ჩალაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩალაძეთა საგვარეულო დროშა (2013)
ჩალაძეთა საგვარეულო გერბი (2013)

ჩალაძეები — რაჭული წარმოშობის საგვარეულო. ძირითადად გავრცელებულია თბილისში, რაჭაში, რუსთავში და კახეთში. საქართველოში 1000 ყველაზე გავრცელებული გვარიდან 534-ე ადგილს იკავებს.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩალა“ (ბზე) მეტსახელია გვარებში: ჩალაძე, ჩალაშვილი, ჩალაური. გადმოცემით, ჩალაძეთა წინაპრები სიდამონიძეები ყოფილან, ქართლიდან ბატონს გაქცევიან და პირველად ნაკიეთში ჩასახლებულან. საბუთებში მოხსენიებულია მამასახლისი ბერო ჩალაძე, მეუღლე მართა, ვაჟი მამუკა, ქალიშვილი ანა (ბორბალო 1823 წ., სცსსა, ფ 254 I, 802, ფურ. 77-83); ტფილისის მაზრის სოფელ ბორბალოს მცხოვრებ, საბატონო ყმას ბერუა ჩალაძეს დაებადა ვაჟი კანონიერის ცოლის დავითას ასულ მართასგან. რაჭაში ცხოვრობენ სოფლებში: საკაო, ურავი, უწერა, ძეგლევი, ნაკიეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი „ჩალაძე“ ონის მუნიციპელიტეტის სოფელ ძეგლევის ერთ-ერთი მკვიდრი გვარია. წყაროებში ძეგლევი მოიხსენიება XVIII საუკუნიდან. სოფელში მოსახლეობის რიცხოვნობა ეტაპობრივად მცირდებოდა და ჩალაძეები ძირითადად ნაკიეთში, ნაწილი კი ურავში დასახლდა.

1882 წელს ზემო რაჭიდან გლეხ-კაცობა, ოთხ-ოთხი, ხუთ-ხუთი ოჯახობა ერთად მიდის მამისონის მთის გადაღმა და სახლდება ალაგირში, ვლადიკავკაზში, მოზდოკში, ნალჩიკში, კისლოვოდსკში და პლასტუნკაში. სადაც როგორც ამბობდნენ სახელმწიფო და კერძო პირების მიწებს იჯარით გასცემდნენ, თან იქვე არსებულ მზა სახლებსაც შეისყიდიდნენ. 1919 წელს ოსებმა იერიში მიიტანეს ალაგირში მცხოვრებ ქართველებზე მას შემდეგ, რაც საქართველოში ოსების აჯანყება ჩააქრო ქართულმა გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით. ალაგირელი რაჭველები აიყარნენ და უკან დაბრუნდნენ. მათი დიდი ნაწილი ჩაასახლეს ლაგოდეხის რაიონში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები. 1997 წლის მონაცემებით, ლაგოდეხში სახლობს 163 ჩალაძე.

1900-იანი წლების დასაწყისში ჩალაძეებმა გუგეშაშვილებმა და ქებაძეებმა რაჭაში მოაშენეს ახალი სოფელი ბორცო. 1949 წელს ურავის მოსახლეობის დიდი ნაწილი იარაღის ძალით აფხაზეთში გადაასახლეს.

1957 წელს ჩალაძეების ნაწილი საცხოვრებლად გადმოდის ასურეთში (ასურეთი, ბორბალო). 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის შეიარაღებულმა კომფლიქტმა, დანარჩენ რაჭველებთან ერთად, ურაველი ჩალაძეებიც დევნილად აქცია და მიმოფანტა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ნაწილი ისევ ურავში დაბრუნდა.

ჩალაძეების დღე. ჩალაძეების გვარის კურთხევა 04.10.2020

სტატისტიკური მონაცემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი ჩალაძეების საერთო რაოდენობა თბილისი რუსთავი ამბროლაურის რაიონი ლაგოდეხის რაიონი ონის რაიონი
1997 1744 516 215 185 163 147

ცნობილი ჩალაძეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახუაშვილი ი., ქართული გვარ-სახელები, თბ., 2005. — 690 გვ.
  • გობეჯიშვილი ვ., ჩემი თვალით დანახული რაჭა, თბ., 2017. — გვ. 14, 363, 431/32/33, 488, 558/59/60.
  • სილაგაძე ა., თოთაძე ა., გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997. — გვ. 216, 258, 265, 268, 271/72.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]