 1653 წელს

1650 წლის 3 სექტემბერს ჩარლი დამარცხდა ოლივერ კრომველის ორჯერ უფრო ძლიერ არმიასთან დუნბარის ბრძოლაში. ამის შემდეგ შოტლანდიელებიც ორად დაიყვნენ და ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა. იმედგაცრუებულმა ჩარლზმა გაქცევა სცადა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს.[10] შოტლანდიელებს კვლავ ჰქონდათ იმედი, რომ მას ტახტზე აღადგენდნენ. ის შოტლანდიის მეფედ აკურთხეს 1651 წლის 1 იანვარს. კრომველი ცდილობდა, რომ ჩამოეშორებინა ჩარლზი. შოტლანდიაში გადაწყვიტეს ინგლისზე თავდასხმა. ბევრი შოტლანდიელის (მათ შორის ლორდი არგილის) ბრძოლაზე უარის თქმის გამო, შოტლანდიელების შეჭრის მცდელობა სამხრეთ ინგლისში მარცხით დასრულდა. დააწესეს ჯილდო, 1000 გირვანქა სტერლინგი მისთვის, ვინც ჩარლზს დაიჭერდა, მაგრამ ჩარლზი შესანიშნავად შეინიღბა და გაქცევა მოახერხა.[11]

ოლივერ კრომველი გახდა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი. ღატაკმა ჩარლზმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია კრომველის მთავრობისთვის. თუმცა სტიუარტების ოჯახის კავშირების წყალობით ჩარლზს ჰქონდა საფრანგეთის და ჰოლანდიის მხარდაჭერა და აგრეთვე მოიპოვა ესპანეთის მხარდაჭერა, რომელიც იმ დროისთვის სამხრეთ ნიდერლანდებს აკონტროლებდა.[12] ჩარლზმა შეკრა პატარა, დაბალანაზღაურებადი, ცუდად აღჭურვილი და არადისციპლინირებული არმია, ვერაფერს გახდა.[13]

ტახტის დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1658 წელს ოლივერ კრომველი გარდაიცვალა. ამან გაზარდა ჩარლზის ტახტზე დაბრუნების შანსები, თუმცა კრომველი მისმა ვაჟმა, რიჩარდმა შეცვალა. თუმცა, ახალ ლორდ-პროტექტორს არ გააჩნდა იმდენი ენერგია და ძალა, რომ განეახლებინა არმია და ა.შ. ამან გამოიწვია 1659 წელს მისი გადადგომა. პროტექტორიატი გაუქმდა. ქვეყანაში არეულობა დაიწყო. ამას მოჰყვა ჯორჯ მონკის, შოტლანდიის მმართველის შეშფოთება.[14] ამიტომ, ის თავის არმიასთან ერთად ლონდონში შეიჭრა. მონკმა გრძელვადიანი პარლამენტის წინააღმდეგ გაილაშქრა. პარლამენტი დაიშალა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ინგლისში მრავლად იყვნენ როიალისტები ახალი ე. წ. კონვენციური პარლამენტის წევრები 1660 წლის 25 აპრილს შეიკრიბნენ.[15] შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტახტზე უნდა დაბრუნებულიყვნენ სტიუარტები. მალევე მიიღეს ბრედას დეკლარაცია და შეუთანხმდნენ ჩარლზს სხვადასხვა საკითხებზე. ის აიძულეს, რომ ყველაფერი ეპატიებინა მისი მამის მტრებისთვის.[16] ჩარლზი ინგლისში მიიწვიეს. მან ბრედას 8 მაისს მიაღწია. 1661 წლის 14 მაისს ჩარლზი ოფიციალურად გახდა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე.[17]

Seascape of vessels along a low-lying coastline
ჩარლზი გზაში, ინგლისში მიწვევის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი დათანხმდა ყველაფერი ეპატიებინა მამის მტრებისთვის, კრომველის მხარდამჭერებიდან 50 ადამიანს სიკვდილით დასჯა მაინც მიესაჯა.[18] ისინი სხვადასხვა გზით დაისაჯნენ სიკვდილით, ხოლო დანარჩენებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ოლივერ კრომველის, ჰენრი აირტონისა და ჯონ ბრედშოუს სხეულები საფლავებიდან ამოიღეს და დედაქალაქის ცენტრში სახრჩობელაზე ჩამოკიდეს.[19]

ჩარლზი დათანხმდა, რომ გაეუქმებინათ ფეოდალური გადასახადები. ამის სამაგიეროდ, ინგლისის პარლამენტმა მას მიანიჭა 1.2 მილიონი წლიური შემოსავალი. თუმცა ინგლისს ფული არ ჰყოფნიდა. ყოველწლიურად ხაზინა მეტ და მეტ ზარალს ნახულობდა. ამ ყველაფერმა გაზარდა ვალები. შემოსავლები ძალიან დაბალი იყო. გამომდინარე აქედან, კვლავ დაწესდა გადასახადები.

ჩარლზ II-ის კორონაცია

1660 წლის მეორე ნახევარში, ჩარლზი ბედნიერი იყო რესტავრაციით. თუმცა, ეს ყველაფერი მისი დის, მარიამის ყვავილით სიკვდილმა ჩაუშხამა. ამასთან ერთად, გაირკვა რომ ანა ჰაიდი, ედუარდ ჰაიდის ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო ჩარლზმის ძმისგან, ჯეიმზისგან, რომელზეც მან ჩუმად იქორწინა. ედუარდ ჰაიდი, რომელმაც აბსოლიტურად არაფერი იცოდა არც ქორწინებაზე, არც ფეხმძიმობაზე გახდა კლარენდონის ერლი. იგი ამის შემდეგ გახდა მეფის საყვარელი მინისტრი.[20]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]