ჩაპარალი (ბუჩქნარი)
იერსახე
ჩაპარალი (ესპ. chaparal/chaparro - ჯაგმუხის რაყა) — სუბტროპიკული ქსეროფილური, ხეშეშფოთლოვანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. გავრცელებულია კალიფორნიაში, მის აღმოსავლეთ შტატებსა და მექსიკაში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 600-2100 (ზოგან 2400) მეტრზე. ჩაპარალი ხანძრითა და ძოვებით გაჩანაგებული ხეშეშფოთლოვანი ტყეების ადგილას ჩნდება. მას წყალდაცვითი ფუნქცია აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 82.