შინაარსზე გადასვლა

ჩაბა ბოიტე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაბა ბოიტე
Böjte Csaba
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1959
კლუჟი, რუმინეთი
ეროვნება უნგრელი, რუმინელი
მოქალაქეობა რუმინეთი
საქმიანობა ფრანცისკანელი ბერი, წმინდა ფრანცისკის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი

ჩაბა ბოიტე (უნგრ. : Böjte Csaba; დ. 24 იანვარი, 1959, კლუჟი, რუმინეთი) — ეთნიკურად უნგრელი ფრანცისკანელი ბერი, მწერალი, ჰუმანიტარი და რუმინეთის წმინდა ფრანცისკეს ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი ფონდი მუშაობს ტრანსილვანიაში უსახლკაროების და ობლების გადასარჩენად. ფონდი უზრუნველყოფს საკვებით, საცხოვრებლით და განათლებით ღარიბ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა დიდი ნაწილი იტანჯება უკიდურესი სიღარიბისა და კვების ქრონიკული უსაფრთხოების გამო. ამჟამად 2500-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს წმინდა ფრანცისკეს ფონდის სახლებსა და თავშესაფრებში, ხოლო ასობით სხვა ბავშვი მონაწილეობს ორგანიზაციის მზრუნველობის სისტემაში.[1][2]

ჩაბა ბოიტე დაიბადა ეთნიკურად უნგრულ ოჯახში კლუჟ-ნაპოკაში (ყოფილი კლუჟი), რუმინეთი - ტრანსილვანიის ქალაქში, რომელსაც უნგრულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ჰყავს. ბოიტე სპეციალიზაციას გადიოდა ავტომექანიკაში, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ერთი წლით მაღაროში მუშად ემუშავა ჰარგიტას შორეულ მთებში. ეს მკვეთრი კარიერული ცვლილება გააკეთა იმისათვის, რომ გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები მღვდლობის მომზადების მიზნით.[3][2] ბოიტეს მამა იყო პოეტი და ცხოვრობდა ტრანსილვანიაში ჩაუშესკუს კომუნისტური დიქტატურის დროს, რომლის ქვეშაც მას შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მისი ერთ-ერთი ლექსის შინაარსის გამო. ოთხნახევარი წლის პატიმრობის შემდეგ, ბოიტეს მამა გაიქცა ციხიდან, სადაც მას აწამებდნენ, და გარდაიცვალა გაქცევიდან ორი წლის შემდეგ მიღებული ჭრილობების გამო. მამის სიკვდილი გადამწყვეტი მომენტი იყო ჩაბა ბოიტეს ცხოვრებაში, და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო.[4][5] ბოიტე შეუერთდა ფრანცისკანელთა ორდენს 1982 წელს, ჩაუშესკუს დიქტატურის ქვეშ, და მისი ინდუქცია საიდუმლოდ შედგა. მღვდლური განათლება მიიღო ეშტერგომში და 1989 წელს ჩაბა ბოიტე აკურთხეს მღვდლად.[6] როგორც მღვდელი, რომელიც მუშაობდა ტრანსილვანიის სხვადასხვა ადგილებში, მამა ბოიტე დასახლდა დევაში, სადაც რამდენიმე უსახლკარო ობოლი ბავშვი ქუჩებიდან აიყვანა და თავის მზრუნველობის ქვეშ მოაქცია. მამა ბოიტემ გაუხსნა საკეტი მიტოვებულ ფრანცისკანელ მონასტერს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოიყენებოდა, და იქ უსახლკარო ბავშვები შეასახლა. რუმინეთის ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია ამას და არაერთხელ უბრძანა მამა ბოიტეს მონასტრის დატოვება, მიწის უკანონო დაკავების საბაბით. მამა ბოიტემ უპასუხა, რომ რუმინულ პოლიციას ფიზიკურად მოუწევდა ბავშვების გაყვანა.[7] მამა ბოიტეს მოუწყობელი ობლების სახლის შესახებ ცნობები გავრცელდა მთელ დევაში, შემდეგ კი ტრანსილვანიასა და უნგრეთშიც. ძირითადი საცხოვრებელი საჭიროებების უზრუნველყოფის გარდა, ბოიტე ასევე ზრუნავდა ობლების განათლებაზე, რაც მოიცავდა რელიგიურ და მორალურ განათლებას. მამა ბოიტეს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ობლებიდან ბევრმა შემდგომ უნივერსიტეტებში და სასაწავლო დაწესებულებებში განაგრძო სწავლა. 1993 წელს პირველი ობლების სახლის გახსნის შემდეგ, მამა ბოიტემ წმინდა ფრანცისკეს ფონდის მეშვეობით 6000-ზე მეტ ობოლს დაეხმარა საცხოვრებელი, საკვები და განათლების მიღებაში, ამჟამად კი 2500-ზე მეტი ბავშვი იმყოფება ფონდის მზრუნველობის ქვეშ.[8]

ობლების სახლები და საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩაბა ბოიტე ობლებთან ერთად, 2011 წელი

მიტოვებული მონასტრის უკანონო დაკავების შემდეგ, რომელიც ობლების სახლად გარდაიქმნა, მამა ბოიტემ და მის მზრუნველობაში მყოფ ობლებმა შენობა ოთახ ოთახად მოაწყვეს. მათ ასევე გააშენეს საკუთარი ბაღჩა, დაწყებითი სკოლა და ადმინისტრაციული შენობა. მამა ბოიტემ და წმინდა ფრანცისკეს ფონდმა იყიდეს ორი საცხოვრებელი შენობა მონასტერთან ახლოს, რომლებიც გამოიყენეს ობლების მსახურ ოჯახებში დასაბინავებლად, ზოგადად 8-10 ბავშვი ერთ მზრუნველ მშობელზე. ეს ოჯახური ჯგუფები შედგება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისგან, რათა უფროსებმა დამატებითი პასუხისმგებლობა აიღონ სახლში და დაეხმარონ უმცროსების მზრუნველობაში.[9] წმინდა ფრანცისკეს ფონდის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი მოდის შემოწირულობებიდან, რომელიც ხშირად გამოიყენება მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად ახალი ობლების სახლების დასაფუძნებლად, რათა შეძლონ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მზარდი რაოდენობის მომსახურებისათვის. ფონდი მუშაობს მოხალისეების მხარდაჭერით, რომლებიც ეხმარებიან ბავშვების მზრუნველობაში, ასევე საჭმლის მომზადებაში, დასუფთავებასა და მშენებლობაში.[10] ჩაბა ბოიტემ გამოაქვეყნა მრავალი წიგნი, სტატია და ესე.[11] წმინდა ფრანცისკეს ფონდთან მუშაობის პარალელურად, ჩაბა ბოიტე აგრძელებს ლიტურგიების ჩატარებას და გამოსვლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ფონდის მიერ დაარსებული ობლების სახლები ახლაც ფინქციონირებს ტრანსილვანიის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ (2010) 2010 Erdélyi magyar ki kicsoda, Horváth, Andor, Ágoston, Hugó, Kántor, Lajos, Romániai Magyar Demokrata Szövetség., [3-ik. kiad.], [Bucharest]: Romániai Magyar Demokrata Szövetség. ISBN 978-973-0-07256-3. OCLC 624430830. 
  2. 1 2 Father Csaba Böjte – Budapest Forum for Christian Communicators en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-08. ციტირების თარიღი: 2020-04-06
  3. ↑ Szent Ferenc Alapítvány | Alapítványunk története hu-HU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-23. ციტირების თარიღი: 2020-04-06
  4. ↑ Böjte Csaba testvér. ციტირების თარიღი: 2020-04-06
  5. ↑ Karikó, Éva (2018). Ki a szívét osztja szét – Böjte Csaba élete és munkássága az édesanyja szemével. Budapest, Hungary: Helikon Kiado. ISBN 9789634791904. 
  6. ↑ Ki a szívét osztja szét – Csaba testvér élete és munkássága az édesanyja szemével hu. ციტირების თარიღი: 2020-04-07
  7. ↑ Böjte Csaba - Szerzők - Helikon (2014-04-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-03. ციტირების თარიღი: 2020-04-06
  8. ↑ Megosztom, Törődés és jóság örökségbe 2018 07 07 17:49. Így zajlik az élet Böjte Csaba otthonaiban hu. ციტირების თარიღი: 2020-04-07
  9. ↑ Böjte Csaba: A pap, aki 6000 gyermek apja hu. ციტირების თარიღი: 2020-04-07
  10. ↑ Csaba testver Nagy Csaladja დაარქივებული 2023-10-20 საიტზე Wayback Machine. szentferencalapitvany.org
  11. ↑ Szent Ferenc Alapítvány | Önkéntesség hu-HU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-23. ციტირების თარიღი: 2020-04-06