შუხოვის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუხოვის კოშკი (კრასნოდარი)

შუხოვის კოშკი — ფოლადისგან შეკერილი ჰიპერბოლოიდული კონსტრუქცია, ბადისებრი წყლის კოშკი მდებარეობს კრასნოდარში. აღნიშნული კოშკი აგებულია 1935 წელს ვლადიმერ შუხოვის პროექტის მიხედვით. კოშკი კრასნოდარის სახელმწიფო ცირკის შენობასთან ორი ქუჩის გადაკვეთასთან მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის ომისა და რევოლუციის შემდეგ, როდესაც სახსრები და სამშენებლო მასალები პრაქტიკულად არ არსებობდა, ეს ეკონომიკური სტრუქტურები ძალიან სასარგებლო იყო. ახალი მთავრობის დროს, რადიო კოშკი გამოჩნდა შაბოლოვკაზე, კოშკები ასევე აშენდა პეტუშკისა და ოკაში.

1929 წელს შუხოვის სისტემისთვის რკინის წყლის კოშკის მშენებლობის შესახებ გაფორმდა ოფიციალურად ხელშეკრულება.

მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1929 წელს და 1935 წლის ნოემბერში კოშკი ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქის წყალმომარაგების პარალელურად [1].

1942 წელს „ოქტიაბრის“ ქარხნის ადმინისტრაციამ ქალაქის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა შუხოვის კოშკის დაშლა. ქარხნის შუამდგომლობაში ნათქვამია: „ეს კოშკი მაღლა იწევს ახლომდებარე შენობების ზემოთ...“ დოკუმენტზე დადგენილება არ შეიცავს ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

1990-იან წლებში წყლის ავზი მოიხსნა და კოშკზე დამონტაჟდა ბილბორდები.

2012 წლის 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შუხოვის კოშკი კრასნოდარის გალერეის სავაჭრო ცენტრის ნაწილი გახდება. მის ქვეშ კი განთავსდება კვების ობიექტი.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუხოვის კოშკი 2003 წელი (კრასნოდარი)

აღნიშნული მეთოდი, რომლითაც ეს კოშკია აშენებული შუხოვმა გამოიგონა. მას ბადისებრი ჰიპერბოლოიდური კოშკების მშენებლობის მეთოდს უწოდებენ. შუხოვმა გამოიყენა ჰიპერბოლოიდული კოშკების პრინციპი ასობით სტრუქტურაში, მათ შორის: წყლის კოშკებში, ელექტროგადამცემ კოშკებში და ასევე სამხედრო გემების ანძებშიც კი.

აღნიშნული კოშკი სიმაღლით 25 მეტრი სიგრძისაა. კოშკის ცენტრში განთავსებულია კიბე ზედა პლატფორმაზე ასასვლელად, ის არის სპირალური ფოლადი. მოწყობილია სპირალური ფურცელით ფოლადის ბოქსების გასწვრივ. საფეხურები დამზადებულია გოფრირებული ფურცლისგან, გაძლიერებული მოქლონული კუთხეებით.

2010 წელს ცნობილმა ბრიტანელმა არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა დაწერა ღია წერილი და მოითხოვა კოშკის პირვანდელი მდგომარეობის სრული გადაკეთება. მან ეს მოთხოვა იმით ახსნა, რომ კოშკი საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში იყო. არქიტექტორი აღნიშნულ შემთხვევაში ნამდვილად მართალი იყო, რადგან თავისი არსებობის თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, კოშკი რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა.

2014 წელს სერიოზული საფრთხე დაემუქრა შუხოვის კოშკს: კავშირგაბმულობის სამინისტრომ, რომლის ბალანსზეც არის ობიექტი განთავსებული, სურდა მისი დემონტაჟი და გადატანა ახალ ადგილას. აღსანშნავია, რომ არქიტექტორები და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროც კი წინააღმდეგი იყო კოშკის დემონტაჟისა, სპეციალისტების აზრით კოშკის სტრუქტურა ვერ გაუძლებდა დემონტაჟს და ხელახლა აწყობას. თუმცა საბედნიეროდ საზოგადოების ძლიერი პროტესტის წყალობით კოშკი თავის ადგილზე რჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бондарь В.В., Маркова О.Н. Краснодарский гиперболоид инженера Шухова: Очерк истории памятника инженерного искусства – водонапорной башни системы академика В.Г. Шухова в г. Краснодаре. Краснодар, 2014