შინაარსზე გადასვლა

ჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A smiling man with a small moustache wearing a bowler hat and a tight-fitting necktie and coat
ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი - მაწანწალა

ჩარლი ჩაპლინი იყო ბრიტანელი კინომსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომლის კარიერა 1914 წლიდან 1967 წლამდე გაგრძელდა. ჩაპლინი, მისი კინოკარიერის დაწყებისთანავე, ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. ამ დიდი წარმატების საწინდარი იყო პერსონაჟი - მაწანწალა. 1910-იან და 1920-იან წლებში ჩაპლინი იყო მიჩნეული მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადამიანად. [1]

ჩაპლინი დაიბადა ლონდონში და კარიერა დაიწყო ცხრა წლის ასაკში.[2] 1913 წელს, როდესაც ჩაპლინი იმყოფებოდა ტურნეზე ფრედ კარნოს დასთან ერთად აშშ-ში, მიიღო მაკ სენეტის Keystone Studios-სთან თანამშრომლობის შემოთავაზება, რასაც ჩაპლინი დათანხმდა. Keystone-თან თანამშრომლობის დროს, მან დაიწყო რამდენიმე ფილმისთვის სცენარის წერა და რეჟისორობა. 1915 წელს ჩაპლინმა ხელშეკრულება გააფორმა Essanay Studios-სთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ - Mutual Film-თან. 1918 წელს ჩაპლიმა დაიწყო საკუთარი ფილმების გამოცემა. თავდაპირველად, მათ უშვებდა First National-თან თანამშრომლობით, შემდეგ კი United Artists-ის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გაერთიანება დააარსა ჩაპლინმა მერი პიკფორდის, დუგლას ფერბენკსისა და დევიდ გრიფიტისთან ერთად.[3] 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჩაპლინს დააბრალეს კომუნიზმთან თანამშრომლობა, რაც თავად უარყო.[4] მიუხედავად აშშ-ში მრავალწლიანი ცხოვრებისა, ჩაპლინმა უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე და კვლავ ბრიტანეთის ქვეშევრდომი რჩებოდა. 1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება.[5] ჩაპლინი საბოლოოდ დასახლდა შვეიცარიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928)[6][7] 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჯელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.[7] 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.[7]

2009 წლის მონაცემებით, ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი არის დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: ემიგრანტი (1917), ოქროს ციებცხელება (1925), დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931), ახალი დროება (1936), და დიდი დიქტატორის (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი აჩვენე ხალხს (1928).[8] ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამოშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[9]

ოფიციალური ფილმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს ჩაპლინმა დაამტკიცა თავისი ოფიციალური ფილმოგრაფია და წარუდგინა საზოგადოებას თავის წიგნ ჩემ ავტობიოგრაფიასთან ერთად. ფილმოგრაფია შეიცავდა 1914 წლის შემდეგ გამოცემულ 80 კინოფილმს. ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი დევიდ რობინსონის 1985 წლის ბიოგრაფიაში ჩაპლინი: მისი ცხოვრება და ხელოვნება, რომელიც შეიცავდა ჩაპლინის უკანასკნელ ფილმს გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), როგორც 81-ე ჩანწერი. 2010 წელს 82-ე ფილმი დაემატა ჩაპლინის შემოქმედებას. ეს ფილმი იყო ახლადაღმოჩენილი Keystone-ის ქურდის დამჭერი, რომელიც აქამდე ითვლებოდა დაკარგულად.[10]

ყველა ჩაპლინის ფილმი ცირკის (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა ბევრი მათგანი ხელახლა გამოიცა საუნდტრეკებით. დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931) და ახალი დროება (1936) არსებითან იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი იყო ხმოვანი. გარდა ფილმისა გრაფინია ჰონგ-კონგიდან, ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებული იყო 35მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.

გარდა მითითებულებისა, გამოცემის თარიღები, პერსონაჟის სახელები და ქვემოთ წარმოდგენილი შენიშვნები გადმოწერილია ჩაპლინის ავტობიოგრაფიიდან, რობინსონის წიგნისა და ჯერალდ. დ. მაკდონალდის, მაიკლ კონუეისა და მარკ რიჩის წიგნიდან ჩარლი ჩაპლინის ფილმები (1965).

ჩაპლინმა ითამაშა Keystone Studios-ის 36 ფილმში. ყველა ამ ფილმის პროდიუსერი იყო მაკ სენეტი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ერთნაწილიანი.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
2 თებერვალი, 1914ცხოვრების სახსარითაღლითი
7 თებერვალი, 1914საბავშვო ავტორბოლა ვენეციაშიმაწანწალაგამოცემულია ნახევარ ნაწილად (ე.ი ორი ფილმი ერთ კოჭზე) საგანმანათლებლო ფილმთან "ზეთის ხილები და ხეები" ერთად
9 თებერვალი, 1914მეიბლის უცნაური გასაჭირიმაწანწალა
19 თებერვალი, 1914ქურდის დამჭერიპოლიციელიკინოფილმი აღმოჩენილი იქნა 2010 წელს[10]
28 თებერვალი, 1914ორ თავსხმას შორისკოპწია
2 მარტი, 1914ჯონი კინოშიფილმ ჰონი
9 მარტი, 1914არეული ტანგონასვამი მოცეკვავე
16 მარტი, 1914მისი საყვარელი გასართობიმსმელი
26 მარტი, 1914წყეული, წყეული სიყვარულიმეფე ჰელპუსი
4 აპრილი, 1914თითით საჩვენებელი მდგმურივარსკვლავი პენ­სი­ო­ნე­რი
18 აპრილი, 1914მეიბლი საჭესთანარამზადა2 ნაწილიანი
20 აპრილი, 1914ოცწუთიანი სიყვარულიკიკიჯიბის ქურდი
27 აპრილი, 1914კაბარეში წაასწრესოფიციანტი2 ნაწილიანი
ასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი
4 მაისი, 1914წვიმამ მოუსწროკიკინასვამი სასტუმროს სტუმარი
7 მაისი, 1914საქმიანი დღეკიკიცოლიგამოცემულია ნახევარ ნაწილად საგანმანათლებლო ფილმ "დილის ფურცლებთან" ერთად
1 ივნისი, 1914საბედისწერო ჩაქუჩითაყვანისმცემელი
4 ივნისი, 1914მისი მეგობარი ბანდიტიკიბანდიტიჩაპლინის ერთადერთი დაკარგული ფილმი.[11]
ასევე რეჟისორი: მეიბლ ნორმანდი
11 ივნისი, 1914ნოკაუტიმსაჯი2 ნაწილიანი
13 ივნისი, 1914მეიბლის საქმიანი დღენასვამი აბეზარი ადამიანი
20 ივნისი, 1914მეიბლის ცოლქმრული ცხოვრებაკიკიმეიბლის ქმარიასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი
9 ივლისი, 1914სიცილის გამომწვევი გაზიკიკიკბილის ექიმის დამხმარე
1 აგვისტო, 1914რეკვიზიტორიკიკირეკვიზიტორი2 ნაწილიანი
10 აგვისტო, 1914სახე ბარის იატაკზეკიკიარტისტიდაფუძნებულია პოემაზე სახე ბარის იატაკზე
13 აგვისტო, 1914დასვენებაკიკიმაწანწალაგამოცემულია ნახევარ ნაწილად სამოგზაურო მოკლე ხმოვან ბგერასთან "იოსემიტური" ერთად
27 აგვისტო, 1914მასკარადიკიკიფილმის მსახიობი
31 აგვისტო, 1914მისი ახალი პროფესიაკიკიჩარლი
7 სექტემბერი, 1914მფლანგველებიკიკიმოქეიფე
14 სექტემბერი, 1914ახალი შვეიცარიკიკიშვეიცარი
10 ოქტომბერი, 1914ეს სიყვარულის სატანჯველიკიკიკოპწია
26 ოქტომბერი, 1914ცომი და დინამიტიკიკიოფიციანტი2 ნაწილიანი
ასევე სცენარის ავტორი:: მაკ სენეტი
29 ოქტომბერი, 1914თავშეკავებული ჯენტლმენიკიკიImpecunious Track Enthisiast
7 ნოემბერი, 1914მისი მუსიკალური კარიერაკიკიპიანინოს გადამტანი
9 ნოემბერი, 1914მისი პაემანის ადგილიკიკიქმარი2 ნაწილიანი
14 ნოემბერი, 1914თილის შეწყვეტილი რომანიჩარლი, ქალაქის თაღლითი6 ნაწილიანი
დადგმიდან თილის კოშმარი, ა. ბალდუინისა და ედგარ სმითის.
5 დეკემბერი, 1914გაცნობაკიკიმეუღლე
7 დეკემბერი, 1914მისი პრეისტორიული წარსულიკიკიუიკჩინი2 ნაწილიანი

ჩაპლინმა დაწერა, ირეჟისორა და ითამაშა Essanay Studios-ის 15 ფილმში. ყველა ქვემოთდასახელებული ფილმის პროდიუსერი იყო ჯისი ტ. რობინსი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ორნაწილიანი.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
1 თებერვალი, 1915მისი ახალი სამუშაოკიკიFilm Extra
15 თებერვალი, 1915მთელი ღამეკიკიმოქეიფეედნა პორვიენსის დებიუტი
11 აპრილი, 1915ჩემპიონიკიკიმოკრივე
18 ნოემბერი, 1915ბაღშიკიკიჩარლი1 ნაწილიანი
1 აპრილი, 1915მანქანის გაქცევაკიკითაყვანისმცემელი, მატყუარა გრაფი
11 აპრილი, 1915მაწანწალაკიკიმაწანწალა
29 აპრილი, 1915ზღვაზეკიკიმოსეირნე1 ნაწილიანი
21 ივნისი, 1915სამუშაოკიკიდეკორატორის შეგირდი
12 ივლისი, 1915ქალიკიკიჩარლი / "ქალი"
9 აგვისტო, 1915ბანკიკიკიშვეიცარი
4 ოქტომბერი, 1915გადაბირებაკიკიჩარლი
20 ნოემბერი, 1915საღამო მიუზიკ ჰოლშიკიკიმრ. პესტი და მრ. როუდი
18 დეკემბერი, 1915კარმენიკიკიდერნ ჰოსირიხელახლა გამოიცა 1916 წლის 22 აპრილს, როგორც 4 ნაწილიანი ფილმი, ლეო უატის მიერ
27 მაისი, 1916პოლიციაკიკიყოფილი მსჯავრდებული
11 აგვისტო, 1918სამმაგი გასაჭირიკიკიშვეიცარინაკრები შექმნა ლეო უაიტმა პოლიციისა და დაუმთავრებელი ნამუშევრის, ცხოვრების სცენებისგან. ასევე გამოყენებულია უაიტის მიერ გადაღებული ახალი კადრები. ჩაპლინი მიათვლის ამ პროდუქციას თავის ავტობიოგრაფიის ფილმოგრაფიაში

ჩაპლინმა დაწერა, რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია და ითამაშა Mutual Film Corporation-ის 12 ფილმში. ეს სტუდია ჩამოაყალიბა Lone Star Studios-მა სპეციალურად ჩაპლინის ფილმებისთვის. ყველა Mutual-ის გამოცემები არის 2 ნაწილიანი.

გამოშცევის თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
15 მაისი, 1916უნივერმაღის კონტროლიორიკიკიკიგაჭირვებული მყიდველიასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
12 ივნისი, 1916მეხანძრეკიკიკიმეხანძრეასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
10 ივლისი, 1916უქნარაკიკიკიქუჩის მუსიკოსიასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
7 აგვისტო, 1916ღამის პირველ საათზეკიკიკინასვამი
4 სექტემბერი, 1916გრაფიკიკიკიმკერავის შეგირდი
2 ოქტომბერი, 1916ლომბარდიკიკიკილომბარდის პატრონის დამხმარე
13 ნოემბერი, 1916ეკრანის მიღმაკიკიკირეკვიზიტორის დამხმარე
4 დეკემბერი, 1916საციგურაო მოედანიკიკიკიოფიციანტი და ციგურებით სრიალის ენთუზიასტი
22 იანვარი, 1917წყნარი ქუჩაკიკიკიახალწვეული მაწანტალა პოლიციაში
16 აპრილი, 1917მკურნალობაკიკიკიალკოჰოლიკი ჯენტლმენი მინერალური წყლების კურორტზე
17 ივნისი, 1917ემიგრანტიკიკიკიემიგრანტი1998 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[12]
22 ოქტომბერი, 1917თავგადასავლების მაძიებელიკიკიკიგაქცეული მსჯავრდებული

ჩაპლინმა დაწერა, ითამაშა და რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია თავისი საკუთარი საწარმოო კომპანიის 9 ფილმში, 1918 წლიდან 1923 წლამდე.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
14 აპრილი, 1918ძაღლური ცხოვრებაკიკიკიკიმაწანწალა3 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა
29 სექტემბერი, 1918ობლიგაციაკიკიკიმაწანწალანახევარ ნაწილიანი. ასევე თამაშობს ჩარლის ძმა - სიდნეი ჩაპლინი
20 ოქტომბერი, 1918თოფი მხარზე!კიკიკიკიახალწვეული3 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა
15 მაისი, 1919მზიანი მხარეკიკიკიფერმის ოსტატი3 ნაწილიანი
15 დეკემბერი, 1919დღიური გასართობიკიკიკიმამა2 ნაწილიანი
6 თებერვალი, 1921ბიჭუნაკიკიკიკიმაწანწალა6 ნაწილიანი
25 სექტემბერი, 1921უსაქმურთა კლასიკიკიკიმაწანწალა / ქმარი2 ნაწილიანი
2 აპრილი, 1922ხელფასის დღეკიკიკიმუშაკი2 ნაწილიანი
26 თებერვალი, 1923პილიგრიმიკიკიკიკიგაქცეული მსჯავრდებული4 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა

1923 წელს ჩაპლინმა დაიწყო თავისი ფილმების გამოშვება United Artists-ის მეშვეობით. ყველა ეს ფილმი იყო სრულმეტრაჟიანი. მან დაწერა სცენარი და პროდიუსერობა/რეჟისორობა გაწია რვა ფილმისთვის, ხოლო ყველა ფილმში თავად ითამაშა. დიდი ქალაქის ჩირაღდნებიდან მოყოლებული, ჩაპლინმა ასევე დაიწყო საკუთარის ფილმებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
26 სექტემბერი, 1923პარიზელი ქალიკიკიკიმებარგულიჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი
26 ივნისი, 1925ოქროს ციებცხელებაკიკიკიკიმარტოხელა მაძიებელიმუსიკა შეიქმნეა 1942 წლის ხელახლა გამოცემასისთვის
1992 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[13]
6 იანვარი, 1928ცირკიკიკიკიკიმაწანწალამუსიკა შეიქმნა 1970 წლის ხელახლა გამოცემისათვის
6 თებერვალი, 1931დიდი ქალაქის ჩირაღდნებიკიკიკიკიმაწანწალა1991 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[14]
5 თებერვალი, 1936ახალი დროებაკიკიკიკიმომუშავე1989 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[15]
15 ოქტომბერი, 1940დიდი დიქტატორიკიკიკიკიადენოიდ ჰინკელი / პარიკმახერი1997 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[16]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის[7]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის.[7]
11 აპრილი, 1947მესიე ვერდუკიკიკიკიმესიე ჰენრი ვერდუდაფუძნებულია ორსონ უელსის იდეაზე[17]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის[7]
16 ოქტომბერი, 1952რამპის ჩირაღდნებიკიკიკიკიკალვეროფილმი, გამოსვლიდან მალევე, ამოიღეს ამერიკული ეკრანებიდან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩაპლინი პოლიტიკური მიზეზებით იქნა გაძევებული აშშ-დან [18]
ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (დაჯილდობა 1973 წელს, როდესაც კინოაკადემიას ფილმის განხილვის უფლება მიეცა)[7]

ბრიტანული გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
12 სექტემბერი, 1957მეფე ნიუ-იორკშიკიკიკიკიმეფე შადოვისტუდია Attica-Archway-ის პროდუქცია
1967 წლამდე არ გამოცემულა აშშ-ში
5 იანვარი, 1967გრაფინია ჰონგ-კონგიდანკიკიკიმოხუცი სტიუარდისტუდია Universal-ის პროდუქცია Panavision-სა და Technicolor-ში
პროდიუსერი: ჯერომი ეპსტეინი

ჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი

სხვა ფილმებში გამოსვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა 82 ოფიციალური ფილმისა, ჩაპლინს შემორჩა რამდენიმე დაუმთავრებელი ნამუშევარი, ასევე ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდურ როლი. იგი იყო მთავარი მსახიობი არაერთ კომპილაციურ ფილმში.

დაუმთავრებელი ან გამოუცემელი ფილმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
1915–1916ცხოვრებაკიკიკიდაუმთვრებელი, თუმცა რამდენიმე ნაწილი გამოყენებულია "ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში" (იხ. ქვემოთ).
1918როგორ აკეთებენ ფილმებსკიკიკითავისი თავიდაუსრულებელი, თუმცა კადრები გამოყენებულია ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში (იხ. ქვემოთ)
აღდგა 1981 წელს კევინ ბროუნლოუსა და დევიდ გილის მიერ[19]
(უსათაურო ფილმი)კიკიკითავისი თავისაქველმოქმედო ფილმი, რომელშიც თამაშობს ჰერი ლოდერი
1919პროფესორიკიკიკიპროფესორი ბოსკოორნაწილიანი ფილმი, თუმცა გამოუცემელი
c.1922სასიამოვნო და მეგობრულიკიკიკიარამზადაიმპროვიზებული სკეტჩი
1926ზღვის ქალიკიდასრულებული, თუმცა გამოუცემელი
1933ყველაფერი ზღვაზეთავისი თავიალისტეირ კუკის მიერ გადაღებული 11 წუთიანი კადრი ჩაპლინის გემზე პანაცეა. კადრში ჩანან ჩაპლინი, კუკი და პოლეტ გოდარდი[20]
1966–1975ახირებაკიგამოცემა დაგეგმილი იყო ჩაპლინის ქალიშვილისთვის, ვიქტორიასთვის

Essanay-მ გამოსცა სამი კრებული ჩაპლინის უფლების გარეშე (to which he took legal action). ჩაპლინმა გამოსცა საკუთარი კრებული 1959 წელს, ხოლო 1975 წელს დაიწყო შემდეგზე მუშაობა.

გამოშვების თარიღისათაურიგაწეული სამუშაოშენიშვნები
კომპოზიტორიპროდიუსერისცენარის ავტორირეჟისორიროლი
31 მარტი, 1915ჩარლი ჩაპლინის წარდგენაპრომო ფილმი, რომელიც შექმნილი იყო ჩაპლინის ფილმების პროლოგად
23 სექტემბერი, 1916ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაკიკიყოფილი მსჯავრდებულიშედგენილია ლეო უაიტის მიერ, პოლიციისა და მის მიერ ახლადშექმნილი ცხოვრების კადრების გამოყენებით
უუფლებო ჩაპლინისგან
1916Zeppedპროპაგანდის ნაწილი, რომლის შვიდწუთიანი მონაკვეთი აღმოაჩინეს 2009 წელს[21]
მაისი, 1918გამომედევნე, ჩარლიკიკიEssanay-ის ფილმების 7 ნაწილიანი კრებული. მონტაჟი ლანგფორდ რიდის მიერ. გამოიცა ინგლისში. უუფლებო ჩაპლინისგან
25 სექტემბერი, 1959ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაკიკიკიკიმაწანწალა / ახალწვეული / გაქცეული მსჯავრდებული / თავისი თავიfშედგენილია ფილმებისგან: ძაღლური ცხოვრება, პილიგრიმი, თოფი მხარზე!, როგორ აკეთებენ ფილმებს
1975ჯენტლმენი მაწანწალადოკუმენტური კადრების კრებული, სადაც ნაჩვენებია ჩაპლინი თავის სახლში, შვეიცარიაში.

გარდა საკუთარი ფილმებისა პარიზელი ქალი (1923) და გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), ჩაპლინს ასევე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები შემდეგ ფილმებში:

წელისათაურიშენიშვნები
1915მისი აღორძინება
1921კაკალიჩაპლინი არ ჩანს ფილმის გადარჩენილ ნაწილში, თუმცა კადრებში გვხვდება უცნობი მსახიობი ჩაპლინის პერსონაჟის, მაწანწალის, როლში[22]
1923სულები გასაყიდადნაჩვენები იყო პარიზელი ქალის დადგმისას
ჰოლივუდიდაკარგული ფილმი[23]
1928აჩვენე ხალხს2003 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[24]

ჩაპლინი "გამოჩნდა" თავისი თავის როლში შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებში:

წელისათაურისერია
1923ფელიქსი ჰოლივუდშიკატა ფელიქსი
1933მიკის გალა პრემიერამიკი მაუსი
1936მიკის საცხენბურთო გუნდიმიკი მაუსი

დრამატული ფილმების ჩაპლინის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაპლინის ცხოვრება დრამატიზებულია შემდეგ ფილმებში:

წელისათაურიმსახიობი, რომელიც
განასახიერებს ჩაპლინს
1989ახალგაზრდა ჩარლზ ჩაპლინი
(six-part BBC mini-series)
ჯო გირი
1992ჩაპლინირობერტ დაუნი უმცროსი
2001კატის მიაუედი იზარდი
  1. მაკდონალდი et al., p. 12.
  2. რობინსონი 1985, p. 647.
  3. რობინსონი 1985, p. 267.
  4. რობინსონი 1985, pp. 544–549.
  5. რობინსონი 1985, p. 572.
  6. კინოაკადემიის ჯილდოების ისტორია. კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (2009). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2009.
  7. 1 2 3 4 5 6 7 კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (2009). ციტირების თარიღი: 25 ნეოემბერი, 2009.
  8. Films Selected to The National Film Registry, Library of Congress 1989–2008. კონგრესის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: September 30, 2009.
  9. The Hollywood Walk of Fame. Hollywood Chamber of Commerce, Inc (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 13, 2018. ციტირების თარიღი: October 18, 2010. Note: Type in "Charlie Chaplin"
  10. 1 2 Brunsting, Joshua. (June 8, 2010) Charlie Chaplin Film Found At An Antique Sale, Once Thought Lost. The Criterion Cast. ციტირების თარიღი: June 9, 2010.
  11. რობინსონი 1985, p. 122.
  12. კონგრესის ბიბლიოთეკა (16 ნოემბერი, 1998). "Hooray for Hollywood — Librarian Names 25 More Films to National Registry. პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი, 2009.
  13. „25 ამერიკული ფილმი დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში“. The Courier. Associated Press. December 7, 1992. ციტირების თარიღი: September 29, 2009.
  14. Andrews, Roberts M. (October 11, 1991). „25 Films Designated For Preservation“. St. Louis Post-Dispatch. დაარქივებულია ორიგინალიდან (Fee required) — სექტემბერი 17, 2018. ციტირების თარიღი: July 22, 2009.
  15. Films Selected to The National Film Registry, Library of Congress 1989-2009. Library of Congress. Library of Congress (2010). ციტირების თარიღი: October 18, 2010.
  16. კონგრესის ბიბლიოთეკა (18 ნოემბერი, 1997). Librarian of Congress Names 25 New Films to National Film Registry; პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2009
  17. რობინსონი 1985, pp. 519–520.
  18. რობინსონი 1985, p. 579.
  19. The film was reconstructed based on the titles and cutting order for a film entitled How Moving Pictures are Made however the Brownlow and Gill versions alters and omits titles and inserts additional scenes not referred to in the script How to Make Movies დაარქივებული 2010-09-19 საიტზე Wayback Machine. from the Charlie Chaplin Encyclopedia
  20. Curran, John. Shot by young Alistair Cooke, home movie of Chaplin emerges after discovery. The Canadian Press (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 15, 2010. ციტირების თარიღი: April 10, 2010.
  21. Charlotte Higgins. (November 5, 2009) Collector finds unseen Charlie Chaplin film in tin sold for £3.20 on eBay. The Guardian. ციტირების თარიღი: November 10, 2009.
  22. Vance, Maietta, Cushman, p. 91.
  23. Progressive Silent Film List: Hollywood. Silent Era. ციტირების თარიღი: 2010-01-23.
  24. კონგრესის ბიბლიოთეკა (16 დეკემბერი, 2003). 25 Films Added to National Film Registry; პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]