შინაარსზე გადასვლა

შუპყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუპყა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  დიყი
სახეობა:  შუპყა
ლათინური სახელი
Heracleum asperum (Hoffm.) M.Bieb., 1819

შუპყა[1] (ლათ. Heracleum asperum) — ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 100–150 სმ-ია. ღეროს ღრმა ღარები ჩასდევს, ჩვეულებრივ, სქლად არის მოფენილი ხორკლიანი ბეწვით. აქვს სამფოთოლაკიანი ან ფრთართული ფოთლები, სეგმენტები კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებურია. ქოლგები დიდი ზომისაა, მრავალსხივიანი, ხორკლიანი ბეწვით შებუსული. ყვავილები თეთრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მარტ-სექტემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება შიდა ქართლში, მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთსა და კახეთში. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში — მაღალ ბალახეულობაში, ტყისპირა ადგილებში, ველობებსა და სუბალპურ მდელოებზე.[2]

  1. მაყაშვილი ა., შუპყა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 44.