ჩაბარუხის მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩაბარუხის მთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 3150 
ქედი გერმუხის ქედი

ჩაბარუხი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს გერმუხის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარეების პატარა ლიახვისა და მისი მარჯვენა შენაკადის ჩაბარუხისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 3150 . აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და მერგელებით. კალთებზე შემორჩენილია მყინვარული ფორმები ცირკებისა და ტროგების სახით. შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]