შინაარსზე გადასვლა

შუნგის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შუნგა)
ატლანტი იაკსში, უფრო დიდი გამოსახულება იყო

შუნგის იმპერია — იმპერია ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოიქმნა დაახლ. ძვ. წ. 185—73 წლებში, მაურიების იმპერიის დაცემის შემდეგ. დედაქალაქი — პატალიპუტრა.

მაურიების იმპერიის დაცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 185 წელს, მეფე აშოკას გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ მაურიების უკანასკნელი მეფე ბრიჰადრათჰა სასტიკად მოკლეა სამხედრო აღლუმზე საკუთარმა მთავარსარდალმა პუშიამიტრა შუნგას მიერ, რომელმაც თავი მეფედ გამოახცადა და ახალი დინასტია შექმნა.

პუშიამიტრა შუნგა იყო მორწმუნე ბრამინი. იგი იყო ბუდიზმის მკვეთრი მოწინააღმდეგე და სისასტიკით ცნობილი. მან დანგრია ბუდისტური მონასტრები და დახოცა ბერები. აჯილდოებდა ხალხს ბუდისტი ბერების მკვლელობებისთვის. ბუდისტური მონასტრები იძარცვებოდა და გარდაიქმნებოდა ინდუისტურ ტაძრებად. განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნალანდა, ბოდგაია, სარნატი, და მატჰურა.

კონფლიქტი ინდო-ბერძნებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით, ძვ. წ. 180 წელს ინდო-ბერძნების მეფე დემეტიოს I ბაქტრიელი გაემართა შუნგის წინააღმდეგ სალაშქროდ. მიაღწია თითქმის პატალიპუტრამდე. ჩამოაყალიბა ახალი ინდო-ბერძნული სამეფო ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. შეჭრის მიზეზად ითვლება აგრეთვე ბუდიზმი, რომელმაც ამ ადგილების დაკავებიდან მალევე აყვავებას მიაღწია. განსაკუთრებით არსებითი წვლილი ბუდიზმის განვითარებასა და გავრცელებაში მიუძღვის მხსნელად წოდებულ მეფე მენანდერ I-ს.

ჰელიოდორის სვეტის თანახმად, ინდო-ბერძნები და შუნგა დაზავდნენ და დაახლოებით ძვ. წ. 110 წელს გაცვალეს დიპლომატიური მისიები.

შუნგის სამეფოს ბოლო პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინ პერიოდში შუნგის სამეფოში გაგრძელდა წინაარმდეგობა ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში. ხოლო შუნგის დინასტიის დაცემის შემდეგ იმპერიას მართავდა კავნას დინასტია.

  • Dictionary of Buddhism by Damien KEOWN (Oxford University Press, 2003) [ISBN 0-19-860560-9]
  • "Ashoka and the decline of the Mauryas" Romila Thaper (London 1961).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]