ჩაგა
ჩაგა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Inonotus obliquus (Ach. ex Pers.) Pilát (1942) | |||||||||||||||
|
ჩაგა (ლათ. Inonotus obliquus) — ბაზიდიუმიანი სოკო ინონოტუსის გვარისა.
ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და სიმსივნის წინააღმდეგ სამკურნალოდ (თუმცა დამადასტურებელი ფაქტი მისი სამკურნალო თვისებების შესახებ არ არსებობს).
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაგა წარმოიშობა პარაზიტი სოკო Inonotus obliquus-ის მიერ ხის დაინფიცირების შემდეგ. სპორები აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, თუ კი მოხვდება დაზიანებული ხის ქერქში.
ნაყოფსხეული ძირითადად წარმოიშობა ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე (იშვიათად მურყანზე, ცირცელზე, თელაზე, ასევე ნეკერჩხალზე) ამობურცული ამონაზარდის სახით. მისი გახევებული სხეულის ზედაპირი უსწორმასწოროდაა დახეთქილი, შავი ფერისაა, ადგილ-ადგილ მუქ-მურა ფერი დასდევს. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანთებით.
სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ბრტყელია, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქ ფერს იღებს. მრავალწლოვანია.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაგა ძირითადად გავრცელებულია რუსეთის არყის ტყეებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე კორეასა და აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში და აპალაჩების მთებში.
სამეცნიერო სინონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boletus obliquus Ach. ex Pers. (1801)
- Polyporus obliquus (Ach. ex Pers.) Fr. (1821)
- Physisporus obliquus (Ach. ex Pers.) Chevall. (1826)
- Poria obliqua (Ach. ex Pers.) P.Karst. (1881)
- Fomes obliquus (Ach. ex Pers.) Cooke (1885)
- Phaeoporus obliquus (Ach. ex Pers.) J.Schröt. (1888)
- Mucronoporus obliqua (Ach. ex Pers.) Ellis & Everh. (1889)
- Scindalma obliquum (Ach. ex Pers.) Kuntze (1898)
- Phellinus obliquus (Ach. ex Pers.) Pat. (1900)
- Xanthochrous obliquus (Ach. ex Pers.) Bourdot & Galzin (1928)
- Fuscoporia obliqua (Ach. ex Pers.) Aoshima (1951)[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 43, ISBN 99940-856-1-1.
- Пастушенков, Л. В. Лекарственные растения. — СПб. : Лениздат, 1990. — С. 378. — 384 с. — 800 000 экз. — ББК 633.8. — ISBN 5-289-01148-X.
- Баландайкин М. Э., Змитрович И. В. Чага (Inonotus obliquus f. sterilis) как фармакологически ценное сырье и её ресурсный потенциал — 2015». Том 2. Лекарство. Биологии. География и геология. София, 2015. С. 58-59.
- Cui Y., Kim D. S., Park K. C. Antioxidant effects of Inonotus obliquus // J Ethnopharmacol. — 2005. — 96 (1-2). — P. 79—85. — ISSN: 0378-8741
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Inonotus obliquus (Ach. ex Pers.) Pilát 1942. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2011-10-11.