შხამა
| შხამასოკო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
პიაჩენცა, იტალია | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Amanita phalloides (Vaill. ex Fr.) Link. (1833) | |||||||||||||||
| |||||||||||||||
შხამა[1][2], აგრეთვე შხამასოკო (ლათ. Amanita phalloides) — სასიკვდილოდ შხამიანი ბაზიდიუმიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. მისი ქუდი 5–15 სმ დიამეტრისაა, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, ასაკთან ერთად კი ბრტყელდება. შეფერილობა ვარირებს ღია მწვანე, მოყვითალო-მწვანე, ზეთისხილისფერ, ბრინჯაოსფერ ან თეთრ ტონებში. ფირფიტები ხშირი, თავისუფალი და თეთრია. ფეხი — 8–15 სმ სიგრძის და 1–2 სმ სისქის, მკაფიოდ გამოხატული განიერი, თეთრი ან მომწვანო საყელოთი, ძირში ბოლქვისებურადაა გამსხვილებული და მოთავსებულია თეთრ, ტომრისებრ ვოლვაში. რბილობი თეთრი და ხორცოვანია, გადატეხისას ფერს არ იცვლის. სპორების ანაბეჭდი — თეთრი.
შხამა ევროპის მკვიდრი სახეობაა,[3] თუმცა გვიანი მეოცე საუკუნიდან მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდა.[4][5][6][7] შხამა ექტომიკორიზას სხვადასხვა ფართოფოთლოვან ხეებთან წარმოქმნის. გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.[8] ნაყოფსხეული ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩნდება; ქუდი როგორც წესი, მომწვანო ფერისაა, თეთრი ფეხითა და ფირფიტებით. ქუდის ფერი ცვალებადია, მათ შორის გვხვდება თეთრი ფორმებიც, ამიტომაც ფერი სოკოს განმსაზღვრელი ნიშანი არ არის.
ეს ტოქსიკური სოკო მეტად წააგავს რამდენიმე საკვებ სახეობას (განსაკუთრებით ნიყვს), რომლებსაც ადამიანები ხშირად მოიხმარენ, რაც შემთხვევითი მოწამვლის რისკს ზრდის. ამატოქსინები, ამ სოკოებში აღმოჩენილი ტოქსინების კლასი, თერმოსტაბილურია: ისინი მდგრადია სიცხით გამოწვეული ცვლილებების მიმართ, ამიტომ მათი ტოქსიკური ეფექტები არ მცირდება მომზადებისას.
შხამა ყველაზე შხამიან სოკოდ არის მიჩნეული.[9][10][11] ვარაუდობენ, რომ სოკოს ნახევარიც კი საკმარისია ზრდასრული ადამიანის მოსაკლავად.[12] იგი აგრეთვე ყოველწლიურად სოკოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 90%-ზეა პასუხისმგებელი.[13] სავარაუდოდ, სწორედ, შხამათი გარდაიცვალნენ რომის იმპერატორი კლავდიუსი 54 წელს და საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI 1740 წელს.[14]
აღნიშნული სოკო მრავალი სამეცნიერო კვლევის ობიექტი გახდა, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილი იქნა მისი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მნიშვნელოვანი ნაწილი. ძირითადი ტოქსიკური კომპონენტია α-ამანიტინი, რომელიც იწვევს ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობას.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სიკვდილის ქუდი“ — სწორად ასე მოიხსენიება შხამა ლათინურად ინგლისელ ექიმ თომას ბრაუნსა და კრისტოფერ მერეტს შორის მიმოწერაში.[15] შხამა პირველად ფრანგმა ბოტანიკოსმა სებასტიენ ვაიანმა 1727 წელს აღწერა, თუმცა ამ აღწერილობაში ყველა თეთრი ამანიტა გააერთიანა.[16] 1821 წელს ელიას მაგნუს ფრისმა ის აღწერა როგორც Agaricus phalloides.[17] საბოლოოდ, 1833 წელს, იოჰან ჰაინრიხ ფრიდრიხ ლინკმა დაამკვიდრა სახელწოდება Amanita phalloides.[18] მიუხედავად იმისა, რომ ლუი სეკრეტანმა სახელი A. phalloides ლინკზე ადრე გამოიყენა, ნომენკლატურული თვალსაზრისით იგი უარყოფილ იქნა, რადგან სეკრეტანი თავის ნაშრომებში ბინომიალურ ნომენკლატურას თანმიმდევრულად არ იყენებდა;[19][20] თუმცა, ზოგიერთი ტაქსონომისტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.[21][22]
შხამა წარმოადგენს ამანიტას გვარის Phalloideae სექციის ტიპურ სახეობას — ჯგუფი, რომელიც აერთიანებს დღემდე იდენტიფიცირებულ ყველა მომაკვდინებლად შხამიან ამანიტას. მათ შორისაა, „გამანადგურებელი ანგელოზების“ სახელით ცნობილი სოკოები, კერძოდ: Amanita virosa, Amanita bisporigera, Amanita ocreata, Amanita verna და ათზე მეტი სხვა სახეობა. ტერმინი „გამანადგურებელი ანგელოზი“ ზოგჯერ შხმას მიმართაც გამოიყენება, თუმცა ინგლისურ ენაში მისი ყველაზე გავრცელებული ხალხური სახელია „სიკვდილის ქუდი“. სხვა გავრცელებულ სახელებს შორის ასევე გვხვდება „მყრალი ამანიტა“[23] და „მომაკვდინებელი ამანიტა“.[24]
იშვიათი, სრულიად თეთრი ფორმა, რომელიც ჩვეულებრივი შეფერილობის შხამას გვერდით იზრდება, თავდაპირველად მაქს ბრიტცელმაირმა აღწერა, როგორც Amanita phalloides f. alba,[25][26] თუმცა მისი სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო. 2004 წელს იგი აღიწერილ იქნა, როგორც დამოუკიდებელი ვარიაცია და მოიცვა ის ფორმაც, რომელსაც მანამდე Amanita verna var. tarda-ს უწოდებდნენ.[27] ნამდვილი Amanita verna (ქართ. გაზაფხულის შხამა) ნაყოფს გაზაფხულზე იძლევა და კალიუმის ჰიდროქსიდის ($KOH$) ხსნართან ურთიერთქმედებისას ყვითლდება, მაშინ როდესაც შხამა ფერს არასოდეს იცვლის.[28]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შხამას გააჩნია დიდი და შთამბეჭდავი ეპიგეური (მიწისზედა) ნაყოფსხეული (ბაზიდიოკარპი), რომლის ქუდი ჩვეულებრივ 5-დან 15 სმ-მდე დიამეტრისაა, თავდაპირველად მომრგვალო და ნახევარსფეროსებრია, თუმცა ასაკთან ერთად ბრტყელდება.[29] ქუდის ფერი შეიძლება იყოს ღია მწვანე, მოყვითალო-მწვანე, ზეთისხილისფერი, ბრინჯაოსფერი, ან თეთრი; კიდეები ხშირად უფრო ღიაა, სადაც შესაძლოა მუქი ზოლები ჰქონდეს;[30] წვიმის შემდეგ კი ხშირად კიდევ უფრო ღია შეფერილობას იღებს. დასველებული ქუდის ზედაპირი წებოვანია და ადვილად იქერცლება, რასაც ბევრი გამოუცდელი მესკოვე შეცდომაში შეყავს, რადგან გავრცელებული მცდარი აზრის მიხედვით, ქუდი მხოლოდ საკვებად ვარგის სოკოებს ექერცლება.[31] ფირფიტები ხშირი, თეთრი და თავისუფალია. ასაკთან ერთად მკრთალ-მწვანე ფერს იღებს.
ფეხის სიგრძე — 8-დან 15 სმ-მდე, სისქე — 1-დან 2 სმ-მდე, ნაცრისფერ-ზეთისხილისფერი ქერცლებით, რომელიც ქმნის ზიგზაგისებურ ორნამენტს. ახასიათებს განიერი, მოშვებული, თეთრი, მომწვანო, ზემოდან რადიალურად დაზოლილი საყელო,[1] ჩვეულებრივ 1-დან 1.5 სმ-მდე. ძირისკენ ბოლქვისებურად გამსხვილებული, დაფლეთილი, ტომრისებრი თეთრი ვოლვით. ვოლვა შესაძლოა მცენარეული/ფოთლოვანი ნარჩენებით იყოს დაფარული.
რბილობი — თეთრი,[2] ხორცოვანია, გადატეხისას ფერს არ იცვლის. ნორჩობაში ახასიათებს სასიამოვნო თაფლისებრი ტკბილი სუნი, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერდება და ხდება გამაღიზიანებელი, ზედმეტად ტკბილი და უსიამოვნო.[32]
სპორების ანაბეჭდი თეთრია, რაც ამანიტასთვის დამახასიათებელი თვისებაა. სპორები— 7-12 x 6-9 მკმ, გამჭირვალე, გლუვი, ელიფსისებრი, ამილოიდური.[33]
ნორჩი ეგზემპლარები თავიდან მიწიდან თეთრი კვერცხის მსგავსად ამოდის, რომელიც დაფარულია საერთო საბურველით, შემდეგ კი ის იშლება და რჩება ვოლვა.
ბიოქიმია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ცნობილია, შხამა შეიცავს ორი ძირითადი ჯგუფის ტოქსინებს, ორივე მულტიციკლური პეპტიდები გავრცელებულია მთელ სოკოში და იწვევს უჯრედების დამანგრეველ აქტივობას in vitro-ში. აგრეთვე, გამოყოფილია არადაკავშირებული ნაერთი, ანტამანიდი.
ამატოქსინები შედგება, სულ მცირე, რვა მსგავსი სტრუქტურის მქონე ნაერთისგან, ეს არის რვა ამინომჟავის რგოლი; ისინი გამოყოფილ იქნა 1941 წელს ჰაინრიხ ვილანდისა და რუდოლფ ჰალერმაიერის მიერ.[4] ამატოქსინებიდან, α-ამანიტინი არის წამყვანი კომპონენტი β-ამანიტინთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ტოქსიკურ მოქმედებებზე.[34][35] მათი ძირითადი ტოქსიკური მექანიზმია რნმ პოლიმერაზა II-ის ინჰიბირება, სასიცოცხლო ფერმენტი ინფორმაციული რნმ-ის (mRNA), მიკრორნმ-ის და მცირე ბირთვული რნმ-ის (snRNA) სინთეზში. mRNA-ის გარეშე, აუცილებელი ცილის სინთეზი და შესაბამისად, უჯრედის მეტაბოლიზმი ჩერდება და უჯრედი კვდება.[36] პირველ რიგში ზიანდება ღვიძლი, რადგან კუჭ-ნაწლავიდან ტოქსინები პირველად მასში ხვდება, თუმცა სხვა ორგანოები, განსაკუთრებით თირკმელები, აგრეთვე მგრძნობიარეა.[37] შხამას რნმ პოლიმერაზა არ არის მგრძნობიარე ამატოქსინების მოქმედებების მიმართ, ამიტომ სოკო საკუთარ თავს არ წამლავს.[38]
ფალოტოქსინები შედგება, სულ მცირე, შვიდი ნაერთისგან, რომელთაგან ყველას შვიდი მსგავსი პეპტიდური რგოლი აქვს. ფალოიდინი გამოყოფილი იქნა 1937 წელს ჰაინრიხ ვილანდის სტუდენტისა და სიძის, ფეოდორ ლინენისა და ულრიხ ვილანდის მიერ. გარდა ამისა, ფალოიდინი აგრეთვე გვხვდება საკვებ სახეობა მარწყვიოში (A. rubescens).[4] აქტიური პეპტიდების კიდევ ერთი მცირე ჯგუფია ვიროტოქსინები, რომლებიც შედგება ექვსი მსგავსი მონოციკლური ჰეპტაპეპტიდისგან[39] და არ იწვევენ მწვავე მოწამვლას ადამიანებში.[36]
გავრცელება და ჰაბიტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შხამა ევროპის მკვიდრი სახეობაა, სადაც ის ფართოდ არის გავრცელებული[40] და გვხვდება სკანდინავიის სამხრეთ სანაპირო რეგიონებიდან ჩრდილოეთით, დასავლეთით ირლანდიამდე, აღმოსავლეთით პოლონეთსა და დასავლეთ რუსეთამდე,[27] და სამხრეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, ხმელთაშუა ზღვის აუზში, აგრეთვე მაროკოსა და ალჟირში, (ჩრდილოეთი აფრიკა).[41] საქართველოში შხამა გავრცელებულია აფხაზეთისა და კახეთის რეგიონებში.[42][43] დასავლეთ აზიაში, დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ირანის ტყეებში.[44] აზიის უფრო აღმოსავლეთ ნაწილებიდანაც არსებობს ჩანაწერები, მაგრამ ჯერ კიდევ დადასტურებული არაა.[45]
XIX საუკუნის ბოლოს ჩარლზ ჰორტონ პეკმა განაცხადა შხამას არსებობის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკაში.[46] 1918 წელს, აშშ-ის აღმოსავლეთიდან აღებული ნიმუშები ჯორჯ ფრენსის ატკინსონის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა როგორც განსხვავებული, თუმცა მსგავსი სახეობა, Amanita brunnescens.[4] 1970-იანებში ცხადი გახდა, რომ შხამა მართლაც გვხვდება შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, ევროპიდან შემოტანილი წაბლის ხეებთან ერთად, დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე არსებული პოპულაციებით.[4][47] 2006 წლის ისტორიული მიმოხილვის საფუძველზე, აღმოსავლეთ სანაპიროს პოპულაციები შემთხვევით იქნა შემოტანილი, სავარაუდოდ, სხვა შემოტანილი მცენარეების, მაგალითად, წაბლის ფესვებზე.[48]
შხამა ახალ ქვეყნებში, სამხრეთ ნახევარსფეროს მასშტაბით, გავრცელდა სხვადასხვა სახეობის ხეების იმპორტით მეოცე საუკუნის ბოლოს. ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში, როგორც ჩანს, შემოტანილი მუხის ხეების საშუალებით გავრცელდა; მუხის ქვეშ არსებული პოპულაციები დაფიქსირებულია მელბურნში, კანბერაში[49][50][5] (სადაც 2012 წლის იანვარში ოთხიდან ორი მოწამლული ადამიანი გარდაიცვალა),[51] ადელაიდაში[52] და შემდგომში დაფიქსირდა ბიჩუორთში,[53] სიდნეისა და ოლბერიში.[54] ის დაფიქსირებულია სხვა შემოტანილი ხეების ქვეშ არგენტინაშიც.[6] ტანზანიაში გვხვდება შეტანილი ფიჭვის პლანტაციებში.[55] სამხრეთ აფრიკაში, ნაპოვნია მუხისა და ალვის ქვეშ ჩილეში,[56][57] აგრეთვე ურუგვაიში.[58] ინდოეთში დაფიქსირებულია ამ სოკოთი გარდაცვალების რამდენიმე ფაქტი.[59]
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შხამა მიკორიზას ქმნის რამდენიმე სახეობის ხესთან. ევროპაში ეს მოიცავს ფოთლოვან და იშვიათად, წიწვოვან სახეობებს. ის ყველაზე ხშირად გვხვდება მუხის ქვეშ, მაგრამ აგრეთვე წიფლის, წაბლის, ცხენისწაბლას, არყის, თხილის, რცხილის, ფიჭვისა და ნაძვის ქვეშ.[25] სხვა რეგიონებში, შხამა შესაძლოა აგრეთვე ასოცირდებოდეს ამ ხეებთან ან მხოლოდ ზოგიერთ სახეობასთან. მაგალითად, კალიფორნიის სანაპიროზე, შხამა კავშირს ამყარებს Quercus agrifolia-სთან.[60] იმ ქვეყნებში, სადაც ის ინტროდუცირებულია, მისი გავრცელება შემოიფარგლება იმ ეგზოტიკური ხეებით, რომლებთანაც ის თავის ბუნებრივ არეალში იქნებოდა ასოცირებული. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ შხამა ასოციაციაცის ქმნის ცუგასა და და მირტისებრთა გვარის რამდენიმე წარმომადგენელთან: ევკალიპტთან ტანზანიასა[55] და ალჟირში,[41] და ლეპტოსპერმუმსა და კუნცეასთან ახალ ზელანდიაში,[25][61] რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახეობას შესაძლოა ინვაზიური პოტენციალი ჰქონდეს.[45] ის, შესაძლოა, ანთროპოგენურად (ადამიანის ჩარევით) იქნა შემოტანილი კუნძულ კვიპროსზე, სადაც დადასტურებულია რომ იგი იზრდება ჩვეულებრივი თხილის პლანტაციებში.[62]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოქსიკურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შხამა ძლიერ ტოქსიკურია და პასუხისმგებელია მსოფლიოში სოკოთი მოწამვლის ფატალური შემთხვევების უმეტესობაზე.[63] [64] მის ბიოქიმიას ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურად იკვლევდნენ.[4] დადგენილია, რომ ამ სოკოს 30 გრამი, ან ნახევარი ქუდიც კი, საკმარისია ადამიანის მოსაკლავად.[65] სტატისტიკის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველწლიურად საშუალოდ ერთი ადამიანი იღუპება შხამას მოხმარებისგან.[66] მასში შემავალი ტოქსინები ძირითადად ღვიძლს აზიანებენ, მაგრამ სხვა ორგანოებიც, მაგალითად, თირკმელებიც ზარალდება. სიმპტომები, როგორც წესი, მიღებიდან 6-დან 12 საათში ვლინდება[67] და შეიძლება მოიცავდეს გულისრევას და ღებინებას, რასაც შემდეგ მოჰყვება სიყვითლე, კრუნჩხვები, კომა და საბოლოოდ სიკვდილი. შხამას მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 10–30%-ს შეადგენს.[68] ტოქსიკურობა არ მცირდება სოკოს მომზადებით, გაყინვით ან გაშრობით.[69]
მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა სოკოს არასწორი იდენტიფიცირებითაა გამოწვეული, რადგანაც ბევრ გამოუცდელ მესოკოს იგი შეიძლება ადვილად აერიოს ზოგერთ საკვებად ვარგის სახეობაში (მაგ. Volvariella volvacea),[70] რის გამოც ავსტრალიაში და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ემიგრანტები ხშირად ხდებიან ამ სოკოს მსხვერპლნი. ორეგონის შტატში ერთ-ერთ კორეელი ოჯახის ოთხ წევრს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.[70] შხამათი მოწამვლის მრავალი შემთხვევა არის დაფიქსირებული ჩრდილოეთ ამერიკაში. მაგალითად, ლაოსელ და ჰმონგ ემიგრანტებს ადვილად აერიათ საკვებად ვარგის Amanita princeps-ში, რომელიც პოპულარული სოკოა მათ მშობლიურ ქვეყნებში.[66] ავსტრალიაში, კანბერის რეგიონში 1988-2011 წლებში მოწამლული ცხრა ადამიანიდან სამი ლაოსიდან იყო, ხოლო ორი – ჩინეთიდან.[69] 2012 წლის იანვარში, ოთხი ადამიანი შემთხვევით მოიწამლა, როდესაც კანბერაში სადილზე შხამა (რომლებიც, როგორც იუწყებოდნენ, შეცდომით Volvariella volvacea-ად იყო იდენტიფიცირებული, რომელიც პოპულარულია ჩინურ და სხვა აზიურ სამზარეულოებში) მიიტანეს; ორი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მესამეს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.[71]
ნიმუშებში ამატოქსინების აღმოსაჩენად „მეიქსნერის ტესტს“ იყენებენ. ტესტი ცრუ-დადებით შედეგებს იძლევა ფსილოცინზე, ფსილოციბინსა და 5-ჩანაცვლებული ტრიპტამინებზე.[72]
სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ცნობილია, შხამას საკმაოდ სასიამოვნო გემო გააჩნია.[4][73] აღნიშნული გარემოება, სიმპტომების დაგვიანებულ გამოვლენასთან ერთად, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოები მნიშვნელოვან, ზოგჯერ შეუქცევად დაზიანებას იღებს, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. თავდაპირველად, ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები და მოიცავს კოლიკისმაგვარ მუცლის ტკივილს, დიარეას, გულისრევასა და ღებინებას. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ჰიპოგლიკემია და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევები.[74][75] ეს პირველი სიმპტომები სოკოს მიღებიდან ორი-სამი დღის შემდეგ ქრება. ამას შესაძლოა ღვიძლის სერიოზული გაუარესება მოჰყვეს – სიყვითლე, დიარეა, დელირიუმი, კრუნჩხვები და კომა, რაც გამოწვეულია ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობით და თანმხლები ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, სისხლში ღვიძლის მიერ ჩვეულებრივ მოცილებადი ნივთიერებების დაგროვების შედეგად.[23] ამ ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლის უკმარისობა (ან მძიმე ჰეპატიტის შედეგად,[39][76] ან თირკმლის პირდაპირი ტოქსიკური დაზიანებით გამოწვეული)[36] და კოაგულოპათია. სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოიცავს ქალისშიგა წნევის მატებას, ქალისშიგა სისხლდენას, პანკრეასის ანთებას, თირკმლის მწვავე უკმარისობას და გულის გაჩერებას.[74][75] სიკვდილი, როგორც წესი, მოწამვლიდან ექვსიდან თექვსმეტ დღეში დგება.[77]
აღსანიშნავია, რომ 24 საათის შემდეგ სიმპტომები თითქოს ქრება და ადამიანი შესაძლოა 72 საათის განმავლობაში თავს კარგად გრძნობდეს. ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების სიმპტომები სოკოს მიღებიდან 3-დან 6 დღეში იწყება, ტრანსამინაზების მნიშვნელოვანი მატებით.[78]
სოკოთი მოწამვლა უფრო ხშირია ევროპაში, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში.[79] XX საუკუნის შუა პერიოდამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 60–70% იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპაში შხამათი 1971-1980 წლამდე, საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22.4% იყო (51.3% ათ წლამდე ბავშვებში და 16.5% ათ წელზე ზევით).[80] ეს მაჩვენებელი 1995 წელს კვლევების მიხედვით 10–15%-მდე შემცირდა.[81]
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შხამას მოხმარების შემდეგ პაციენტი დაუყოვნებულივ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. თერაპიის ოთხი ძირითადი კატეგორია არსებობს: წინასწარი სამედიცინო დახმარება, დამხმარე ღონისძიებები, სპეციფიკური მკურნალობა და ღვიძლის გადანერგვა.[82]
წინასწარი დახმარება მოიცავს კუჭ-ნაწლავის დეკონტამინაციას აქტივირებული ნახშირით ან კუჭის ამორეცხვით; რადგანაც პირველი სიმპტომები მოხმარებიდან გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება, პაციენტები სამკურნალოდ ხშირად დაგვიანებით მიმართავენ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მკურნალობის შედეგიანობაზე.[82][83] დამხმარე ღონისძიებები მიმართულია დეჰიდრატაციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ინტოქსიკაციის ფაზაში სითხის დაკარგვით, და მეტაბოლური აციდოზის, ჰიპოგლიკემიის, ელექტროლიტური დისბალანსისა და კოაგულაციის დარღვევების კორექციისკენ.[82]
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი ანტიდოტი, ზოგიერთმა სპეციფიკურმა მკურნალობამ გადარჩენის შანსი კიდევ უფრო გაზარდა. მაღალი დოზით უწყვეტი ინტრავენური პენიცილინი G სასარგებლოდ იქნა მიჩნეული, თუმცა ზუსტი მექანიზმი უცნობია,[80] და ცეფალოსპორინებთან ჩატარებული ცდები იმედისმომცემია.[84][85] ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ინტრავენური სილიბინინი, რომელიც ბაყაყურას (ლათ. Silybum marianum) ექსტრაქტია, შესაძლოა სასარგებლო იყოს შხამას მოწამვლის ეფექტების შესამცირებლად. ინტრავენური სილიბინინის გრძელვადიანი კლინიკური კვლევა აშშ-ში 2010 წელს დაიწყო.[86] სილიბინინი ხელს უშლის ღვიძლის უჯრედების მიერ ამატოქსინების ათვისებას, რითაც იცავს დაუზიანებელ ღვიძლის ქსოვილს; ის აგრეთვე ასტიმულირებს დნმ-დამოკიდებულ რნმ პოლიმერაზებს, რაც იწვევს რნმ სინთეზის ზრდას.[87][88][89] ერთი მოხსენების თანახმად,[90] რომელიც ეფუძნება 60 პაციენტის სილიბინინით მკურნალობას, პაციენტები, რომლებმაც პრეპარატის მიღება სოკოს მოხმარებიდან 96 საათის განმავლობაში დაიწყეს და რომლებსაც თირკმლის ფუნქცია ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ, ყველა გადარჩა. 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, დამხმარე კვლევები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
SLCO1B3 იდენტიფიცირებულია, როგორც ამატოქსინების ტრანსპორტერი, შთანთქმელი ადამიანის ღვიძლის მიერ; უფრო მეტიც, ამ ცილის სუბსტრატები და ინჰიბიტორები — მათ შორის რიფამპიცინი, პენიცილინი, სილიბინინი, ანტამანიდი, პაკლიტაქსელი, ციკლოსპორინი და პრედნიზოლონი — შესაძლოა სასარგებლო იყოს ადამიანის ამატოქსინით მოწამვლის სამკურნალოდ.[91]
სხვა თერაპიებთან ერთად იმედისმომცემი შედეგები აჩვენა N-აცეტილცისტეინმაც.[92] ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამატოქსინები ამცირებენ ღვიძლის გლუტათიონის დონეს;[93] N-აცეტილცისტეინი გლუტათიონის წინამორბედის როლს ასრულებს და შესაბამისად, შესაძლოა თავიდან აიცილოს გლუტათიონის დონის შემცირება და შემდგომი ღვიძლის დაზიანება.[94] გამოყენებული ანტიდოტებიდან არც ერთს არ ჩაუტარებია პროსპექტული, რანდომიზებული კლინიკური კვლევები. სილიბინინი და N-აცეტილცისტეინი ყველაზე პოტენციური სარგებლის მქონე თერაპიებად მიიჩნევა.[82] აქტივირებული ნახშირის განმეორებითი მიღება შესაძლოა დაგვეხმაროს ტოქსინების შეწოვაში, რომლებიც ენტეროჰეპატური ცირკულაციის გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბრუნდებიან.[95] ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის გასაძლიერებლად სხვა მეთოდებიც იქნა გამოცდილი; ისეთი ტექნიკები, როგორიცაა ჰემოდიალიზი,[96] ჰემოპერფუზია,[97] პლაზმაფერეზი[98] და პერიტონეალური დიალიზი,[99] ზოგჯერ წარმატებული იყო, მაგრამ საერთო ჯამში არ აუმჯობესებს მდგომარეობას.[36]
პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის უკმარისობა უვითარდებათ, ღვიძლის გადანერგვა ხშირად პაციენტის გადარჩენის ერთადერთი შანსია. ღვიძლის გადანერგვა ამატოქსინით მოწამვლისას უკვე აპრობირებული მეთოდია.[74][75][100] თუმცა, ეს რთული საკითხია, რადგან თავად გადანერგვას შეიძლება მოყვეს მნიშვნელოვანი გართულებები და სიკვდილიც კი; პაციენტებს ესაჭიროებათ გრძელვადიანი იმუნოსუპრესია გადანერგილი ორგანოს შესანარჩუნებლად.[82] შესაბამისად, ხელახლა შეფასდა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა სიმპტომების გამოვლენის დრო, პროთრომბინის დრო (PT), შრატის ბილირუბინი და ენცეფალოპათიის არსებობა, რათა დადგინდეს, რა ეტაპზე ხდება გადანერგვა აუცილებელი გადარჩენისთვის.[101][102][103] მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის გადარჩენის ალაბათობა თანამედროვე სამედიცინო მკურნალობის პირობებში გაიზარდა, საშუალო ან მძიმე მოწამვლის მქონე პაციენტებში, გამოჯანმრთელებულთა ნახევარს მუდმივი ღვიძლის დაზიანება აღენიშნებოდა.[104] შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ გადარჩენილთა უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდა ყოველგვარი უკუშედეგების გარეშე, თუ მკურნალობა სოკოს მიღებიდან 36 საათის განმავლობაში დაიწყო.[105]
ცნობილი მსხვერპლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რამდენიმე ისტორიული ფიგურა, შესაძლოა, გარდაიცვალა შხამათი (ან ამანიტას სხვა მსგავსი ტოქსიკური სახეობებით) მოწამვლის შედეგად.[14] ეს იყო ან შემთხვევითი მოწამვლა, ან განძრახ ჩადენილი მკვლელობა. მოწამვლის სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან: რომის იმპერატორი კლავდიუსი, პაპი კლემენტ VII, რუსი ცარიცა ნატალია ნარიშკინა და საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI.[14]
რობერტ გორდონ უოსონმა მოგვითხრო ამ პიროვნებების გარდაცვალების დეტალები და აღნიშნა ამანიტათი მოწამვლის ალბათობა. კლემენტ VII-ის შემთხვევაში, დაავადება, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა, ხუთ თვეს გაგრძელდა, რაც ამ შემთხვევას ამატოქსინით მოწამვლასთან კავშირი არ უნდა ქონდეს. რაც შეეხება ნატალია ნარიშკინას, გადმოცემით, სიკვდილამდე მას დიდი რაოდენობით დამწნილებული სოკო უჭამია. გაურკვეველია, თავად სოკო იყო თუ არა შხამიანი, თუ იგი საკვებით გამოწვეულ მოწამვლას ემსხვერპლა.
კარლ VI-ს დისპეფსია დაეწყო მოთუშული სოკოსგან მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ. ამას მოჰყვა დაავადება, რის შედეგადაც ის 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა — ეს სიმპტომები შეესაბამება ამატოქსინით მოწამვლას. მისმა სიკვდილმა გამოიწვია ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. ვოლტერმა აღნიშნა: „ამ სოკოს კერძმა შეცვალა ევროპის ბედი“.[14][106]
კლავდიუსის მოწამვლის შემთხვევა უფრო რთულია. ცნობილია, რომ კლავდიუსს ძალიან უყვარდა ნიყვი. მისი სიკვდილის შემდეგ, მრავალი წყარო იმ ფაქტს მიაწერს, რომ მას ნიყვის ნაცვლად შხამასოკო მიართვეს. ძველი ავტორები, როგორიცაა ტაციტუსი და სვეტონიუსი, მიიჩნევდნენ, რომ სოკოს კერძში შხამი შეურიეს და არა ის, რომ თავად კერძი იყო მომზადებული შხამიანი სოკოებით. უოსონმა ივარაუდა, რომ კლავდიუსის მოსაკლავად გამოყენებული შხამი სწორედ ამ სოკოდან იყო მიღებული, ხოლო დამატებითი, მომაკვდინებელი დოზა უცნობი შხამისა (შესაძლოა, რომელიმე სახეობის ძაღლყურძენა) მოგვიანებით, მისი ავადმყოფობის დროს მიიღო.[14][107] სხვა ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ კლავდიუსი შესაძლოა ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.
2025 წლის 7 ივლისს, ერინ პატერსონი დამნაშავედ ცნო ლეონგათას (ვიქტორია, ავსტრალია) სასამართლომ 2023 წელს ნათესავების მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში. პატერსონმა მათ მიართვა ხორცისგან მომზადებული კერძი, რომელშიც შხამა იყო შერეული. სტუმრები კერძის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ, ხოლო ერთი ადამიანი, კომატოზურ მდგომარეობაში გატარებული კვირების შემდეგ, სიკვდილს გადაურჩა[108][109]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas—A Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York: WH Freeman and Company. ISBN 978-0-7167-2600-5.
- Jordan, Peter; Wheeler, Steven (2001) The Ultimate Mushroom Book. London: Hermes House. ISBN 978-1-85967-092-7.
- Zeitlmayr, Linus (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire: Garden City Press. ISBN 978-0-584-10324-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შხამა“ ვიკისაწყობში.- შხამა MycoBank-ზე (ინგლისური)
- შხამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- შხამა — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 90, ISBN 978-9941-8-4547-5.
- 1 2 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 138, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Cai, Qing; Tulloss, Rodham E; Tang, Li P; Tolgor, Bau; Zhang, Ping; Chen, Zuo H; Yang, Zhu L (2014-06-21). „Multi-locus phylogeny of lethal amanitas: Implications for species diversity and historical biogeography“. BMC Evolutionary Biology (ინგლისური). 14 (1): 143. Bibcode:2014BMCEE..14..143C. doi:10.1186/1471-2148-14-143. ISSN 1471-2148. PMC 4094918. PMID 24950598.
- 1 2 3 4 5 6 7 Litten, W. (მარტი, 1975). „The most poisonous mushrooms“. Scientific American. 232 (3): 90–101. Bibcode:1975SciAm.232c..90L. doi:10.1038/scientificamerican0375-90. PMID 1114308. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 Cole, F.M. (ივნისი, 1993). „Amanita phalloides in Victoria“. Medical Journal of Australia. 158 (12): 849–850. doi:10.5694/j.1326-5377.1993.tb137675.x. PMID 8326898. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 Hunzinker, A.T. (1983). „Amanita phalloides en las Sierras de Córdoba“. Kurtziana (ესპანური). 16: 157–160. ISSN 0075-7314.
- ↑ Pringle, Anne; Adams, Rachel I.; Cross, Hugh B.; Bruns, Thomas D. (2009-02-18). „The ectomycorrhizal fungus Amanita phalloides was introduced and is expanding its range on the west coast of North America“. Molecular Ecology (ინგლისური). 18 (5): 817–833. Bibcode:2009MolEc..18..817P. doi:10.1111/j.1365-294X.2008.04030.x. ISSN 0962-1083. PMID 19207260.
- ↑ Amanita phalloides. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2025.
- ↑ Rajarathnam, S.; Shashirekha, M.N. (2003), MUSHROOMS AND TRUFFLES | Use of Wild Mushrooms, Elsevier, pp. 4048–4054, , ISBN 978-0-12-227055-0, https://linkinghub.elsevier.com/retrieve/pii/B012227055X008130. წაკითხვის თარიღი: 2024-06-03
- ↑ Madore, François; Bouchard, Josée (2019), "Plasmapheresis in Acute Intoxication and Poisoning", Critical Care Nephrology (Elsevier): pp. 595–600.e3, , ISBN 978-0-323-44942-7, https://linkinghub.elsevier.com/retrieve/pii/B978032344942700100X. წაკითხვის თარიღი: 2024-07-25
- ↑ Wiegand, Timothy J. (2024), Mushrooms, cyclopeptide, Elsevier, pp. 549–553, , ISBN 978-0-323-85434-4, https://doi.org/10.1016/B978-0-12-824315-2.01020-4. წაკითხვის თარიღი: 2024-06-03
- ↑ Madore, François; Bouchard, Josée (2019), "Plasmapheresis in Acute Intoxication and Poisoning", Critical Care Nephrology (Elsevier): pp. 595–600.e3, , ISBN 978-0-323-44942-7, https://doi.org/10.1016/B978-0-323-44942-7.00100-X. წაკითხვის თარიღი: 2024-06-03
- ↑ Moor-Smith, Maxwell; Li, Raymond; Ahmad, Omar (2019). „The world's most poisonous mushroom, Amanita phalloides, is growing in BC“. British Columbia Medical Journal. 61 (1) – წარმოდგენილია BMCJ-ის მიერ.
- 1 2 3 4 5 Wasson, Robert Gordon (1972). „The death of Claudius, or mushrooms for murderers“. Botanical Museum Leaflets, Harvard University. 23 (3): 101–128 (110). doi:10.5962/p.168556. ISSN 0006-8098. S2CID 87008723.
- ↑ The "fungi Phalloides" I found not very far from Norwich, large and very fetid......I have a part of one dried still by me. Letter dated August 18th 1668 in Vol 3. The Works of Sir Thomas Browne ed. Simon Wilkins 1834
- ↑ Vaillant, Sébastien (1727). Botanicon Parisiense (la). Leide & Amsterdam: J. H. Verbeek and B. Lakeman. OCLC 5146641.
- ↑ Fries, Elias Magnus (1821). Systema Mycologicum I (la). Gryphiswaldiae: Ernesti Mauritii. OCLC 10717479.
- ↑ (in German) Link JHF (1833) Grundriss der Kraeuterkunde IV. Haude und Spenerschen Buchhandlung (S.J. Joseephy), Berlin
- ↑ Donk, M.A. (June 1962). „On Secretan's Fungus Names“. Taxon. 11 (5): 170–173. Bibcode:1962Taxon..11..170D. doi:10.2307/1216724. JSTOR 1216724.
- ↑ Demoulin, V. (November 1974). „Invalidity of Names Published in Secretan's Mycographie Suisse and Some Remarks on the Problem of Publication by Reference“. Taxon. 23 (5/6): 836–843. Bibcode:1974Taxon..23..836D. doi:10.2307/1218449. JSTOR 1218449. S2CID 88436479.
- ↑ Singer, Rolf; Robert E. Machol (June 1962). „Are Secretan's Fungus Names Valid?“. Taxon. 26 (2/3): 251–255. doi:10.2307/1220563. JSTOR 1220563.
- ↑ Machol, Robert E. (August 1984). „Leave the Code Alone“. Taxon. 33 (3): 532–533. Bibcode:1984Taxon..33..532M. doi:10.2307/1221006. JSTOR 1221006.
- 1 2 North, Pamela Mildred (1967). Poisonous plants and fungi in color. London: Blandford Press. OCLC 955264.
- ↑ Benjamin, p.203
- 1 2 3 Tulloss, Rodham E.. Amanita phalloidea. Studies in the Amanitaceae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-11. ციტირების თარიღი: 2007-05-22
- ↑ Jordan & Wheeler, p. 109
- 1 2 Neville, Pierre; Poumarat, Serge (2004) Amaniteae: Amanita, Limacella and Torrendia, Fungi Europaei (9). Alassio: Edizioni Candusso. ISBN 978-88-901057-3-9.
- ↑ Tulloss, Rodham E.. Amanita verna. Studies in the Amanitaceae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2007-05-22
- ↑ (1990) A Colour Atlas of Poisonous Fungi. Wolfe Publishing, გვ. 26–9. ISBN 978-0-7234-1576-3.
- ↑ Trudell, Steve; Ammirati, Joe (2009) Mushrooms of the Pacific Northwest, Timber Press Field Guides. Portland, OR: Timber Press, გვ. 87. ISBN 978-0-88192-935-5.
- ↑ Jordan & Wheeler, p.99
- ↑ Zeitlmayr, p.61
- ↑ M., Kuo. (მაისი, 2013) Amanita phalloides (MushroomExpert.Com). ციტირების თარიღი: 2023-08-16
- ↑ Köppel C (1993). „Clinical symptomatology and management of mushroom poisoning“. Toxicon. 31 (12): 1513–40. Bibcode:1993Txcn...31.1513K. doi:10.1016/0041-0101(93)90337-I. PMID 8146866.
- ↑ Dart, RC (2004). „Mushrooms“, Medical toxicology. Philadelphia: Williams & Wilkins, გვ. 1719–35. ISBN 978-0-7817-2845-4.
- 1 2 3 4 Karlson-Stiber C, Persson H (2003). „Cytotoxic fungi — an overview“. Toxicon. 42 (4): 339–49. Bibcode:2003Txcn...42..339K. doi:10.1016/S0041-0101(03)00238-1. PMID 14505933.
- ↑ Benjamin, p.217
- ↑ Horgen, Paul A.; Vaisius, Allan C.; Ammirati, Joseph F. (1978). „The insensitivity of mushroom nuclear RNA polymerase activity to inhibition by amatoxins“. Archives of Microbiology. 118 (3): 317–9. Bibcode:1978ArMic.118..317H. doi:10.1007/BF00429124. PMID 567964. S2CID 37127957.
- 1 2 Vetter, János (იანვარი, 1998). „Toxins of Amanita phalloides“. Toxicon. 36 (1): 13–24. Bibcode:1998Txcn...36...13V. doi:10.1016/S0041-0101(97)00074-3. PMID 9604278. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Lange, Lene (1974). „The distribution of macromycetes in Europe“. Dansk Botanisk Arkiv. 30: 5–105. ISSN 0011-6211.
- 1 2 Malençon, Georges (1970). Flore des Champignons Supérieurs du Maroc I, Travaux de l'Institut scientifique chérifien et de la Faculté des sciences. Série botanique et biologie végétale (32). Rabat: Faculté des Sciences. OCLC 915096.
- ↑ Amanita phalloides (Vaill. ex Fr.) Link. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2025.
- ↑ Amanita phalloides (Vaill. ex Fr.) Link. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2025.
- ↑ Asef, M.R. 2009. Poisonous mushrooms of Iran. Iran-shenasi publishing.
- 1 2 Pringle, Anne; Else C. Vellinga (ივლისი, 2006). „Last chance to know? Using literature to explore the biogeography of and invasion biology of the death cap mushroom Amanita phalloides (Vaill. Ex Fr. :Fr) Link“. Biological Invasions. 8 (5): 1131–1144. Bibcode:2006BiInv...8.1131P. doi:10.1007/s10530-005-3804-2. S2CID 5273858. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Peck, Charles H. (1897). Annual report of the state botanist. Albany: University of the State of New York. OCLC 1185748.
- ↑ Benjamin, p.204
- ↑ Berch, Shannon; Kroeger, Paul; Finston, Terrie (2016). „The Death Cap mushroom (Amanita phalloides) moves to a native tree in Victoria, British Columbia“. Botany. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-04-30. ციტირების თარიღი: 2025-08-07.
- ↑ Westcott, Ben (18 მარტი, 2014). „Death cap mushroom in season; do not pick them“. The Canberra Times. Fairfax Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ Reid, D.A. (1980). „A monograph of the Australian species of Amanita Pers. ex Hook (Fungi)“. Australian Journal of Botany Supplementary Series. 8: 1–96.
- ↑ Hall, Bianca (7 იანვარი, 2012). „Death cap tragedy: bistro still closed“. The Canberra Times. Fairfax Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 January 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Death cap mushrooms growing in the hills დაარქივებული 18 June 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Elisa Black, AdelaideNow.com.au, 7 January 2012, accessed 8 January 2012
- ↑ Death cap mushrooms growing in the hills დაარქივებული 18 June 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Elisa Black, AdelaideNow.com.au, 7 January 2012, accessed 8 January 2012
- ↑ „Deathcap (Amanita phalloides)“. 17 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 Pegler, D.N. (1977). A preliminary agaric flora of East Africa, Kew Bulletin Additional Series (6). London: Royal Botanic Gardens, Kew. ISBN 978-0-11-241101-7.
- ↑ Valenzuella, E.; Moreno, G.; Jeria, M. (1992). „Amanita phalloides en bosques de Pinus radiata de la IX Region de Chile: taxonomia, toxinas, metodos de dedection, intoxicacion faloidiana“. Boletín Micológico. 7: 17–21. ISSN 0716-114X.
- ↑ Reid, D.A.; A. Eicker (1991). „South African fungi: the genus Amanita“. Mycological Research. 95 (1): 80–95. doi:10.1016/S0953-7562(09)81364-6. ISSN 0953-7562.
- ↑ Herter, W.G. (1934). „La aparición del hongo venenoso Amanita phalloides en Sudamérica“. Revista Sudamericana de Botánica (ესპანური). 1: 111–119.
- ↑ Verma, N.; Bhalla, A.; Kumar, S.; Dhiman, R. K.; Chawla, Y. K. (2014). „Wild Mushroom Poisoning in North India: Case Series with Review of Literature“. Journal of Clinical and Experimental Hepatology. 4 (4): 361–365. doi:10.1016/j.jceh.2014.09.004. PMC 4298634. PMID 25755582.
- ↑ Arora, David (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Berkeley, CA: Ten Speed Press, გვ. 269–271. ISBN 978-0-89815-170-1.
- ↑ Ridley, G.S. (1991). „The New Zealand Species of Amanita (Fungi: Agaricales)“. Australian Systematic Botany. 4 (2): 325–354. Bibcode:1991AuSyB...4..325R. doi:10.1071/SB9910325.
- ↑ Loizides M, Bellanger JM, Yiangou Y, Moreau PA. (2018). Preliminary phylogenetic investigations into the genus Amanita (Agaricales) in Cyprus, with a review of previous records and poisoning incidents. Documents Mycologiques 37, 201–218.
- ↑ Benjamin, p.200.
- ↑ Death Cap Mushroom Soup Claims Fourth Victim
- ↑ Benjamin, p.211
- 1 2 Childs, Craig (1 თებერვალი, 2019). „Death-Cap Mushrooms Are Spreading Across North America“. The Atlantic. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ Kent, D.R.; Willis, G. (1997) Poison Management Manual. British Columbia: The BC Drug and Poison Information Centre.
- ↑ Garcia, J.; Costa, V.M.; Carvalho, A.; Baptista, P.; Guedes de Pinho, P.; de Lourdes Bastos, M.; Carvalho, F. (2015). „Amanita phalloides poisoning: Mechanisms of toxicity and treatment“. Toxicology. 86: 41–55. doi:10.1016/j.fct.2015.09.008. hdl:10198/17717. PMID 26375431.
- 1 2 Trim Geoffrey M.; et al. (სექტემბერი, 1999). „Poisoning by Amanita phalloides ("deathcap") mushrooms in the Australian Capital Territory“. Medical Journal of Australia. 171 (5): 247–249. doi:10.5694/j.1326-5377.1999.tb123631.x. PMID 10495756. S2CID 39222950. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2007-05-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 Benjamin, pp.198–199
- ↑ Gardiner S (4 იანვარი, 2012). „Two die after eating death cap mushrooms“. Sydney Morning Herald. Fairfax Media. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება) - ↑ Michael Beuhler, David C. Lee, Richard Gerkin (2004-08-01). „The Meixner test in the detection of α-amanitin and false-positive reactions caused by psilocin and 5-substituted tryptamines“. Annals of Emergency Medicine. 44 (2): 114–120. doi:10.1016/j.annemergmed.2004.03.017. ISSN 0196-0644. PMID 15278082.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ Cleland, John Burton (1976). Toadstools and mushrooms and other larger fungi of South Australia. South Australian Government Printer. OCLC 15150059.
- 1 2 3 Pinson CW, Daya MR, Benner KG, Norton RL, Deveney KE, Ascher NL, Roberts JP, Lake JR, Kurkchubasche AG, Ragsdale JW (მაისი, 1990). „Liver transplantation for severe Amanita phalloides mushroom poisoning“. American Journal of Surgery. 159 (5): 493–9. doi:10.1016/S0002-9610(05)81254-1. PMID 2334013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - 1 2 3 Klein AS, Hart J, Brems JJ, Goldstein L, Lewin K, Busuttil RW (თებერვალი, 1989). „Amanita poisoning: treatment and the role of liver transplantation“. American Journal of Medicine. 86 (2): 187–93. doi:10.1016/0002-9343(89)90267-2. PMID 2643869. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Nicholls DW, Hyne BE, Buchanan P (1995). „Death cap mushroom poisoning“. The New Zealand Medical Journal. 108 (1001): 234. PMID 7603660.
- ↑ Fineschi V, Di Paolo M, Centini F (1996). „Histological criteria for diagnosis of amanita phalloides poisoning“. J. Forensic Sci. 41 (3): 429–32. doi:10.1520/JFS13929J. PMID 8656182.
- ↑ Death Cap Mushrooms en-CA. ციტირების თარიღი: 2023-11-29
- ↑ Santa Cruz doctor helps save lives of family who ate poisonous mushrooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2012-01-06
- 1 2 Floerscheim, G.L.; O. Weber; P. Tschumi; M. Ulbrich; et al. (აგვისტო, 1982). „Die klinische knollenblatterpilzvergiftung (Amanita Phalloides): prognostische faktoren und therapeutische massnahmen (Clinical death-cap (Amanita phalloides) poisoning: prognostic factors and therapeutic measures.)“. Schweizerische Medizinische Wochenschrift (გერმანული). 112 (34): 1164–1177. PMID 6291147. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Benjamin, p.215
- 1 2 3 4 5 Enjalbert F; Rapior S; Nouguier-Soulé J; Guillon S; Amouroux N; Cabot C (2002). „Treatment of amatoxin poisoning: 20-year retrospective analysis“. Journal of Toxicology: Clinical Toxicology. 40 (6): 715–57. doi:10.1081/CLT-120014646. PMID 12475187. S2CID 22919515.
- ↑ Vesconi S, Langer M, Iapichino G, Costantino D, Busi C, Fiume L (1985). „Therapy of cytotoxic mushroom intoxication“. Critical Care Medicine. 13 (5): 402–6. doi:10.1097/00003246-198505000-00007. PMID 3987318. S2CID 23016936.
- ↑ Benjamin, p.227
- ↑ Neftel, K.; et al. (იანვარი, 1988). „(Are cephalosporins more active than penicillin G in poisoning with the deadly Amanita?)“. Schweizerische Medizinische Wochenschrift (გერმანული). 118 (2): 49–51. PMID 3278370. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Gumz, Jomdi. (10 მაისი, 2010) Dominican doctors pioneering research on mushroom poisoning antidote. Santa Cruz Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-26. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2010
- ↑ Hruby K, Csomos G, Fuhrmann M, Thaler H (1983). „Chemotherapy of Amanita phalloides poisoning with intravenous silibinin“. Human Toxicology. 2 (2): 183–95. doi:10.1177/096032718300200203. PMID 6862461. S2CID 19805371.
- ↑ Carducci, R.; et al. (მაისი, 1996). „Silibinin and acute poisoning with Amanita phalloides“. Minerva Anestesiologica (იტალიური). 62 (5): 187–93. PMID 8937042. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Jahn, W. (1980). „Pharmacokinetics of {3H}-methyl-dehydroxymethyl-amanitin in the isolated perfused rat liver, and the influence of several drugs“, რედ. Helmuth Faulstich, B. Kommerell & Theodore Wieland: Amanita toxins and poisoning. Baden-Baden: Witzstrock, გვ. 80–85. ISBN 978-3-87921-132-6.
- ↑ Adams, Cat (2014-02-10). „The Most Dangerous Mushroom Is Spreading. Here's How to Treat Poisoning“. Slate.
- ↑ Letschert K, Faulstich H, Keller D, Keppler D (მაისი, 2006). „Molecular characterization and inhibition of amanitin uptake into human hepatocytes“. Toxicol. Sci. 91 (1): 140–49. doi:10.1093/toxsci/kfj141. PMID 16495352. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Montanini S, Sinardi D, Praticò C, Sinardi A, Trimarchi G (1999). „Use of acetylcysteine as the life-saving antidote in Amanita phalloides (death cap) poisoning. Case report on 11 patients“. Arzneimittel-Forschung. 49 (12): 1044–47. doi:10.1055/s-0031-1300549. PMID 10635453. S2CID 40666108.
- ↑ Kawaji A, Sone T, Natsuki R, Isobe M, Takabatake E, Yamaura Y (1990). „In vitro toxicity test of poisonous mushroom extracts with isolated rat hepatocytes“. The Journal of Toxicological Sciences. 15 (3): 145–56. doi:10.2131/jts.15.145. PMID 2243367.
- ↑ Chyka P, Butler A, Holliman B, Herman M (2000). „Utility of acetylcysteine in treating poisonings and adverse drug reactions“. Drug Safety. 22 (2): 123–48. doi:10.2165/00002018-200022020-00005. PMID 10672895. S2CID 25061940.
- ↑ Busi C, Fiume L, Costantino D, Langer M, Vesconi F (1979). „Amanita toxins in gastroduodenal fluid of patients poisoned by the mushroom, Amanita phalloides“. New England Journal of Medicine. 300 (14): 800. doi:10.1056/NEJM197904053001418. PMID 423916.
- ↑ Sabeel AI, Kurkus J, Lindholm T (1995). „Intensive hemodialysis and hemoperfusion treatment of Amanita mushroom poisoning“. Mycopathologia. 131 (2): 107–14. doi:10.1007/BF01102888. PMID 8532053. S2CID 23001126.
- ↑ Wauters JP, Rossel C, Farquet JJ (1978). „Amanita phalloides poisoning treated by early charcoal haemoperfusion“. British Medical Journal. 2 (6150): 1465. doi:10.1136/bmj.2.6150.1465. PMC 1608737. PMID 719466.
- ↑ Jander S, Bischoff J, Woodcock BG (2000). „Plasmapheresis in the treatment of Amanita phalloides poisoning: II. A review and recommendations“. Therapeutic Apheresis. 4 (4): 308–12. doi:10.1046/j.1526-0968.2000.004004303.x. PMID 10975479.
- ↑ Langer M, Vesconi S, Iapichino G, Costantino D, Radrizzani D (1980). „The early removal of amatoxins in the treatment of amanita phalloides poisoning“. Klinische Wochenschrift (გერმანული). 58 (3): 117–23. doi:10.1007/BF01477268. PMID 7366125. S2CID 39522161.
- ↑ Ganzert M, Felgenhauer N, Zilker T (2005). „Indication of liver transplantation following amatoxin intoxication“. Journal of Hepatology. 42 (2): 202–9. doi:10.1016/j.jhep.2004.10.023. PMID 15664245.
- ↑ O'grady, John G.; Graeme J.M. Alexander; Karen M. Hayllar; Roger Williams; et al. (აგვისტო, 1989). „Early indicators of prognosis in fulminant hepatic failure“. Gastroenterology. 97 (2): 439–445. doi:10.1016/0016-5085(89)90081-4. PMID 2490426. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Panaro, Fabrizio; Enzo Andorno; Nicola Morelli; Marco Casaccia; Giuliano Bottino; Ferruccio Ravazzoni; Monica Centanaro; Sara Ornis; Umberto Valente; et al. (აპრილი, 2006). „Letter to the editor: Liver transplantation represents the optimal treatment for fulminant hepatic failure from Amanita phalloides poisoning“. Transplant International. 19 (4): 344–5. doi:10.1111/j.1432-2277.2006.00275.x. PMID 16573553. S2CID 39474194. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ Escudié L, Francoz C, Vinel JP, Moucari R, Cournot M, Paradis V, Sauvanet A, Belghiti J, Valla D, Bernuau J, Durand F (2007). „Amanita phalloides poisoning: reassessment of prognostic factors and indications for emergency liver transplantation“. J. Hepatol. 46 (3): 466–73. doi:10.1016/j.jhep.2006.10.013. PMID 17188393.
- ↑ Benjamin, pp.231–232
- ↑ Giannini L, Vannacci A, Missanelli A, Mastroianni R, Mannaioni PF, Moroni F, Masini E (2007). „Amatoxin poisoning: A 15-year retrospective analysis and follow-up evaluation of 105 patients“. Clinical Toxicology. 45 (5): 539–42. doi:10.1080/15563650701365834. PMID 17503263. S2CID 37788880.
- ↑ Benjamin, p.35
- ↑ Benjamin, pp.33–34
- ↑ „Erin Patterson found guilty of murdering relatives in Australia mushroom trial“. BBC. 7 ივლისი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=-ში (დახმარება) - ↑ „Erin Patterson’s guilty verdict brings the mushroom murder trial to a close“. Abc.net.au. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება)