ჩათირქოლი
იერსახე
| ჩათირქოლი | |
|---|---|
| კოორდინატები: 40°38′ ჩ. გ. 75°17′ ა. გ. / 40.633° ჩ. გ. 75.283° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 3530 მ |
| სიგრძე | 23 კმ |
| სიგანე | 10 კმ |
| ფართობი | 153,5 კმ² |
| მოცულობა | 0,62 კმ³ |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 58 კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 16 მ |
ჩათირქოლი (ყირგ. Чатыр-Көл — ციური ტბა) — გაუდინარი ტბა ცენტრალურ ტიან-შანში, ყირგიზეთში. მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულში, ათბაშისა (ჩრდილოეთი) და თორუგართაუს (სამხრეთი) ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 153,5 კმ². მაქსიმალური სიღრმე 16 მ.
ტბის წყალი მტკნარია, აღმოსავლეთ ნაწილში — მომლაშო. რელიეფი წარმოადგენს სუსტად დანაწევრებულ ტბიურ-მდინარეულ აკუმულაციურ ვაკეს. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაპირი ძირითადად ჭაობურია, ჩრდილოეთი — კლდოვანი. უმეტესად საზრდოობს თოვლის წყლით. გაყინულია ნოემბრიდან მაისამდე. ტბის სიახლოვეს გადის ავტოტრასა ბიშკეკი — კაშგარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.