ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება დაარსდა 1981 წელს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (1930) ბაზაზე (ანასეული, მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონი). გაერთიანების სათაო ორგანიზაციაა ინსტიტუტი, რომელშიც ფუნქციონირებს აგროტექნიკური, აგროქიმიული, ნიადაგთმცოდნეობა-მელიორაციის, მექანიზაციის, სელექცია-გენეტიკის, მცენარეთა დაცვის, აგროეკოლოგია-აგრომეტეოროლოგიის, ეკონომიკური სტანდარტიზაციის, ფიზიოლოგია-რადიობიოლოგიის, ბიოქიმიის, პროპაგანდის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და მეცნიერული მიღწევების წარმოებაში დანერგვის განყოფილებები; აზოტის ტრანსფორმაციისა და ბალანსის, მიკრობიოლოგიის, მცირე მექანიზაციის, კაკლოვანი და სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების სელექციის და ჯიშთშესწავლის, ფიტოპათოლოგია-ვირუსოლოგიის, მცენარეთა ბიოპროდუქტიულობის მოდელირების ლაბორატორიები, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პატენტთმცოდნეობის სექტორები; ასპირანტურა; სასელექციო ცენტრი (1979 წლიდან). გაერთიანების სისტემაში იყო სოხუმის, ჩაქვის, ფოთის, ზუგდიდის ფილიალები; წყალტუბოს, ქედის, ადიღეს, მახაჩყალის საყრდენი პუნქტები. გაერთიანება უშვებდა მონოგრაფიებს, ჟურნალ „სუბტროპიკულ კულტურებს“ (1939 წლიდან) რუსულ და ქართულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]