ჩალტირის დიდების მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩალტირის დიდების მემორიალი
რუს. Мемориал славы
კოორდინატები 47°17′04″N 39°29′59″E / 47.28431° ჩ. გ. 39.499769° ა. გ. / 47.28431; 39.499769
მდებარეობა რუსეთი, ჩალტირი
მოქანდაკე ვლადიმერ ძერიანი, ა. ლებედენკო
გახსნის თარიღი 1986
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ჩალტირის დიდების მემორიალი


ჩალტირის დიდების მემორიალი (რუს. Мемориал славы) — ძეგლი როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირში, რუსეთის ფედერაცია.

მემორიალი შეიქმნა იმ მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც იბრძოდნენ დიდ სამამულო ომში ჩალტირის განთავისუფლებისათვის. მდებარეობს სოფლის კულტურისა და დასვენების პარკში. 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 ბრძანების თანახმად შედის როსტოვის ოლქის მიასნიკოვის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1]. მემორიალი შეიქმნა არქიტექტორ ვლადიმერ ძერიანის და მოქანდაკე ა. ლებედენკოს პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის წლებში მიასნიკოვის რაიონიდან 4 500 ადამიანი იბრძოდა ფრონტზე. მათგან 2 027 ადამიანი დაიღუპა. მიასნიკოვის რაიონის 3 500 მაცხოვრებელი დააჯილდოეს საბრძოლო ორდენებითა და მედლებით, სამ მათგანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. სოფელ ჩალტირის მაცხოვრებელმა სურენ ტაშჩიევმა, 1995 წელს, სიკვდილის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით მიიღო რუსეთის გმირის წოდება. სოფელ ჩალტირის 700-მდე ადამიანი დაიღუპა გერმანელ დამპყრობლებთან ბრძოლაში.

სოფელ ჩალტირის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკში, XX საუკუნის 80-იან წლებში შექმნს დიდების მემორიალი დიდ სამამულო ომში, სოფლის განთავისუფლებისათვის დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად.

მემორიალის ავტორები იყვნენ არქტექტორი ვლადიმერ ძერიანი, მოქანდაკე ა. ლებედენკო და ინჟინერი ბორის დაგლდიიანი.

მემორიალის პროექტი მზად იყო გამარჯვების 45-ე წლისთავისათვის. თავდაპირველად იგეგმებოდა მემორიალის დადგმა ჩალტირის ყველაზე მაღალ ე. წ. ოქროს მთაზე. მაგრამ მემორიალი პროექტის მიხედვით იკავებდა დიდი ტერიტორიას დასაბოლოოდ გადაწყდა მისი დადგმა სოფლის ცენტრში მდებარე პარკში.

1986 წელს დაიწყო მემორიალის მშენებლობა, ხოლო 1987 წელს გამარჯვების დღისათვის იგი გაიხსნა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორალის ცენტრში დგას დედა-სამშობლოს სკულპტურული გამოსახულება, რომლის სიმაღლეცაა 4 მეტრი. მას ხელში უჭირავს დიდების გვირგვინი. სტელაზე მიმაგრებულის შავი ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია სამი გმირი. სტელის ძირში მდებარეობს მემორიალური დაფა, რომელიც ეკუთვნის რუსეთის გმირს, 11-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის 1 დივიზიის შავი ზღვის სამხედრო-საჰაერო ფლოტის ჯარისკაცს სურენ ტაშჩიევს. დაფაზე წარწერაა:

ვიკიციტატა
„რუსეთის ფედერაციის გმირისურენ ტაშჩიევი 1919-1943. საზღვაო ავიაციის გამანადგურებლის მფრინავი, ჩამოაგდო მტრის 11 თვითმფრინავი, წარმოშობით სოფელ ჩალტირიდან. გმირის წოდება მიანიჭეს 1995 წლის 6 თებერვალს სიკვდილის შემდეგ[2].“

მემორიალის ცენტრალურ ნაწილში ანთია მუდმივი ცეცხლი. ძეგლის მემორიალურ ფილებზე ამოკვეთილია ჩალტირის დაღუპული მებრძოლების სახელები. კვარცხლბეკებზე დგას გრანიტის ფილები, რომელზეც ამოკვეთილია ჩალტირის განთავისუფლებისათვის 1941-1943 წლებში დაღუპული 169 ჯარისკაცის სახელი და გვარი.

გამარჯვების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1975 წელს სოფელ ჩალტირში დადგეს ომის პერიოდში დაღუპული ათობით უდანაშაულო ადამიანის ძეგლი, რომლის ავტორი არის როსტოველი მოქანდაკე ა. ჯლაუხიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]