ალექსანდრს ჩაკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩაკსი)
ალექსანდრს ჩაკსი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1901(1901-10-27)[1]
დაბადების ადგილი რიგა[2]
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 1950(1950-02-08)[1] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი რიგა, სსრკ[2]
დასაფლავებულია Rainis Cemetery
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა ლატვიური ენა
მოქალაქეობა  ლატვია
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტი cakamuzejs.lv

ალეკსანდრს ჩაკსი (ჩადარაინისი; დ. 27 ოქტომბერი, 1901 — გ. 8 თებერვალი, 1950) — ლატვიელი პოეტი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1901 წ-ს რიგაში, თერძის ოჯახში. 1-ლი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრონტი რიგასაც მიუახლოვდა, იგი მშობლებთან ერთად ევაკუირებულ იქნა ჯერ ესტონეთში, ხოლო შემდეგ რუსეთში, ისევე, როგორც სხვა ათიათასობით ლატვიელი ლტოლვილი. 1918 წ-ს ალეკსანდრსი მოეწყო სამედიცინო ფაკულტეტზე მოსკოვში, მაგრამ სწავლას მალევე დაანება თავი. 1920 წ-ს იგი წითელ არმიაში გაიწვიეს, კომუნისტურ პარტაშიც კი ჩარიცხეს, მაგრამ 1922 წ-ს დაჟინებული მოთხოვნით არმიიდან გაითავისუფლა თავი და დაბრუნდა ლატვიაში, სადაც ხელი მიჰყო ლიტერატურულ მოღვაწეობას. თავისი წარსულის შესახებ, რა თქმა უნდა არავისათვის გაუმხელია. აღსანიშნავია, რომ თავისი ბიოგრაფიის კომუნისტური პერიოდი მან დამალა 1944 წელს წითელი არმიის ლატვიაში შემოჭრის შემდეგაც, რაც მიუთითებს მის სრულ ჩამოშორებას კომუნისტური წარსულისაგან, თუმცაღა, ლატვიის გასაბჭოების პერიოდში, ზეწოლით რამდენიმე ლექსი მიუძღვნა სოციალიზმის აღმშენებლობას, რომელიც მაინც დაუწუნეს, არასაკმარისი იდეურობის გამო.

დემოკრატიულ ლატვიაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოფლის სკოლაში გამგედ, შემსალაროებში, სტატისტიკური მონაცემების დამმუშავებლად ბირჟაზე; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან; აქტიურად მოღვაწეობდა თეატრში, კინოსა და გამომსახველობითი ხელოვნების კრიტიკის სფეროში. პირველი მისი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს, რომლის შემდეგაც ირიცხებოდა სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალების ავტორად, ლიტერატურული და ხელოვნების წრეების წევრად. ა.ჩაკსმა დიდი როლი ითამაშა ლიტერატურის რეფორმირებაში, ის თავისი ეპოქის მოდერნისტული მიმდინარეობის ერთ–ერთი ფუძემდებელია ლატვიურ პოეზიაში. შესანიშნავია მისი ლირიკა, როგორც რითმული ასევე ვერლიბრიც, რომელთაც საუცხოო მუსიკალურობა ახასიათებთ. მან უნიკალური ლექსები მიუძღნვნა თავის ქალაქს–რიგას, მის გარეუბნებს და ითვლება ერთ- ერთ უდიდეს ურბანისტ შემოქმედად, არა მარტო ლატვიაში–მას ერთხმად ევროპული მასშტაბის პოეტებს მიაკუთვნებენ.

მე-20 საუკუნის 20–40 -იან წწ. გამოცემულია მისი ლექსების მრავალი კრებული: „ მე და ეს ჟამი“, „ გული ტროტუარზე“, „ სამყარო დუქანში“. „ ჩემი სამოთხე“, „ წარმოსახვის სარკეები“, და სხვ.. მოთხრობების კრებულები „ ანგელოზი დახლთან“, „ ჩაკეტილი კარები“, „ ცა“, ...აგრეთვე პოემები, რომელთა შორის ლატვიელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს „მარადისობით ცხებულნი“. ამ პოემისათვის, მას 1940 წელს მიენიჭა ანა ბრიგადერეს სახელობის ფულადი პრემია (იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა – 4.000 ლატი).პოემა ეძღვნება ლატვიელ მსროლელთა გმირულად განვლილ გზას 1915-1916 წწ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ძირითადად ქ.რიგის მისადგომებთან.

ალექსანდრე ჩაკსი გარდაიცვალა გასაბჭოებულ ლატვიაში, 1950 წლის 8 თებერვალს, სრული უასახსრობის პირობებში. მადლიერმა ერმა არ დაივიწყა თავისი საყვარელი პირმშო და მისი ლექსები, რომელებიც კრებულების სახით მრავალჯერ გამოიცა მისი სიკვდილის შემდეგაც; ამ საოცრად ლამაზ ლექსებზე შექმნილია მრავალი პოპულარული სიმღერა; მისი სახელი მინიჭებული აქვს ქ.რიგის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას; ზიედონდარზსის პარკში, რომელიც ა.ჩაკსის და არტილერიას ქუჩების კუთხეში მდებარეობს, დადგმულია მისი ძეგლი ( 1981 წ.); 1997 წ-დან გახსნილია და დღემდე მოქმედებს მისი სახელობის სახლ მუზეუმი–ლაჩპლესის ქუჩა N 48/50 ბინა 14, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლო პერიოდში; დაწესებულია ა. ჩაკსის ყოველწლიური პრემია ლიტერატურის სფეროში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118960253 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. "მარადისობით ცხებულნი" ა.ჩაკსი–რიგა, GEORGIKA, 2010, ISBN 978-9984-49-120-2