შინაარსზე გადასვლა

ჩავანმუში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩავანმუში

ჩავანმუში ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში
წარმოშობის ადგილი იაპონია
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი ან ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
კვერცხი, კრევეტები, შროშანის ფესვები, სოკო
მსგავსი კერძები ჩინური ორთქლზე მოხარშული კვერცხი

ჩავანმუში (იაპ. 茶碗蒸し) (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ჩაის ჭიქა ორთქლზე“) — იაპონური კერძი, შედგება კვერცხისგან გაკეთებული არომატული კრემისგან.[1] სხვა კრემებისგან განსხვავებით, ის ჩვეულებრივ მიირთმევა კერძად, რადგან ჩავანმუში შეიცავს მარილიან და არა ტკბილ ინგრედიენტებს. კრემი წარმოადგენს სოიოს სოუსით, დაშით და მირინით შეზავებულ კერძს, რომელსაც გარნირად მრავალი ინგრედიენტი, მაგალითად შიიტაკეს სოკო, კამაბოკო, იური-ნე (შროშანის ფესვი), გინკგო და მოხარშული კრევეტები შეიძლება ჰქონდეს. ძირითადად, კრემს ჩაის ჭიქის მსგავს ჭურჭელში ამზადებენ.[2] კერძის რეცეპტი ჩინური ორთქლზე მოხარშული კვერცხის რეცეპტის მსგავსია, მაგრამ შიგთავსი ხშირად განსხვავდება.

რადგან კვერცხის კრემის ჩხირებით აღება შეუძლებელია, ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან იაპონურ კერძებს შორის, რომელსაც კოვზით მიირთმევენ.

ჩავანმუშის სუფრასთან მიტანა შესაძლებელია როგორც ცხელ, ასევე გრილ მდგომარეობაში. როდესაც ჩავანმუშის ინგრედიენტის სახით უდონი ემატება, მას ოდამაკი მუში ან ოდამაკი უდონი ეწოდება.

  1. Downer, Lesley (2001). At the Japanese Table: New and Traditional Recipes. Chronicle Books, გვ. 103. ISBN 978-0-8118-3280-9. 
  2. Downer, Lesley (2001). At the Japanese Table: New and Traditional Recipes. Chronicle Books, გვ. 103. ISBN 978-0-8118-3280-9.