ჩარლზ ჰენდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩარლზ ჰენდი (ინგლ. Charles Handy; დ. 1932) — ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მენეჯმენტის დარგის ირლანიდიელი ავტორი/ფილოსოფოსი. იგი არჩეულია მსოფლიოს 50 გავლენიანი მოაზროვნის რეიტინგში [1]. დაიბადა ირლანდიის ეკლესიის არქიდიაკონის ოჯახში, სწავლობდა ოქსფორდის ორიელ კოლეჯში. 2006 წ. ივლისში მან მიიღო დუბლინის თრინიტის კოლეჯის სამართლის დოქტორის ხარისხი. იგი შეფასდა, როგორც მენეჯმენტის დარგის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი. 2001 წელს იგი იყო მეორე ამ სიაში — დრაკერი, პეტრე შემდეგ, 2005 წელს კი მე–10. მისი ბიზნეს–კარიერა დაიწყო კომპანია Shell მარკეტინგში. იგი 1967 წლიდან არის ლონდონის ბიზნეს სკოლის თანადამფუძნებელი სადაც მოღვაწეობდა 1972 წლიდან, მას შემდეგ რაც დატოვა კომპანია Shell. ჰანდიმ განსაზღვრა ორგანიზაციული კულტურის ოთხი ძირითადი, შემადგენელი კომპონენტი:

  • ძალაუფლების (power) ანუ გავლენის კულტურა (ზევსის კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ძალაუფლების/გავლენის მომენტი. გამოკვეთილად ახასიათებს პატარა, კერძო საწარმოებს, რომლებშიც მთელი უფლებამოსილება კონცენტრირდება მფლობელისა და მმართველის ხელში;
  • როლის კულტურა (აპოლონის კულტურა): ბიუროკრატიული ორგანიზაციული კულტურის სახეობა, რომელიც ხასიათდება როლების მკაცრად ფუნქციური განაწილებით. მოქმედება კოორდინირდება უმაღლესი მმართველი ჯგუფიდან. ასეთი კულტურა გამოკვეთილად ახასიათებს საჯარო ორგანიზაციებს;
  • ამოცანის შესრულების კულტურა (ათენას კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელიც უპირველესად ორიენტირებულია ამოცანის/პროექტების შესრულებაზე. გულისხმობს ექსპერტთა ცალკე/საგანგებო ჯგუფების ფორმირებას, რომელნიც ამოცანის შესრულების შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას სხვა ამოცანის შესასრულებლად. მსგავსი ორგანიზაციული კულტურა მახასიათებელია შემოქმედებით ორგანიზაციებში ან იქ სადაც მიზნობრივია ცალკეული ინდივიდის ინციცატივის წახალისება. ხშირად ახასიათებს მატრიცული სტრუქტურის ორგანიზაციებს (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება, საკონსტრუქტორო ბიურო).
  • ინდივიდუალური კულტურა (დიონისეს კულტურა): ორგანიზაციული კულტურა, რომელიც მასში მონაწილე ინდივიდს აძლევს შედარებით სრულ თავისუფლებას მოქმედებებში, რომლებიც წარმოაჩენენ მის ინდივიდუალობას (მაგ. თეატრი, უნივერსიტეტი).

იგი იყო ხელოვნების სამეფო საზოგადოების თავმჯდომარე 1987-89.[1] მისი მეუღლეა ცნობილი ფოტოგრაფი ელიზაბეთ ჰანდი, რომლის გადაღებული ფოტოებიც ამშვენებს ჰანდის ბევრ წიგნს, მათ შორის ახალი ალქიმიკოსები და მოგზაურობა ჩაიში. მისი ვაჟი სკოტ ჰანდი არის შექსპირის სამეფო თეატრის (RSC) მსახიობი.

იდეა და სტილი[რედაქტირება]

ჰანდის სტილის გაგება შეიძლება მისი ავტობიოგრაფიის ერთერთი ეპიზოდიდან: "რამდენიმე წლის წინ მე ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს ფოტო–გამოფენაზე მისი ექსპონატების განლაგებაში, რომლებიც ასახავდნენ ინდოეთის ჩაის ბაღებს. მომიახლოვდა ერთერთი დამთვარიელებელი კაცია და ჩემს გასაგონად თქვა "მე გავიგე, რომ ჩარლზ ჰანდი უნდა იყოს აქ". 'მართლაც ის არის,' ვუპასუხე მე, 'და მე ვარ ის.' მან შემომხედა ეჭვისთვალით და უფრო დაკვირვებით და მიპასუხა 'დარწმუნებული ხართ?'. ყოველ შემთხვევაში 'ასე იყო'– ვუპასუხე მას, მაგრამ კარგი კითხვაა, რამდენადაც განვლილი დროის შემდეგ მას გააჩნდა რამდენიმე, სხვადასხვა წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვინ იყო ჩარლზ ჰანდი, მე კი ამ მომენტში ვერ ვპასუხობდი მის შეხედულებებს ..."[2]

წიგნები[რედაქტირება]

იგი არის შემდეგი წიგნების ავტორი:

  • Understanding Organisations (1983) - ISBN 0-14-015603-8
  • The Future of Work (1984)
  • Gods of Management (1985) - ISBN 0-09-954841-0
  • Understanding Schools (1986)
  • Understanding Voluntary Organisations (1988)
  • The Age of Unreason (1989) - ISBN 0-09-954831-3
  • Inside Organisations(1990)
  • The Empty Raincoat (1994) - ISBN 0-09-930125-3
  • Waiting for the Mountain to Move (1995)
  • Beyond Certainty (1995)
  • The Hungry Spirit (1997)- ISBN 0-09-922772-X
  • New Alchemists (1999)- ISBN 0-09-179995-3
  • Thoughts for the Day (1999) - ISBN 0-09-940529-6 - (first published in 1991 as Waiting for the Mountain to Move)
  • The Elephant and the Flea (2001) - ISBN 0-09-941565-8
  • A Journey through Tea - with Elizabeth Handy
  • Re-invented lives (2002)
  • Myself and Other More Important Matters (2006) - an autobiography and further reflections on life - ISBN 0-434-01346-3
  • The New Philanthropists (2006)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სხვა წყაროები[რედაქტირება]

  1. {{cite web|url= http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/work/handy/handybiography.shtml]]
  2. Myself and other more important matters p1