ჩაკალტაია
ჩაკალტაია | |
---|---|
![]() ჩაკალტაია | |
კოორდინატები: 16°20′47″ ს. გ. 68°07′44″ დ. გ. / 16.34639° ს. გ. 68.12889° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ლა-პასის დეპარტამენტი |
სიმაღლე | 5421 მ |
ჩაკალტაია (აიმ. ცივი გზა) — მთა ბოლივიაში. მდებარეობს ანდების შემადგენელი ნაწილის, კორდილიერა-რეალის მთათა სისტემაში, ზღვის დონიდან 5421 მეტრ სიმაღლეზე. ჩაკალტაია გამოირჩეოდა 18 000 წლის ასაკის მყინვარებით, რომლებიც მთლიანად გაქრა 2009 წელს.[1][2][3] მყინვარი ერთ-ერთი უმაღლესი იყო მთელს სამხრეთ ამერიკაში და გადაჭიმული იყო 30 კმ-ზე, ლა-პასიდან უაინა-პოტოსის მთამდე. დღემდე დავის საგნად რჩება საკითხი, თუ რამ გამოიწვია მყინვარის გაქრობა - გლობალურმა დათბობამ თუ ადგილობრივი კლიმატის ცვლილებამ.[4]
სათხილამურო კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩაკალტაიას მყინვარი ბოლივიის სათხილამურო კურორტს წარმოადგენდა. ამავე დროს, ის უმაღლესი სათხილამურო არეალი იყო მსოფლიოში, რომელსაც საბაგირო ემსახურებოდა. ის ჯერ კიდევ 1939 წელს გაიხსნა. მთა პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა მოყვარული მთამსვლელებისათვის, ვინაიდან ზემოთაღნიშნული გზა მწვერვალამდე 200 მეტრით დაბლა მთავრდებოდა.
ობსერვატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთაზე მდებარეობს ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც ძირითადად გამა-გამოსხივების კვლევებს ემსახურება.[5] ის აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.bloomberg.com/apps/news?pid=newsarchive&sid=aijxVBCguhJM
- ↑ http://news.bbc.co.uk/2/hi/americas/6496429.stm
- ↑ http://www.miamiherald.com/news/americas/story/1030126.html
- ↑ http://www.inesad.edu.bo/mmblog/mm_20090323.htm
- ↑ Wamsteker, W; Albrecht, Rudolf; Haubold, Hans J (2004). Developing basic space science world-wide: a decade of UN/ESA workshops. Dordrecht