ჩაპაევი და სიცარიელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაპაევი და სიცარიელე (რუს. Чапаев и Пустота) — რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის, რომანი, გამოქვეყნდა 1996 წელს.[1][2] აშშ-ში გამოქვეყნდა სათაურით „ბუდას ნეკა თითი“, ხოლო დიდ ბრიტანეთში, როგორც „თიხის ავტომატი“. წიგნის კინოადაპტაცია სახელწოდებით „ბუდას ნეკა თითი“ 2015 წელს გამოვიდა.[3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის მთხრობელია პიოტრ პუსტატა“(რომლის გვარი სიტყასიტყვით ნიშნავს სიცარიელეს). წიგნში ვითარდება ორ სხვადასხვა დროის მონაკვეთში ვითარდება: ოქტომბრის რევოლუციის დროს და თანამედროვე რუსეთში. პოსტრევოლუციურ პერიოდში პიოტრ პუსტატა აპოლიტიკური პოეტია, რომელიც მთავრობისგან გაქცევის მიზნით სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადადის და საბჭოთა პოლიტიკურ კომისრად ინიღბება. იგი ხვდება უცნაურ კაცს, სახელად ჩაპაევს, რომელიც სამხედრო დივიზიის მეთაურია. პუსტატა დროს სამოგანის სმაში, ნარკოტიკების მიღებაში და ჩაპაევთან სიცოცხლის აზრზე საუბარში ატარებს.[1]

თავისი პოსტრევოლუციური ცხოვრების ყოველ ღამეს პუსტატა ხედავს კოშმარებს, რომელშიც მას მისი, როგორც პოეტის, შეხედულებების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებენ. ამ სიუჟეტურ ხაზში მოქმედება თანამედროვე რუსეთში მიმდინარეობს, პიოტრის მეხსიერებას კი მოგონებები მხოლოდ რევოლუციის პერიოდიდან აქვს შემორჩენილი. იგი ოთახს სამ სხვა მამაკაცს უზიარებს, რომელთაგან თითოეულს გამორჩეული ყალბი იდენტობა აქვს მორგებული.

რომანის დასასრულს გაურკვეველი რჩება, თუ პიოტრის რომელი იდენტობაა რეალური და საერთოდ არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც რეალურ იდენტობას ვუწოდებთ.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Чебоненко, Оксана Сергеевна (2011). „Литературные интерпретации жизненных смыслов дзэн-буддийского Востока в произведениях XX в. (на примере романа В.О. Пелевина "Чапаев и Пустота")“. Вестник Бурятского Государственного Университета (რუსული) (10). ISSN 1994-0866.
  2. Buddha's Little Finger. ციტირების თარიღი: 2021-03-09
  3. Pemberton, Tony (2015-09-01), Buddha's Little Finger, Rohfilm, Amérique Film, Cine Plus, https://www.imdb.com/title/tt1855977/. წაკითხვის თარიღი: 2021-03-09
  4. «Чапаев и Пустота» / Романы / Виктор Пелевин :: сайт творчества. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 2021-03-09