ჩაბერვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაბერვა

  • შიგაწვის ძრავაშიძრავის ცილინდრში საწვავის ნარევის მუხტის რაოდენობის გაზრდა ამ ნარევის შეშვების დრო წნევის გაზრდის ხარჯზე. ჩაბერვას იყენებენ სიმძლავრის გასაზრდელად (20-45%), აგრეთვე მის საკომპენსაციოდ ძრავიანი დანადგარის დიდ სიმაღლეზე მუშაობის დროს.
    • აგრეგატული ჩაბერვა ხორციელდება ამძრავი კომპრესორის, ტურბოკომპრესორის ან კომბინირებული კომპრესორის საშუალებით.
    • ვრცელდება უაგრეგატო ჩაბერვა (დინამიური, ჩქარული და სხვ.), რომლის საშუალებით შესაძლებელი ხდება ძრავის ფორსირება და მისი მუშაობის ეკონომიური მაჩვენებლის გაუმჯობესება.
  • რაკეტულ ტექნიკაში — საწვავის ავზებში ჭარბი წნევის შექმნა ძრავის დანადგარის ტუმბოებში საწვავის კავიტაციის თავიდან ასაცილებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]