ჩაპალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩაპალა
Sunset at Lake Chapala.jpg
კოორდინატები: 20°15′ ჩ. გ. 103°00′ დ. გ. / 20.250° ჩ. გ. 103.000° დ. გ. / 20.250; -103.000
მდებარეობა მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 1524 
სიგრძე 80 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 1100 კმ²
მოცულობა 8,1 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 10,5 
ჩაპალა — მექსიკა
ჩაპალა

ჩაპალა (ესპ. Lago de Chapala) — მექსიკის უდიდესი მტკნარი ტბა. მდებარეობს ხალისკოს შტატში, მიჩოაკანის შტატის საზღვართან, ქალაქ გვადალახარიდან სამხრეთით 45 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1524 მეტრზე. ტბის ფართობია 1100 კმ² და გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით 80 კილომეტრის სიგრძეზე და 18 კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ტბა საკმაოდ წყალმარჩხია, საშუალო სიღრმე 7 მეტრია, ხოლო ყველაზე ღრმა ადგილისა — 10,5 მ. აქ მდებარეობს ორი კუნძული. უდიდესია ლოს-ალაკრანესი.

ჩაპალაში ჩაედინება ოთხი მდინარე: ლერმა, სულა, უარაჩა, დუერო და გამოედინება ერთი — სანტიაგო, რომელიც შემდეგ წყნარ ოკეანეს ერთვის.

ტბის წყლის ბოროტად გამოყენებამ, იგი მნიშვნელოვანი საფრთხის, დაშრობის საშიშროებამდე მიიყვანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]