ჩანდიანის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩანდიანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანდიანში. განვითარებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია ნახევარწრიული აბსიდის ნაწილი, რომლის სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევს. აბსიდის სარკმელი წირთხლებმორღვეულია.

გრძივი კედლების შემორჩენილი ნაწილები ერთი მეტრის სიმაღლისაა. კედლები პერანგშემოცლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 217