ჩაკ ნორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაკ ნორისი
ChuckNorris200611292256.jpg
ნორისი ხელს აწერს მაისურზე საზღვაო ქვეითისთვის მისი ტურნეს შეჩერებაზე ერაყსა და ქუვეითში 2011 წელს
მშობ. სახელი Carlos Ray Norris Jr.
დაბ. თარიღი კარლოს რეი
ნორისი უმცროსი

10 მარტი, 1940
რაიანი, ოკლაჰომა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი
მეუღლე(ები) ჯინა ო'კელი (1998–დღემდე)
დიანა ჰოლეჩეკი (1958–1988)
შვილ(ებ)ი 5
ჯილდოები

რჩეული შავი ქამარი ძიუდოში; რჩეული შავი ქამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში;

საიტი www.chucknorris.com

კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი (დ. 10 მარტი, 1940) — ამერიკელი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობი. მას შემდეგ, რაც იმსახურა აშშ-ის საჰაერო ძალებში, დაიწყო საბრძოლო ოსტატობაში დახელოვნება და ჩამოაყალიბა საკუთარი სკოლა, ჩუნ კუკ დო.

ნორისმა ითამაშა არაერთ მოქმედებათა ფილმში, მათ შორის დრაკონის გზაში, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ბრიუს ლი, ხოლო 1980-იან წლებში იგი Cannon Group-ის წამყვანი მსახიობი იყო.[1][2] კინოში პოპულარობა, ძირითადად, მისი ძმის აარონ ნორისის ფილმებში თამაშმა მოუტანა, ასევე უოკერის როლმა ტელესერიალში უოკერი, ტეხასელი რეინჯერი (1993—2001).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრინდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორისი დაიბადა 1940 წლის 10 მარტს რაიანში, ოკლაჰომას შტატში,[3] ვილმა და რეი ნორისების ოჯახში. რეი იყო მექანიკოსი, ავტობუსისა და სატვირთოს მძღოლი.[4] ნორისი არის ინგლისური, მცირედ შოტლანდიური, უელსური და გერმანული წარმომავლობის; მასზე ნათქვამია, რომ ფესვები აქვს ასევე ჩეროკიში, ამერიკელი ინდიელების ერთ-ერთ ტომში.[1][5][6] ნორისს სახელი უწოდეს რეის მოძღვრის, კარლოს ბერის, პატივსაცემად.[7] ნორისს ჰყავს ორი უმცროსი ძმა: ვილანდი (გარდაცვლილი) და აარონი (ჰოლივუდის პოდიუსერი). როცა ნორისს შეუსრულდა თექვსმეტი წელი, მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს,[8] და ნორისი დედასთან და ძმებთან ერთად საცხოვრებლლად გადავიდა ჯერ პრერია ვილიჯში (კანზასი), ხოლო შემდგომ ტორანსში (კალიფორნია).[1]

ნორისმა საკუთარი ბავშვობა დაახასიეთა, როგორც უჟმური. იგი იყო არა ათლეტური აღნაგობის, მორცხვი და ქრონიკულად ჩვეულებრივი.[9]

1958 წელს ნორისი ჩაირიცხა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში საჰაერო პოლიციელად და გააგზავნეს იგი ოსანის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ კორეაში. იქ მიიღო ნორისმა მეტსახელი „ჩაკი“ და დაიწყო ვარჯიში ტანსუდოში. საბოლოოდ, მისმა ინტერესმა სპორტისადმი არაერთი შავი ქამარი მოაპოვებინა. ნორისმა ჩამოაყალიბა ასევე საკუთარი სკოლა, რომელსაც ჩუნ კუკ დო („უნივერსალური გზა“) უწოდა.[10] შემდეგ ის დაბრუნდა აშშ-ში და განაგრძო მუშაობა საჰაერო პოლიციელად მარტის საჰაერო ძალების ბაზაზე კალიფორნიაში.

1962 წელს ნორისს სამხედრო ვალდებულება დაუმთავრდა და განაგრძო მუშაობა Northrop Corporation-ისთვის. მან ჩამოაყალიბა კარატეს სკოლების ქსელი, სადაც, ოფიციალური საიტის ცნობით, ვარჯიშობდნენ სტივ მაკქუინი, ჩად მაკქუინი, ბობ ბარკერი, პრისცილა პრესლი, დონი ოსმონდი და მარი ოსმონდი.[11]

ჩუნ კუკ დო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩუნ კუკ დო.

ნორისმა საბრძოლო ხელოვნების საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა, ჩუნ კუკ დო, რაც ითარგმნება, როგორც „უნივერსალური გზა.“ ძირითადად, იგი ეფუძნება ტანსუდოს და თავმოყრილია ელემენტები ყველა იმ საბრძოლო სტილიდან, რომელსაც ჩაკი ფლობს. მსგავსად ბევრი სხვა საბრძოლო ხელოვნებისა, ჩუნ კუკ დოსაც გააჩნია საკუთარი ღირსების კოდი და წესები, რომლებიც უნდა დაიცვას ამ სტილის მფლობელმა. ეს წესები ჩაკ ნორისის პირადი ღირსების კოდიდან არის.

ინტერნეტ-ხუმრობები ჩაკ ნორისზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფაქტები ჩაკ ნორისზე.

2005 წლის მიწურულს, ჩაკ ნორისი პოპულარული გახდა ინტერნეტ-ჩანაწერების წყალობით, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ფაქტები ჩაკ ნორისზე“. მათში აღწერილია გამოგონილი, ხშირ შემთხვევებში აბსურდულად გმირული ფაქტები და მონაცემები ჩაკის შესახებ. ნორისმა ამ პაროდიაზე საკუთარ საიტზე დაწერა პასუხი. იგი ადასტურებდა, რომ არ სწყინდა და ზოგიერთ მათგანზე ეცინებოდა კიდეც. მან საკუთარი ფავორიტი ხუმრობაც კი დაასახელა, რომ თურმე მისი სახის დამონტაჟებაც მოუნდომებიათ რაშმორის მთაზე, მაგრამ გრანიტი არ აღმოჩნდა საკმარისად მაგარი მისი წვერისთვის.[12]

Gameloft-ში მობილური თამაში შექმნეს ჩაკზე სახელწოდებით „ჩაკ ნორისი: ძალიან მტკივნეული იქნება“, რომელშიც გამოყენებული იყო „ფაქტები ჩაკ ნორისზე“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩაკ ნორისის ფილმოგრაფია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Berkow, Ira. “At Dinner with: Chuck Norris“, ნიუ-იორკ ტაიმზი, 12.03.1993. წაკითხვის თარიღი: 19.12.2008. 
  2. Cinema: And Now, a Wham-Bam Superstar: Chuck Norris“, Time, 20.05.1985. წაკითხვის თარიღი: 14.08.2010. 
  3. Norris, Chuck; Hyams, Joe (1988) "1", The Secret of Inner Strength; My Story, 1st, Boston: Little, Brown and Co., გვ. 6. ISBN 0-316-61191-3. 
  4. Chuck Norris Biography (1940–). წაკითხვის თარიღი: 22.12.2007.
  5. Chuck, Norris. “Against All Odds: My Story“, Barnes & Noble. წაკითხვის თარიღი: 30.09.2009. 
  6. http://www.imdb.com/name/nm0001569/bio?ref_=nm_ov_bio_sm
  7. Norris, Chuck; Ken Abraham (2004). Against All Odds: My Story. Broadman & Holman Publishers. ISBN 0-8054-3161-6. 
  8. "Chuck Norris – Strong, Silent, Popular". ნიუ იორკ ტაიმზი. 1.09.1985
  9. Chuck Norris Fights to Be a Better Actor in 'Hero and the Terror' Role“, The Los Angeles Times, 2.09.1988. წაკითხვის თარიღი: 23.08.2010. 
  10. Wedlan, Candace A.. “Body Watch; Kicking Old Habits; Chuck Norris found he couldn't eat just anything after he hit his mid-30s. These days, TV's top ranger feasts on veggies, fowl and fish. And he tries to keep his distance from peanut clusters.“, The Los Angeles Times, 2.10.1996. წაკითხვის თარიღი: 15.12.2010. 
  11. Biography, Chuck Norris Official Website
  12. Chuck Norris facts read by Chuck Norris. YouTube. წაკითხვის თარიღი: 03.03.2013.