ჩაგირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩაგირი
Bergenia crassifolia a1.jpg
სქელფოთოლა ჩაგირი — გვარის ტიპური სახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bergenia Moench, 1794
სინონიმები

ჩაგირი (ლათ. Bergenia) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. აზიაში გავრცელებული 10-მდე სახეობიდან ყოფილ სსრკ-ში იზრდებოდა 6. უფრო ჩვეულებრივია სქელფოთოლა ჩაგირი (ლათ. Bergenia crassifolia), რომელიც გვხვდება ციმბირში, მონღოლეთსა და ნაწილობრივ შუა აზიის მაღალმთის სარტყელებში კლდეებსა და ქვიან ადგილებზე. მისი ფესურა და ფოთლები შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. იყენებენ სამკურნალოდ, ხმარობენ ჩაის ნაცვლად (ფოთლების ნაყენი). კულტივირებულია ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე (ზოგან) და დასავლეთ ევროპაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]