ჩაირდუზუ (ჩამლიჰემშინის რაიონი)
სოფელი | |
---|---|
ჩაირდუზუ | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | ჩამლიჰემშინის რაიონი |
კოორდინატები | 41°04′43″ ჩ. გ. 41°02′40″ ა. გ. / 41.07861° ჩ. გ. 41.04444° ა. გ. |
ადრეული სახელები | ღვანტი / ღვანდი |
სასაათო სარტყელი | UTC+3[1] და თურქეთის დრო[2] |
საფოსტო ინდექსი | 53750 |
ჩაირდუზუ (თურქ. Çayırdüzü) — სოფელი ჩამლიჰემშინის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 62 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ჩამლიჰემშინიდან 9 კილომეტრში.[3] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 748 ადამიანი ცხოვრობს.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ჩაირდუზუს ძველი სახელია „ღვანტი“.[5] ზოგიერთ წყაროში მოხსენიებული როგორც „ღვანდი“, ღვანტი თურქულ ენაში შევიდა როგორც „ღვანტ“. კერძოდ, 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ის მოხსენიებულია როგორც „ღვანტ“ (غوانت).[6][7][8]
ლაზეთის რეგიონი, სადაც მდებარეობს სოფელი ღვანტი, ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, მას შემდეგ რაც 1461 წელს გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს ეს რეგიონიც მთლიანად დაიპყრეს.[9] ღვანტი, რომელიც 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ოსმალურ დამწერლობაში იკითხება როგორც „გუვანტ“, ეკუთვნოდა ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ათინას კაზას. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 33 ოჯახში მცხოვრები 110 ადამიანისგან. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცი მოსახლეობის რაოდენობას გულისხმობდეს. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობა აღრიცხულია როგორც 112 ცხვარი, 119 თხა, 48 ძროხა და 5 ხარი.[10]
კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმა, 1910 წელს ლაზისტანის რეგიონში კვლევითი მოგზაურობის დროს, სოფლის სახელი ჩაწერა როგორც „ღუანთი“. მარმა აღნიშნა, რომ ათინას კაზაში იყო 69 სოფელი, რომელთაგან 64-ში საუბრობდნენ ლაზურად. ღვანტი იყო ერთ-ერთი სოფელი, სადაც ლაზურად საუბრობდნენ და მდებარეობდა ფირტინას ღელის მარჯვენა მხარეს, შიდა ნაწილში. მარმა, ვინმე ალი რეისის ცნობებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ღვანტის ზემოთ ლაზური სოფელი აღარ არსებობდა, მხოლოდ ვიჯეს სოფელი იყო, სადაც ჰემშინელები ცხოვრობდნენ.[11] სოფელი ღვანტი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, რუსული მმართველობის დროს, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში კვლევითი მოგზაურობისას სოფლის სახელი დაწერა როგორც „ღვანტი“. ყიფშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროს სოფელ ღვანტში 88 ოჯახში 443 ადამიანი ცხოვრობდა.[12]
სოფელი ღვანტი, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში, იყო ერთ-ერთი სოფელი რიზეს პროვინციის ათინას კაზას არდეშენის ნაჰიეში.[8] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში სახელით „გუვანთ“, იგი ინარჩუნებდა იმავე ადმინისტრაციულ მდგომარეობას ჩორუჰის პროვინციაში, რომელიც შეიქმნა რიზეს და ართვინის პროვინციების გაერთიანებით და მისი მოსახლეობა შედგებოდა 469 ადამიანისგან. ამ დროს ათინას კაზას სახელი შეიცვალა პაზარად.[13] ვინაიდან „ღვანტი“ ან „გუვანთი“ არ იყო თურქული, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა „ჩაირდუზუდ“.[14] 1965 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ჩაირდუზუს მოსახლეობა შედგებოდა 862 ადამიანისგან, რომელთაგან 151 ადამიანმა იცოდა კითხვა და წერა. ამ დროს სოფელი ეკუთვნოდა ჩამლიჰემშინის რაიონის ცენტრალურ ბუჯაქს.[15] 2022 წლის თებერვალში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ძველი ღვანტის სოფელი გაიყო სამ სოფლად: ჩაირდუზუ, დიდი და დერეჯიქი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
- ↑ https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
- ↑ Çayırdüzü Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
- ↑ Rize Çamlıhemşin Çayırdüzü Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
- ↑ İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი) 2 cilt, I. Cilt, Batum, 1977, s. 94.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020. ციტირების თარიღი: 15 Temmuz 2024.
- ↑ İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 151, ISBN 978-605-89094-0-3
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 372, ISBN 9789157871117.
- ↑ 8.0 8.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 620.
- ↑ ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
- ↑ Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 373, ISBN 9789157871117.
- ↑ Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 73, ISBN 9786055753634.
- ↑ İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 157.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 15 Temmuz 2024.
- ↑ 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 149.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 661.
- ↑ 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 524.
|