ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი
| ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი, America's Most Endangered Historic Places, National Register of Historic Places listed place[1] [2] და ბნელი ცის საერთაშორისო პარკი |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| რეგიონი | ჩრდილოეთი ამერიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
| ნომერი | 353 |
![]() | |
| https://www.nps.gov/chcu/index.htm | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 353 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩაკოს ეროვნული ისტორიული პარკი (ინგლ. Chaco Culture National Historical Park) — ჩაკოს კულტურის გავრცელების არეალი, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, ნიუ-მექსიკოს შტატში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის გადაწყვეტილებით, 1907 წლის 11 მარტს აქ შეიქმნა დაცული ტერიტორია, რომელიც ეროვნული მონუმენტის სტატუს ატარებდა. მრავალი წლის შემდეგ 1980 წლის 19 დეკემბერს, გაფართოვდა ეროვნული მონუმენტის ტერიტორია და მას სტატუსი შეეცვალა, ამიერიდან ეს ადგილი ეროვნულ პარკად იწოდებოდა. 1987 წლის 8 დეკემბერს, ჩაკოს ეროვნული პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.
ეროვნული პარკი მოიცავს 137,49 კმ ² ტერიტორიას. აქ არის ადამიანის უძველესი ნაშთები, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ აღმოჩენილი ადამიანის ფრაგმენტები ჩვენს ერამდე 7000 წლით თარიღდება. ამ ადგილებში უძველესი დროიდანვე ცხოვრობდა პუებლოს ტომი.
ჩაკაოს ეროვნულ პარკში მდებარეობს დაახლოებით 4000 არქეოლოგიური ძეგლი. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 60-70 ათასი ტურისტი ჩადის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||
- ↑ Chaco Culture National Historical Park — 1966.
- ↑ Heritage Conservation and Recreation Service Department of the Interior: Heritage Conservation and Recreation Service: National Register of Historic Places; Annual Listing of Historic Properties // Fed. Regist. — Washington, D.C.: Office of the Federal Register, 1979. — Vol. 44, Iss. 26. — P. 7532. — ISSN 0097-6326; 2167-2520; 1065-5042; 1551-1413

