ჩაის ჩრჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩაის ჩრჩილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  სადავოა, შესაძლებელია ჩრჩილისებრნი,
Agonoxenidae, ხალთიანისებრნი
ან Cosmopterigidae
გვარი:  Haplochrois
სახეობა:  ჩაის ჩრჩილი
ლათინური სახელი
Haplochrois theae (Kusnezov, 1916)
სინონიმები
  • Parametriotes theae Kusnezov, 1916

ჩაის ჩრჩილი (ლათ. Haplochrois theae, ძველად Parametriotes theae) — მწერი ქერცლფრთიანების რიგისა. პირველად აღწერეს ჩაქვში 1915 წელს. ჩაის ჩრჩილის პეპელა ტანად პატარაა, ფერად — მორუხო-მონაცრისფრო. ფრთების შლილი 9,5-11 მმ. ჩაის მცენარეს აზიანებს მატლი, რომელიც ფოთლით ან ყლორტით იკვებება. მწერი ფოთლებზე ქმნის მომრგვალო ნაღმებს. როცა ყლორტის გულით იკვებება, ყლორტი ხმება. წლის განმავლობაში ჩაის ჩრჩილი ერთ თაობას იძლევა. ზამთრობს მატლის სახით. პეპლები გამოფრინდებიან ივლის-აგვისტოში. ჩაის ჩრჩილი უმთავრესად გავრცელებულია ჩაის სათესლე პლანტაციებში. ბრძოლის ღონისძიებანი: დაზიანებული ფოთლების და ყლორტების გასხვლა, დაწვა, სათესლე პლანტაციებში ცალკეული ბუჩქის შეხურება 0,2%-იანი ფოსფამიდის ხსნარით.

ჩაის ჩრჩილი.jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]