შინაარსზე გადასვლა

შხამიანი ქამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შხამიანი ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  შხამიანი ქამა
ლათინური სახელი
Agaricus xanthodermus (Genev., 1876)

შხამიანი ქამა (ლათ. Agaricus xanthodermus) — შხამიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.

იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში. გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ლეონ გასტონ ჟენევიემ 1876 წელს როგორც Agaricus xanthodermus.[1][2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Pratella xanthoderma (Genev.) Gillet, 1884
  • Psalliota xanthoderma (Genev.) Richon & Roze, 1885
  • Fungus xanthodermus (Genev.) Kuntze, 1898

და სხვა.

ქუდის დიამეტრი 5-15 სანტიმეტრს აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, გლუვი ზედაპირით, ჯერ თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ — ყავისფერი. ხელის დაჭერისას ყვითელ ფერს იღებს.

რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო. ახასიათებს ფენოლის უსიამოვნო სუნი (ე.წ. „აფთიაქის სუნი“).

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თხელი აქვს, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 5–15 სმ-მდე სისქე — 1-2 სმ-მდე, თეთრი ფერის ფუყე, ძირისკენ გამსხვილებულია. გააჩნია საყელო.

სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 5-5,8 მკმ.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, დასავლეთ აზიაში აღმოსავლეთ ანატოლიისა[3] და ირანის ჩათვლით,[4] ასევე ჩრდილოეთ[5] და სამხრეთ აფრიკაში.[6] ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში.

შხამიანი სოკოა. მოწამვლის სიმპტომებია ძლიერი ღიბინება და დიარეა, მძიმე შემთხვევაში თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[7][8] მომზადებისას ფენოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრდება.[9]

  • საკვებად ვარგისი მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis), რომელსაც შხამიანი ორეულისგან განსხვავდებით არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი.
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 165, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nowadays there is also a French Mycological Society დაარქივებული 28 September 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , but in 1876 fungi were considered under botany.
  2. See the entry in Index Fungorum.
  3. Demirel K, Uzun Y, Kaya A (2004). „Some Poisonous Fungi of East Anatolia“ (PDF). Turk J Bot. 28: 215–19. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2005-05-05. ციტირების თარიღი: 2008-02-08.
  4. Asef Shayan, M.R. (2010). قارچهای سمی ایران (Qarch-ha-ye Sammi-ye Iran) (Persian). Iran shenasi, გვ. 214. ISBN 978-964-2725-29-8. 
  5. Courtecuisse, R. (1994). Guide des champignons de France et d'Europe. Delachaux et Niestlé, გვ. 258. ISBN 2-603-00953-2.  Also available in English.
  6. Van der Westhuizen, GCA and Eicker, A (1994) Mushrooms of Southern Africa, Field Guide. Struik Publishers, Cape Town.
  7. Roger Phillips. Agaricus xanthodermus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2012-07-19.
  8. Genevier L. G. (1876). „Étude sur les champignons consommés à Nantes sous le nom de champignon rose ou de couche (Agaricus campestris L.)“. Bulletin de la Société Botanique de France (French). 23: 28–35. doi:10.1080/00378941.1876.10825614. The paper is available on-line here. On page 32 it is stated that some people can eat A. xanthodermus with impunity.
  9. Peter Jordan (2000). The Mushroom Guide and Identifier: The Ultimate Guide to Identifying, Picking and Using Mushrooms. London: Hermes House, გვ. 100. ISBN 1-84038-574-X.