შინაარსზე გადასვლა

ჩაგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაგოსი
მშობ. სახელი: Chagos Archipelago

ჩაგოსის არქიპელაგის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 6°00′ ს. გ. 71°30′ ა. გ. / 6.000° ს. გ. 71.500° ა. გ. / -6.000; 71.500კოორდინატები: 6°00′ ს. გ. 71°30′ ა. გ. / 6.000° ს. გ. 71.500° ა. გ. / -6.000; 71.500
მთავარი კუნძული დიეგო-გარსია
ფართობი 56,13 კმ²
გაერთიანებული სამეფო
ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 4267 (2020)
ეთნიკური ჯგუფები ბრიტანელები - 95,88 %, ამერიკელები - 4,12 %

ჩაგოსი (ინგლ. Chagos) — შვიდი ატოლისგან შემდგარი არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ კუნძულს და მდებარეობს მალდივის რესპუბლიკიდან 500 კმ-ის სამხრეთით. დიდი ბრიტანეთის სამფლობელო. ფართობი შეადგენს 56,13 კმ²-ს. მოსახლეობა 4267 კაცი (2020). შედგება მარჯნის ატოლის 7 ჯგუფისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მალდივის წყალქვეშა ქედის მწვერვალებს. მოჰყავთ ქოქოსის პალმა. მისდევენ თევზჭერას. უდიდესი ატოლია დიეგო-გარსია, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზაა.

არქიპელაგი მდებარეობს დაახლოებით 500 კმ-ით სამხრეთით მალდივის კუნძულებიდან, 1880 კმ-ით აღმოსავლეთით სეიშელის კუნძულებიდან, 1680 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ როდრიგესიდან (მავრიკი), 2700 კმ-ით დასავლეთით ქოქოსის კუნძულებიდან და 3400 კმ-ით ჩრდილოეთით კუნძულ ამსტერდამიდან.

არქიპელაგის ფართობი შეადგენს 56,1 კმ²-ს, ყველაზე დიდი კუნძულია დიეგო გარსია, რომლის ფართობია 32,5 კმ². საერთო ფართობი, ატოლის შიგნით მდებარე ლაგუნების ჩათვლით შეადგენს 15 000 კმ²-ზე მეტს, რომელთაგან 12 642 კმ² მოდის დიდი ჩაგოსის მარჩხობზე, რომელიც მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდ ატოლურ სტრუქტურად (მთლიანად ჩაძირული საია დე მალია უფრო დიდია, მაგრამ მისი ატოლის სტატუსი განსაზღვრული არ არის). შელფის ფართობი შეადგენს 20 607 კმ²-ს, ხოლო განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფართობია 639 კმ² (ტერიტორიალური წყლების ჩათვლით), რომელიც ესაზღვრება მალდივის კუნძულების ზონას ჩრდილოეთით.

ყველაზე უფრო განცალკევებული კუნძულებია: დიეგო-გარსია (32,5 კმ²), არწივის კუნძული (დიდი ჩაგოსის მარჩხობი 3,1 კმ²), ილ-პიერი (პეროს-ბანიოსის ატოლი 1,4 კმ²), აღმოსავლეთი ეგმონტი (ეგმონტის კუნძულები 2,175 კმ²), ილ-დუ-კუანი (პეროს-ბანიოსი 1,32 კმ²) და ილ-ბოდამი (სალომონის კუნძულები 1,27 კმ²).

ატოლი/რიფი/კლდე
(ალტერნატიული სახელი)
ტიპი ფართობი (კმ²) კუნძულების
რაოდენობა
მდებარეობა
მიწა სულ
0 უსახელო კლდე ჩაძირული კლდე 3 04°25′ ს. გ. 72°36′ ა. გ. / 4.417° ს. გ. 72.600° ა. გ. / -4.417; 72.600
1 კოლვოკორესის რიფი ჩაძირული ატოლი 10 04°54′ ს. გ. 72°37′ ა. გ. / 4.900° ს. გ. 72.617° ა. გ. / -4.900; 72.617 (კოლვოკორესის რიფი)
2 სპიკერსის კლდე ხელუხლებელი ატოლი 0.001 582 1) 04°55′ ს. გ. 72°20′ ა. გ. / 4.917° ს. გ. 72.333° ა. გ. / -4.917; 72.333 (სპიკერსის კლდე)
3 ბლენჰეიმის რიფი (Baixo Predassa) ხელუხლებელი ატოლი 0.02 37 4 05°12′ ს. გ. 72°28′ ა. გ. / 5.200° ს. გ. 72.467° ა. გ. / -5.200; 72.467 (ბლენჰეიმის რიფი)
4 ბენარეს შოალსი ჩაძირული რიფი 2 05°15′ ს. გ. 71°40′ ა. გ. / 5.250° ს. გ. 71.667° ა. გ. / -5.250; 71.667 (ბენარეს შოალსი)
5 პეროს ბანიოსი ატოლი 9.6 503 32 05°20′ ს. გ. 71°51′ ა. გ. / 5.333° ს. გ. 71.850° ა. გ. / -5.333; 71.850 (პეროს ბანიოსი)
6 სალომონის კუნძულები ატოლი 3.56 36 11 05°22′ ს. გ. 72°13′ ა. გ. / 5.367° ს. გ. 72.217° ა. გ. / -5.367; 72.217 (სალომონის კუნძულები)
7 გამარჯვების კლდე ჩაძირული ატოლი 21 05°32′ ს. გ. 72°14′ ა. გ. / 5.533° ს. გ. 72.233° ა. გ. / -5.533; 72.233 (გამარჯვების კლდე)
8a ნელსონის კუნძული მეგა-ატოლ
დიდი ჩაგოსის კლდის ნაწილები
0.61 12 642 1 05°40′53″ ს. გ. 72°18′39″ ა. გ. / 5.68139° ს. გ. 72.31083° ა. გ. / -5.68139; 72.31083 (ნელსონის კუნძული)
8b სამი ძმის კუნძულები (Trois Frères) 0.53 3 06°09′ ს. გ. 71°31′ ა. გ. / 6.150° ს. გ. 71.517° ა. გ. / -6.150; 71.517 (სამი ძმის კუნძულები)
8c არწივის კუნძულები 3.43 2 06°12′ ს. გ. 71°19′ ა. გ. / 6.200° ს. გ. 71.317° ა. გ. / -6.200; 71.317 (ქორის კუნძულები)
8d დეინჯერის კუნძული 1.06 1 06°23′00″ ს. გ. 71°14′20″ ა. გ. / 6.38333° ს. გ. 71.23889° ა. გ. / -6.38333; 71.23889 (დეინჯერის კუნძული)
9 ეგმონტის კუნძულები ატოლი 4.52 29 7 6°40′ ს. გ. 71°21′ ა. გ. / 6.667° ს. გ. 71.350° ა. გ. / -6.667; 71.350 (ეგმონტის კუნძულები)
10 კუანის კლდე ჩაძირული ატოლი 12 06°46′ ს. გ. 72°22′ ა. გ. / 6.767° ს. გ. 72.367° ა. გ. / -6.767; 72.367 (კოვენის კლდე)
11 ოუენის კლდე ჩაძირული კლდე 4 06°48′ ს. გ. 70°14′ ა. გ. / 6.800° ს. გ. 70.233° ა. გ. / -6.800; 70.233 (ოუენის კლდე)
12 პიტის კლდე ჩაძირული ატოლი 1317 07°04′ ს. გ. 71°21′ ა. გ. / 7.067° ს. გ. 71.350° ა. გ. / -7.067; 71.350 (პიტის კლდე)
13 დიეგო-გარსია ატოლი 32.8 174 42) 07°19′ ს. გ. 72°25′ ა. გ. / 7.317° ს. გ. 72.417° ა. გ. / -7.317; 72.417 (დიეგო გარსია)
14 განგსის კლდე ჩაძირული ატოლი 30 07°23′ ს. გ. 70°58′ ა. გ. / 7.383° ს. გ. 70.967° ა. გ. / -7.383; 70.967 (განგსის კლდე)
15 უაიტის კლდე 3 07°25′ ს. გ. 71°31′ ა. გ. / 7.417° ს. გ. 71.517° ა. გ. / -7.417; 71.517 (უაიტის კლდე)
16 სენტურიონის კლდე 25 07°39′ ს. გ. 70°50′ ა. გ. / 7.650° ს. გ. 70.833° ა. გ. / -7.650; 70.833 (სენტურიონის კლდე)
ჩაგოსის არქიპელაგი არქიპელაგი 56.13 15 427 64 04°54' to 07°39'S
70°14' to 72°37' E
1) მშრალი ქვიშოვანი ქიმების რიგი
2) მთავარი კუნძული და სამი მომცრო კუნძული ჩრდილოეთ დაბოლოებაში

არქიპელაგის პირველი დარეგისტრირებული აღმოჩენა განხორციელდა XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც გამოჩენილმა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ვასკო და გამამ აღწერა არქიპელაგის რამდენიმე პატარა კუნძული. XVIII საუკუნეში საფრანგეთმა არქიპელაგი გამოაცხადა როგორც მავრიკის კოლონიის ნაწილი. არქიპელაგის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ფრანგები, რომლებმაც დააარსეს თავიანთი დასახლება 1785 წელს. 1786 წლის 27 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა არქიპელაგი გამოაცხადა თავის საკუთრებად, როგორც სეიშელის კუნძულების შემადგენელი ნაწილი. 1814 წელს არქიპელაგი საფრანგეთმა გადასცა დიდ ბრიტანეთს და გამოაცხადა როგორც მავრიკის კოლონიის ნაწილი[1].

1810 წლის 17 მაისს არქიპელაგი გახდა დიდი ბრიტანეთის კოლონია სეიშელის კუნძულების ნაწილი. 1814 წლის 30 მაისს პარიზის ხელშეკრულებით დადასტურდა დიდი ბრიტანეთის საკუთრების უფლება ჩაგოსის არქიპელაგზე[2].

XIX საუკუნეში ჯერ ფრანგებმა და შემდგომში ბრიტანელებმა არქიპელაგზე დაიწყეს ქოქოსის პლანტაციების შექმნა, რისთვისაც აფრიკიდან შემოყავდათ მონები.

1960-იან წლებამდე არქიპელაგზე ცხოვრობდა დაახლოებით 2000 ჩაგოსელი — XIX საუკუნეში შემოყვანილი მონების შთამომავლები. 1966–1973 წლებში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ისინი კომპენსაციის გადახდის შემდეგ არქიპელაგიდან გადაასახლა მავრიკიზე და სეიშელის კუნძულებზე. ბევრი მათგანი შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა გაერთიანებულ სამეფოში. დიეგო-გარსიის კუნძული ფაქტიურად გახდა ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ბაზა.

1968 წლის 12 მარტს მავრიკიმ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მაგრამ მანამდე, 1965 წლის ნოემბერში, გაერთიანებულმა სამეფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის «კოლონიალური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ» № 1514 დეკლარაციის დარღვევით[3], რომელიც კოლონიას აძლევდა ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას და მათი დამოუკიდებლობის უფლებას, მიიღო კანონი «ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის ტერიტორიის შესახებ», რომლის თანახმადაც ჩაგოსის არქიპელაგი გამოეყოფოდა მავრიკის და რჩებოდა დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ. მიუხედავად ამისა მავრიკი დღევანდელ დღემდე აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას ჩაგოსის არქიპელაგზე.

მეორე პრობლემა ესაა არქიპელაგიდან გასახლებული მაცხოვრებლები და მათი შთამომავლები. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ რამდენჯერმე უარყო მათი მოთხოვნა არქიპელაგზე დაბრუნების შესახებ, საქმე ჯერ კიდევ შორსაა დამთავრებამდე. მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მიდის გარკვეულ დათმობებზე. თუ არქიპელაგის ყოფილ მაცხოვრებლებს გასახლების შემდეგ უკან შესვლა ეკრძალებოდათ, XXI საუკუნის დასაწყისში უკვე არქიპელაგი მოინახულა დაახლოებით ასამდე ჩაგოსელმა.

დიეგო-გარსიის სამხედრო ავიაბაზას ამერიკული ავიაცია იყენებდა ავღანეთზე და ერაყზე სამხედრო თავდასხმებისას. 2016 წელს ამერიკული არენდა გაგრძელდა 2036 წლამდე[4].

2016 წლის 16 ნოემბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა აკრძალვა არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობის დაბრუნებაზე[5]. მავრიკის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა მიმართოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილების გამო[6]. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიმართა ინდოეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პრობლემის გადაწყვეტაში დასახმარებლად[7].

2017 წლის ივნისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მავრიკის მიერ წამოყენებულ რეზოლუციას (აშშ იყო წინააღმდეგი) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმართვის აუცილებლობაზე ჩაგოსის არქიპელაგის სამრთლებრივ სტატუსთან დაკავშირებით[8].

2019 წლის 25 თებერვალს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა კონსულტატიური გადაწყვეტილება 1965 წელს მავრიკიდან ჩაგოსის არქიპელაგის გამოყოფის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამასთან ერთად საერთაშორისო სასამართლო 13 ხმით ერთის წინააღმდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ: 1) საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით მავრიკის დეკოლონიზაციის პროცესი იურიდიულად არ იყო დამთავრებული, როდესაც ჩაგოსის არქიპელაგის გამოყოფის შემდეგ ამ ქვეყანამ 1968 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა; 2) გაერთიანებული სამეფო ვალდებულია რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ჩაგოსის არქიპელაგის მართვა; 3) ყველა სახელმწიფო-წევრები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ გაეროსთან მავრიკის დეკოლონიზაციის დამთავრების მიზნით[9].

22 მაისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით — 116 ხმა თანახმა, 6 ხმა წინააღმდეგი და 56-მა ხმამ თავი შეიკავა[10][11].

გაერთიანებულმა სამეფომ არ აღიარა მავრიკის პრეტენზიები, უარს არ ამბობდა ჩაგოსის არქიპელაგის დათმობაზე და იგნორირებას უკეთებდა გაეროს მოთხოვნებს არქიპელაგის დაბრუნებაზე. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განახორციელებს ადრე მიცემულ ვალდებულებებს მავრიკიზე არქიპელაგის გადაცემის თაობაზე მას შემდეგ, როგორც კი არქიპელაგი აღარ იქნება საჭირო თავდაცვის მიზნებისათვის. მიუხედავად ამისა, 2022 წლის 3 ნოემბერს გამოცხადდა, რომ გაერთიანებული სამეფო დათანხმდა მავრიკისთან არქიპელაგის სუვერენიტეტის გადაცემაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის იმ პირობით, რომ იქ შენარჩუნდებოდა თავისი სამხედრო ბაზა[12].

2024 წლის შემოდგომაზე გაერთიანებული სამეფო დათანხმდა მავრიკის გადასცეს ჩაგოსის არქიპელაგი[13][14]. არქიპელაგის გადაცემაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 22 მაისს იმ პირობით, რომ ატოლი დიეგო-გარსია იჯარით გადაეცემა გაერთიანებულ სამეფოს როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში.[15]

ამ შეთანხმების პირობების საფუძველზე მავრიკის სუვერენიტეტი ვრცელდება არქიპელაგ ჩაგოსის მთელ ტერიტორიაზე ატოლ დიეგო-გარსიის ჩათვლით. ატოლ დიეგო-გარსიაზე გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა ადმინისტრაციული უფლებები, ატოლის გარშემო 12 მილიანი ზონის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია საკუთარი სამხედრო ბაზების შესანახად ატოლზე როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში. გაერთიანებულ სამეფო პასუხს აგებს ატოლის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე. გაერთიანებული სამეფო ფლობს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო იურისდიქციას ატოლზე არსებულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. მავრიკი ფლობს იურისდიქციას საკუთარი მოქალაქეებისა და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სამხედრო ბაზებთან. გაერთიანებულ სამეფოს არა აქვს უფლება ატოლზე გამოუშვას მონეტები ან საფოსტო მარკები, ასევე დაარეგისტრიროს ბავშვების დაბადება, სამხედრო ბაზებთან კავშირის არმქონე პიროვნებების გარდაცვალება ან ქორწინება. არქიპელაგის ბუნებრივი და საზღვაო რესურსები ეკუთვნის მავრიკის, რომელიც ასევე ფლობს პასუხისმგებლობას გარემო პირობების შენარჩუნებაში და მართვაში. 1966–1973 წლებში გადასახლებულ ჩაგოსელებს და მათ შთამომავლებს არა აქვთ უფლება დაბრუნდნენ დიეგო-გარსიის ატოლზე.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Christian Nauvel (2007). „A Return from Exile in Sight? The Chagossians and Their Struggle“ (PDF). Northwestern Journal of International Human Rights. 5 (1): 6. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2 March 2011. ციტირების თარიღი: 17 July 2014.
  2. Seychelles. ციტირების თარიღი: 2020-01-22
  3. 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაცია № 1514 «კოლონიალური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ» (მიღებული იქნა გენერალური ასამბლეის მე-15 სესიაზე). ციტირების თარიღი: 2020-01-22, სტატია მე-6
  4. დიდი ბრიტანეთი არ თმობს არქიპელაგს აფრიკაში. მას ბრალს დებენ კოლონიალურ მისწრაფებებში. ციტირების თარიღი: 2020-01-22
  5. Chagos islanders cannot return home, UK Foreign Office confirms. The Guardian (2016-11-16).
  6. Mauritius threatens to take Chagos Islands row to UN court. The Guardian (2016-11-17).
  7. U.K. seeks Indian help in resolving Chagos Archipelago dispute . The Hindu. ციტირების თარიღი: 2020-01-22
  8. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ბრიტანეთის ჩაგოსის არქიპელაგის სტატუსს. ვზგლიადი (ინტერნეტ-გაზეთი) (2017-06-23). ციტირების თარიღი: 2020-01-22
  9. https://legal.un.org/icjsummaries/documents/russian/232.pdf
  10. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოითხოვა ლონდონისაგან გადასცეს ჩაგოსის არქიპელაგის მართვა მავრიკის. გაეროს ახალი ამბები (2019-05-22). ციტატა: „გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საერთაშორისო სასამართლოზე დაყრდნობით, მოითხოვა, რომ არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც მართავს ჩაგოსის არქიპელაგს, იქიდან გაიწვიოს საკუთარი ადმინისტრაცია. დღეს მიღებული რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს გაეროს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც ჩაგოსის არქიპელაგი არის მავრიკის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. <…> რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116-მა სახელმწიფომ, 6 წავიდა წინააღმდეგი და 56-მა თავი შეიკავა. წინააღმდეგ მისცეს ხმა ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, უნგრეთმა, მალდივმა, ისრაელმა და აშშ-მ.“ ციტირების თარიღი: 2019-05-23
  11. Bowcott, Owen. ; Borger, Julian (2019-05-22) UK suffers crushing defeat in UN vote on Chagos Islands. The Guardian. ციტირების თარიღი: 2019-05-23
  12. Wintour, Patrick. (2022-11-03). „UK agrees to negotiate with Mauritius over handover of Chagos Islands“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-03. ციტირების თარიღი: 2022-11-03.
  13. UK will give sovereignty of Chagos Islands to Mauritius დაარქივებული 2022-06-09 საიტზე Wayback Machine. // bbc.com.(ინგლისური)
  14. გაერთიანებული სამეფო გადასცემს მავრიკის ჩაგოსის არქიპელაგს მრავალწლოვანი დავების შემდეგ დაარქივებული 2024-10-04 საიტზე Wayback Machine. // ბი-ბი-სი
  15. UK signs deal to hand Chagos Islands to Mauritius. ციტირების თარიღი: 22 May 2025
  16. https://www.gov.uk/government/publications/ukmauritius-agreement-concerning-the-chagos-archipelago-including-diego-garcia-cs-mauritius-no12025