ჩადრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალები ჩადრში

ჩადრი (სპარს. چادر‎ ჩადორ), აჯიღა, საბურავიმუსლიმანი ქალის ტანსაცმლის ელემენტი, მოსახურავი, რომელიც ქალის სახესა და სხეულს ფარავდა. სამოსელი მრგვალი და ბოლოშემომრგვალებული იყო. შემოხვევის შემდეგ ჩადრის ორივე მხარეს სარტყელში იმაგრებდნენ. მასალად იყენებდნენ უმეტესად თეთრ ყალამქარს, ტილოს, მიტკალს. ჩადრი დამოწმებულია XIX საუკუნის შუა წლებამდე თბილისსა და მის მახლობლად მცხოვრებ მაჰმადიანურ მოსახლეობაში. აჭარაში უფრო დიდხანს შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეზარაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 69-70, თბ., 1987 წელი.
  • ბალახაშვილი ი., „ძველი თბილისი“, თბ., 1951
  • გვათუა ნ., „ჩაცმულობის ისტორიიდან: ქალის ქართული ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისში“, თბ., 1967

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩადრი&oldid=3405987“-დან