ჩაის დუყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის დუყიჩაის ყლორტის 2-3 ფოთლიანი წვერო. ჩაის დუყი შეიძლება იყოს ნორმალური და ყრუ. პირველს აქვს მზარდი წვერის კვირტი, რომელზეც მჭიდროდ აქვს ფოთოლი შემოხვეული და ნემსისებურად არის წაგრძელებული; მეორეს არც კვირტი ეზრდება და არც ფოთოლი აქვს შემოხვეული, ღიაა და ოდნავ გვერდზეა გადახრილი. 2-3 ფოთლიანი დუყები ნაზია და მათ ჩაის ხარისხოვანი ფოთლის დასამზადებლად იყენებენ. ზოგიერთი 3-ფოთლიანი ყრუ დუყი მოუხეშოა და მათგან დაბალი ხარისხის ჩაი გამოდის. დუყის საშუალო მასა მერყეობს დუყის ტიპის, ჩაის ჯიშისა და კრეფის სეზონის მიხედვით. ყრუ დუყი 30%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე ნორმალური. უხეში დუყის მასა 20%-ით მეტია, ვიდრე ნაზი დუყისა. კრეფის სეზონის დასაწყისში (აპრილი-მაისი) დუყის მასა უფრო მეტია, ვიდრე სეზონის ბოლოს. ყველაზე მაღალხარისხოვანი ჩაი მზადდება შუა სეზონში მოკრეფილი კვირტისა და 1-2 ფოთლიანი დუყებისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]