ჩაპლინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩაპლინის სახლი
Дом Чаплиных
SPB Newski house 13.jpg
კოორდინატები 59°56′11″N 30°19′01″E / 59.936389° ჩ. გ. 30.316944° ა. გ. / 59.936389; 30.316944
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი რუსული კლასიციზმი
თარიღდება 1804-1806
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810603000

ჩაპლინის სახლი (რუს. Дом Чаплиных) — განცალკევებული სახლი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ნევის გამზირზე. აშენებულია 1804-1806 წლებში, არქიტექტორ ბერეტის მიერ. 1755 წელს, ანა იოანეს ასულის ზამთრის სასახლის ადგილზე ელიზაბეტა პეტრეს ასულისთვის დროებითი სასახლე დაიდგა. როდესაც მეხუთე ზამთრის სასახლე დაიხურა 1762 წელს, დროებითი შენობის დანგრევა მოხდა, ნევის გამზირისა და ბოლშაია მორსკაიას ქუჩის კუთხეში მდებარე ნაკვეთი გათავისუფლდა. ამ ტერიტორიაზე, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი აშენებულა, იყო იდეები და პროექტები თუმცა არ განხორციელდა. 1771 წლიდან კი აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ ტერიტორიის ათვისებაზე. თუმცა ტერიტორიაზე შენობის აშენება მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, მანამდე უარყოფილი იქნა ყველა პროექტი. სახლს აქვს ოთხი სართული. დღემდე, სახლის ფასადი თავდაპირველი სახით, ხელუხლებელია ჩვენამდე მოღწეული. სახლის კუთხე ნევის გამზირისა და ბოლშაია მორსკაიას ქუჩის გადაკვეთაზეა გაწყვეტილი. წინა ფასადები თითქმის სიმეტრიულია. სახლი აშენებულია რუსულ კლასიკურ სტილში. 1801 წლამდე აქ ცარიელი ადგილი იყო. მათ შორის იყო აღსანიშნავია ის, რომ აქ ისეთი ღრმა ჭაობი იყო, რომ წვიმის შემდეგ, მეზობელი სახლებიდან ბავშვები ნავით მოძრაობდნენ. თუმცა შემდგომში ადგილი საჯარო აუქციონზე გაიყიდა. სახლი თავდაპირველად ა. ი. ფერეცმა შეიძინა, შემდეგ — ჩაპლინმა, 1802 წელს. შემდგომ მისი მფლობელები იყვნენ მ. ფ. მაგენი, ა. ფ. კოხანოვა, ო. ფ. გეორგანდოპულო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кириков Б.М., Кирикова Л.А., Петрова О.В. Невский проспект. — Москва - Санкт-Петербург: ЦЕНТРПОЛИГРАФ, МиМ-Дельта, 2004.
  • Анатолий Иванов. История Петербурга в старых объявлениях. — М. — СПб.: Центрполиграф, 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]