შინაარსზე გადასვლა

ჩარლზ შუხერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ შუხერტი
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1858(1858-07-03)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ცინცინატი[4]
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1942(1942-11-20)[4] [1] [2] (84 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი[4]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა პალეონტოლოგი[5]
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის შტატის მუზეუმი, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი[3] და აშშ-ის გეოლოგიური სამსახური[3]
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი[3] , ნიუ-იორკის უნივერსიტეტი[3] და ჰარვარდის უნივერსიტეტი[3]
ჯილდოები პენროუზის მედალი[6] [3] , ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია[3] , მერი კლარკ თომპსონის მედალი[3] და Daniel Giraud Elliot Medal[7]

ჩარლზ შუხერტი (ინგლ. Charles Schuchert; დ. 3 ივლისი 1858, ცინცინატი, აშშ — გ. 20 ნოემბერი 1942, ნიუ-ჰეივენი, აშშ) — ამერიკელი პალეონტოლოგი და გეოლოგი. იკვლევდა ხმელეთისა და ზღვების განაწილებას წარსულის გეოლოგიურ დროში. პალეონტოლოგიაში ძირითადად დაკავებული იყო უხერხემლოების კვლევით.

1892-1893 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში, ხოლო 1893-1894 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ კომიტეტში. 1904 წლიდან იელის უნივერსიტეტისა და შეფილდის სამეცნიერო სკოლის პროფესორი. შუხერტის ძირითადი შრომები შეეხება ბრაქიოპოდების ტაქსონომიას, პალეოგეოგრაფიას, ისტორიულ გეოლოგიას, ჩრდილოეთ ამერიკის სტრატიგრაფიასა და გეოსინკლინების კლასიფიკაციას.

1904 წელს შემოიღო ტერმინი პალეობიოლოგია, როგორც „ახალი ფართო მეცნიერების“ ცნება, რომელიც უერთდება „ტრადიციულ პალეონტოლოგიას დამამტკიცებელი ფაქტებითა და გეოლოგიისა და ქიმიის იზოტოპების გაგებით“.

1934 წელს ჩარლზ შუხერტს აშშ-ის ეროვნული აკადემიისაგან მიენიჭა მერი კლარკ ტომპსონის მედალი.[8]

  • Revision of Paleozoic Stelleroida, with Special Reference to North American Asteroida (1915)
  • Lull R. S., Charles Schuchert, «American Journal of Science», 1943, v. 241, № 2.
  1. 1 2 Encyclopædia Britannica
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Biographical memoirs. National Academy of Sciences (U.S.), Biographical memoirsNAS, CUP. — ISSN 0077-2933
  4. 1 2 3 Шухерт Чарлз // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #117117382 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. http://www.geosociety.org/awards/past.htm#penrose
  7. https://www.nasonline.org/programs/awards/evolution-earth-and-life.html
  8. Mary Clark Thompson Medal. National Academy of Sciences. ციტირების თარიღი: 14 February 2011.